ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კახა ცხადაძე: ქართული გუნდი ევროლიგაზე? რეალურია

კახა ცხადაძე: ქართული გუნდი ევროლიგაზე? რეალურია

საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანი ხორვატიასთან 26 მარტის შეხვედრაზე, “ინტერსა” და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანს, აზერბაიჯანის ჩემპიონ “ინტერის” მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ხორვატიასთან 26 მარტის შეხვედრაზე, “ინტერსა” და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

ნაკლი ხორვატიასაც გააჩნია

მძიმე მატჩი იქნება, რადგან ხორვატია ყველა თვალსაზრისით ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებლად გამოსვლა დაიწყო, ყოველთვის ამბიციური მიზნები ჰქონდა. საინტერესო, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რაც დაბალანსებული შემადგენლობის შედეგია, გუნდი საკმაოდ კარგად არის შეთამაშებული და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს.

თუმცა უიმედოდ არ უნდა ვიყოთ, რადგან თემურ ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრები გაძლიერდა, ფეხბურთელებიც უფრო თავდაჯერებულები გახდნენ და დაამტკიცეს, რომ შედეგისთვის ბრძოლა შეუძლიათ. თანაც შინ ვთამაშობთ, სტადიონის მხარდაჭერა გარანტირებულია. არადა, სამარცხვინოდ ჩაგდებული ციკლის შემდეგ ჩვენს წარმატებულ სტარტს არავინ ელოდა.

ახლა ჯგუფის ლიდერებში ვართ და პირველ-მეორე ადგილებზე გასვლის შანსი გვაქვს. ამიტომ ამ შეხვედრას დიდი მნიშნელობა ენიჭება. თუ ასეთ ძლიერ ნაკრებს მოვუგებთ, ეს ჩვენი გუნდის ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და სატურნირო მდგომარეობაზე ძალიან სასიკეთოდ აისახება.

ნაკლი ყველა ნაკრებს აქვს და ამდენად, მოგება ხორვატიასთანაც შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ქეცბაია მოწინააღმდეგის თამაშში დაინახავს იმ ნაკლს, რომლითაც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ.

საჩვენო ფაქტორებად კი სავსე ტრიბუნები და ჩვენების ბრძოლისუნარიანობა მიმაჩნია. ბიჭები უკვე არავის ეპუებიან და ასე ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება წარმატების მიღწევა. მე ჩვენი ნაკრების ეს თვისება მაიმედებს.

ინტერი - აქცენტი თასზე

წლეულს არასტაბილურად ვთამაშობთ და სატურნირო მდგომარეობა ძალიან გავირთულეთ. რამდენიმე ისეთი უსახური შეხვედრა ჩავატარეთ, გახსენებაც არ მინდა. საბოლოოდ, მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ და სამეულის გუნდებმა საგრძნობლად გაგვასწრეს. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა “თანამეგობრობის თასზე”, მაგრამ გაძლიერება ვერ მოვახერხეთ, მენეჯერებმა საჭირო ფეხბურთელები ვერ მოძებნეს. ამ დროს კი ყველა მოწინააღმდეგე გაძლიერდა.

პირველი ორი შეხვედრა იოლად მოვიგეთ, მაგრამ “ხაზართან” 1:3 წავაგეთ, მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ამან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა. შოკიდან კარგა ხანი ვერ გამოვედით და თასზე პირველლიგელ “აფშერონთან” 0:0 ვითამაშეთ, რასაც დაემატა “ყარაბახთან” 0:2 მარცხი. ეს ყველაფერი მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.

სერიოზული დაფიქრება დაგვჭირდა, რა ხდებოდა გუნდში. ფეხბურთელები გონს მოვიდნენ და როგორც იქნა, თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ. ბოლო ტურში “ბაკი” დავჩაგრეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეს დავჯერდით - 1:1. თუმცა იმედი გამიჩნდა, რომ ახლა მაინც დავლაგდებით.

ასეთ ვითარებაში ჩემპიონობის შენარჩუნება არარეალურია. აქედან გამომდინარე, აქცენტი თასზე გადავიტანეთ, ჩემპიონატში კი სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.

პრეტენზია ინტერის ქართველებზე

“თანამეგობრობის თასზე” ჩვენებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ახლა მათთან, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებთან, ბევრი პრეტენზია მაქვს - ძალიან არასტაბილურად თამაშობენ. გული მწყდება, ტრავმის შემდეგ ფორმა რომ ვერ აღიდგინა კახა მჟავანაძემ, არადა, მისი დიდი იმედი მქონდა.

ევროპული და ქართული კილომეტრები

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში დაამტკიცა, რომ საქმის გაკეთება შესაძლებელია, თუ გულიანად მუშაობ და საქმე იცი. დავბრუნდებოდი თუ არა საქართველოში? ვინ თქვა, რომ არ ვაპირებდი? ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, საკუთარ ქვეყანაში მუშაობა ვის არ ურჩევნია? ნეტავ აქ იყოს პირობები და სიამოვნებით... პირობებში ვგულისხმობ არა მხოლოს ხელფასს, არამედ გუნდის სავარჯიშო და მოსამზადებელ მინიმალურ პირობებს, სხვაგვარად მუშაობას რა აზრი აქვს?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა, 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ შესაძლებელია ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და მათ ორ-სამ გამოცდილ უცხოელს თუ დავუმატებთ, შევუქმნით სავარჯიშო პირობებს, თანამედროვე აღდგენითი პროცედურებით, ექნებათ ვიტამინიზაცია და სხვა, სერიოზული გუნდი ჩამოყალიბდება.

დღეს ევროპაში ფეხბურთელები საშუალოდ 12-13 კილომეტრს დარბიან, ჩვენს ჩემპიონატში კი - მაქსიმუმ 5-6 კილომეტრს, რასაც ევროპელები 30 წუთში ფარავენ. მაგრამ ახლა პატრონი გამოუჩნდა თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოს”, მანამდეც პატრონობდნენ რუსთავის “ოლიმპს”, “ზესტაფონსა” და “ვიტ ჯორჯიას” და ეს მაიმედებს. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა ფეხბურთზე მზრუნველ ყველა ამ ადამიანს მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან ჩვენი ჩემპიონატი მათ მხრებზე დგას.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა