საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დარწმუნებულია, რომ გუნდი მოსაგებად თავს დადებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი მახაჩყალის “ანჟის” პირველი მეკარე გახდა - ის შეკრებაზეც და დაწყებულ სეზონშიც დაღესტნური კლუბის კარში შეუცვლელად იდგა. ნუკრის ინტერვიუ სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ჩამოვართვით.

- გამომგზავრებამდე “ზენიტთან” ურთულესი შეხვედრა 0:2 წააგეთ, მაგრამ “სპორტ-ექსპერესისგან” საუკეთესო შეფასება დაიმსახურე.

- "ზენიტი” რუსეთის კი არა, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია და, ცხადია, ყველაზე მეტი საქმე მე მქონდა. “ანჟი” ხომ, ფაქტობრივად, სეზონის მსვლელობისას ყალიბდება, ათი ახალწვეული გვყავს და შეთამაშება გვაკლია.

- რადგან “ანჟის” ძირითადი მეკარე გახდი, ხორვატიასთან მატჩსაც საკმაოდ კარგად მომზადებული და თავდაჯერებულიც შეხვდები.

- რა თქმა უნდა, სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს. სომხეთთან მატჩისთვის მზად არ ვიყავი, ახლა კი უკვე ბევრი შეხვედრა ჩავატარე, შვიდი - მოსამზადებელ ეტაპზე, ორიც - პრემიერლიგაში და ერთი - თასზე. ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობ.

რაც უნდა ბევრი ივარჯიშო, უთამაშებელი მაინც “აიჭრები”, რაც ადრე დამემართა კიდეც ნაკრებში. ახლა კი რუსეთის პრემიერლიგის გუნდში მენდობიან. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ ყველამ იცის, რომ რუსებს მაღალი კლასის მეკარეები ჰყავთ და როდესაც ქართველს ძირითადში დაგაყენებენ, ათმაგად უფრო ირწმუნებ, რომ თამაში შეგიძლია. ეს ნებისმიერ მეკარეს ფსიქოლოგიურად აწონასწორებს.

მეორე ფაქტორი ნაკრებია - თემურ ქეცბაიამ გუნდი აათამაშა და ასეთ შემთხვევაში მეკარეც უფრო თავდაჯერებული ხდება. ხომ ნახეთ ლორიამ სლოვენიასთან და სომხეთთან რა კარგად ითამაშა.

- ერთი დღეც და, ხორვატიას ხვდებით - ურთულესი მეტოქეა.

- ეს ისეთი შეხვედრაა, როდესაც ყველანი მოტივირებულები ვართ და დამატებითი სტიმული არ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, მოსაგებად ყველა თავს დადებს. ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ მთავარია, თამაში წაგვივიდეს. ჩვენ შედეგი გვჭირდება და მოედანზე ამ განწყობით უნდა გავიდეთ.

ეს დღე ჩვენთვის ბევრს წყვეტს, ერთ კონკრეტულ შეხვედრაზე მობილიზება კი ყველას შეუძლია. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ნაკრებს ბულგარეთი დაუმარცხებია - თავის დროზე მსოფლიოს მეოთხე გუნდი, რომელიც არაფრით იყო დღევანდელ ხორვატიაზე ნაკლები. ესე იგი, ჩვენც შეგვიძლია რაღაც.

- რა შეიძლება იყოს ჩვენი პლუსი?

- ის, რომ სახლში ვთამაშობთ და იმედია, სტადიონი შეივსება.

- როგორც გავიგეთ, ბილეთების 80 პროცენტი უკვე გაყიდულა.

- ძალიანაც კარგი, სავსე სტადიონზე უფრო თამამად ვითამაშებთ.

- მატჩამდელი მოლოდინი არ გძაბავს?

- არა, რატომ? პირველად არც ერთი ჩვენგანი არ თამაშობს. თუ მოვიგეთ, ხომ კარგი, მაყურებელს გავახარებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თავს შევაკლავთ.

- პირველ ტურებში ირაკლი კლიმიაშვილი “ანჟის” განაცხადში რატომ არ იყო?

- ვიზის გამო ვერ წამოვიდა. ახლა მახაჩყალაში “ანჟის” ბაზას აშენებენ, მანამდე კი გუნდი ანთალიაში დაბინავდა და თამაშებზეც იქიდან დავფრინავთ. ირაკლი კი რუსეთიდან ერთხელ უკვე გამოვიდა, ანუ ხელახლა შესასვლელად ვიზა დასჭირდა, რაც საკმაოდ გართულებული პროცედურაა. სხვათა შორის, ირაკლი გაჯი გაჯიევს მოეწონა, ძალიან მონდომებულია. მთავარია, კონკურენტებს აჯობოს, რადგან “ანჟიში” ყველა პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა. შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრი უკვე სათადარიგოებში მოხვდა.

- “ანჟი” ბევრს არავის დააინტერესებდა, რომ არა რობერტო კარლოსი. კლიმიაშვილის თქმით, ბრაზილიელს ვარსკვლავური ქედმაღლობა არ ახასიათებს.

- მართალი უთქვამს. რამხელა ფეხბურთელი იყო და ამ დროს ძალიან უბრალოდ იქცევა, გულიანი, მხიარული კაცია და ყველას თავი შეგვაყვარა. არადა, ბევრს ეგონა, ზემოდან ყურებას დაგვიწყებდა. პირიქით, ამბობს, მეც ბევრი რამ ამქვს სასწავლიო. მისი გუნდში ყოფნა კი თითოეული ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს, უნებლიეთ მოგებულის ფსიქოლოგიით გვათამაშებს. შენ გვერდით რომ მსოფლიოს ჩემპიონია, ეს ყველას ძალას გვმატებს.

ძალიან კარგი ფეხბურთელია დიეგო ტარდელიც, რომელიც ბოლო ორი წელი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა რუსეთის პრემიერლიგასთან შეგუება უჭირს. კარლოსმაც თქვა, არ მეგონა, ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატი თუ იქნებოდაო. კიდევ ბევრს ჰგონია, დიდ ფულს იხდიან, მაგრამ ჩემპიონატი არ უვარგათო. იქაურ პრემიერლიგაში სამი-ოთხი კლუბი მაინც ცდილობს ევროპის გრანდებში დამკვიდრებას და მჯერა, ამას მოახერხებენ კიდეც. მაგალითად, “ზენიტი” სოლიდური კლუბია და დარწმუნებული ვარ, მალე ჩემპიონთა ლიგაში თავის სიტყვას იტყვის. რუსებს სერიოზული მიზნები აქვთ, ფულსაც არ იშურებენ და თუ ადრე ფეხბურთელებში უზარმაზარ თანხებს ევროპის წამყვანი ქვეყნები იხდიდნენ, ახლა ამას რუსებიც ახერხებენ, 9-10 მილიონიც არ ენანებათ.

თუ არ მეშლება, “ანჟის” ბიუჯეტი 50 მილიონ ევრომდეა, თუ მეტი არა, “ზენიტისა” კი 200 მილიონი იქნება. ამხელა ბიუჯეტი მხოლოდ ევროპულ გრანდებს აქვთ. მაგალითისთვის ისიც გამოდგება, რაც უკვე გითხარით: “ანჟი” ანთალიაშია და რუსეთში იქედან დავფრინავთ, მალე კი მოსკოვში გადავალთ. წარმოიდგინეთ, გუნდს რა ფული უნდა ჰქონდეს.

dato
ვულოცავ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ყველა გულშემატკივარს. ქეცბაიმ უმაღლესი კლასი გვიჩვენა. ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელია ევროპაში. შეუძლია, მალე რეალურად გახდეს ერთერთი საუკეთესო. დიდი მომავალი აქვს. მგონია, არაფერს ვაჭარბებ. ფეხბურთელებმა მაგრა მოინდომეს. ველით წარმატებას ისრაელთან. დემე გავახსოვს და სულ გვემახსოვრება. ჩვენთან ერთად უნდა ზეიმობდეს ახლა წესით, მაგრამ წესი და კანონი, სამწუხაროდ, მაგარ დეფიციტშია. საქართველოს გაუმარჯოს!
biktor
ნუკრი რევიშვილი ამ თამაშის გმირია!!!
bua
ეგრე ჩემო ნუკრი ერთერთი ევროთასიც აგვიღია, მაგრამ დღეს რანი ვართ.მარტო ბიჭების მონდომება რომ შველოდეს საქმეს კარგია,ჩვენი ფედერაციის და არსებული ინფრასტრუქტურის და მთლიანობაში ვაშა-ურაზე დამყარებული მიდგომის შედეგები მატჩის და გნებავთ მთლიანად ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.სამწუხაროდ
tolika
წარმოიდგინე რამხელა ბიუჯეტი აქვს ანჟის და შეადარე ახლა ჩვენი გუნდები, ანთალიიდან კი არა, სამტრედიიდან ძლივს ჩამოდიან ქუთაისში სათამაშოთ და მაგენს ვედრებით ჩვენ? კიდევ კარგად თამაშობენ ჩვენი ბიჭები, ეს ალბათ ენთუზიაზმის და ნიჭის წყალობით, თორემ აქ ხომ ფეხბურთის განვითარების მინიმალური პირობებიც არა აქვთ.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ