"მილანის" სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას "ადვოკატად" დაუდგა

"მილანის" სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას "ადვოკატად" დაუდგა. არადა, იტალიური მედიის ინფორმაციით, სწორედ მან წაუყენა "როსონერის" დამრიგებელს ულტიმატუმი, რომ თუ "მილანი" ორ უახლოეს შეხვედრას ვერ მოიგებდა, გუნდიდან გაუშვებდნენ.

"ჩვენ 70 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით "რომასთან" შეხვედრაში. სამწუხაროდ, ყველა მატჩი არ სრულდება კანონზომიერად და არც ეს შეხვედრა იყო გამონაკლისი. წაგება ყოველთვის ძალიან გულსატკენია, მაგრამ განსაკუთრებით - ასეთ შემთხვევებში. ჩვენ ვითამაშეთ შესანიშნავ გუნდთან და მატჩის უდიდეს ნაწილში მინდორზე დომინანტი იყო "მილანი". არ მგონია, ეს ვინმემ უარყოს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ანგარიში სულ სხვა იქნებოდა...

ჯეკოს გოლმა მთლიანად შეცვალა თამაშის ხასიათი. ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად მოიშალა. კონკრეტულ შემთხვევაში ამას ვერავის დავაბრალებ. "სამპდორიასთან" მატჩი სულ სხვა იყო. იმედი გამიჩინა იმან, რაც 70 წუთის განმავლობაში ვნახე. ჩვენ აღარ უნდა ვიფიქროთ ამ თამაშზე. უნდა დავივიწყოთ ეს წაგება, ავწიოთ თავი და ვიაროთ წინ. ამისთვის საჭიროა, დავიცვათ ბალანსი თამაშში...

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის თემას, ჩვენ ჯერ კიდევ ჩემპიონატის დასაწყისში ვართ. სულ 7 ტურია გასული და, ვფიქრობ, არ ივარგებს შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა. ჩვენ ამ დროისთვის გვყავს მოთამაშეთა ჯგუფი, რომელიც კიდევ უფრო უნდა შეიკრას, ჩამოყალიბდეს ნამდვილ გუნდად. მონტელას არ აქვს ჯადოსნური ჯოხი. ის კარგად მუშაობს და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს მუშაობა შესანიშნავ შედეგებს მოგვიტანს...

ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ცხრილს და უნდა მოვემზადოთ ყველა მატჩისთვის, როგორც ფინალისთვის. ფეხბურთში ყველაფერს დრო სჭირდება. "რომას" უპირატესობა ჩვენთან შედარებით ის არის, რომ ამ გუნდის ფეხბურთელები წლების განმავლობაში ერთად მოდიან. ჩვენ არ ვიყურებით მხოლოდ ერთ მხარეს და შეგვიძლია, მარცხშიც დავინახოთ პოზიტივი, როცა ის არსებობს...

რაც შეეხება დერბის "ინტერთან", რომელიც სანაკრებო მატჩების შემდეგ გველის. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა. გვინდა, ჩვენმა ფანებმა ყოველთვის დაგვიკრან ტაში ენთუზიაზმისთვის, ისე, როგორც ეს დღევანდელ შეხვედრაში მოხდა. ბოლომდე ვენდობით იმ ფეხბურთელებს და მწვრთნელთა შტაბს, რომლებიც დღეს მუშაობენ "მილანში". ჩვენ გვჯერა, რომ გუნდს შეუძლია გადაჭრას დასახული ამოცანები", - თქვა მირაბელიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
რა ხდება "მილანში" - "როსონერიში" დიდი ცვლილებებია
მასიმილიანო მირაბელი: ჯენარო გატუზომ "მილანი" გუნდად აქცია
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
"მილანმა" გაძლიერებაზე ფიქრი დაიწყო: ჩირო იმობილე "როსონერიში" გადასვლაზე თანახმაა
"მილანმა" რეინა მუქთად აიყვანა და მზადაა დონარუმა ძვირად გაყიდოს
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
"მილანს" ანდრეა ბელოტის შეძენა კვლავ სურს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"მილანი" "ლევერკუზენის" ფეხბურთელის შეძენას შეეცდება
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა