ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ ფორმაში ხვდება საქართველოს ნაკრები მომავალ ორ მატჩს

როგორ ფორმაში ხვდება საქართველოს ნაკრები მომავალ ორ მატჩს

ნაკრების წევრების ძირითადი ნაწილი სათამაშო დროს არ უჩივის, მაგრამ გვაქვს პოზიციები, სადაც ფორმაში მყოფი ფეხბურთელის მოძებნა გაგვიჭირდება
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უელსთან 6 ოქტომბერს და სერბეთთან 9 ოქტომბერს მატჩებისთვის მზადება დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრებში ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარებიან.

ნაკრების წევრების ძირითადი ნაწილი სათამაშო დროს არ უჩივის, მაგრამ გვაქვს პოზიციები, სადაც ფორმაში მყოფი ფეხბურთელის მოძებნა გაგვიჭირდება.

მეკარეები

გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე", პორტუგალია) - ბოლოს კლუბში 2017 წლის 21 მაისს "პორტუს" წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ პორტუგალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

გიორგი ლორია ("ანჟი", რუსეთი) - ბოლოს 2017 წლის 1-ელ მაისს ითამაშა "კრილია სოვეტოვის" რიგებში, დღეს "ანჟის" მეორე მეკარეა და მისი კლუბი რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა.

ნუკრი რევიშვილი ("დინამო", თბილისი) - რევიშვილს ტრავმის მოშუშების შემდეგ სათამაშო პრაქტიკა აქვს. რაც შეეხება სტატისტიკას, ეროვნულ ლიგაში 10 მატჩში 13 გოლი აქვს გაშვებული.

მცველები

უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი) - ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება. ლობჟანიძეს ამ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის 20 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. "ატირაუ" 32 ქულით მე-8 ადგილზეა.

სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი) - შესანიშნავ ფორმაშია ქართველი ცენტრალური მცველი. რუსეთის პრემიერლიგაში 12 ტურია ჩატარებული და მოსკოველთა შემადგენლობაში ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. ევროპა ლიგაზეც ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და დაცვის ხაზში ერთ- ერთი საუკეთესო იყო.

ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი) - პოლონეთის ექსტრაკლასაში სტაბილურად ასპარეზობს დვალი, რვა მატჩი აქვს ჩატარებული და ყოველ თამაშში 90 წუთს თამაშობს. "პოგონი" 11 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა.

გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი) - 31 წლის მცველი ხაბაროვსკელთა შემადგენლობაში შეუცვლელი ფიგურაა და რუსეთის პირველობაზე მშვენივრად ასპარეზობს. "სკა ენერგია" 11 ქულით მე-14 ადგილზეა.

ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია) - ლატვიის ვირსლიგაში 20 ტურია ჩატარებული და შერგელაშვილი ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. 25 წლის ქართველ მცველს 2 გოლიც აქვს გატანილი და მისი გუნდი მე-3 ადგილზეა.

ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი) - ჩვენებურის კლუბს კარგი პერიოდი არ უდგას, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-20 ადგილზეა. კაკაბაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია და მის პოზიციას კლუბში არაფერი ემუქრება.

გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია) - არნემელთა ქართველი კაპიტანი არასდროს უჩიოდა სათამაშო დროს. ჰოლანდიის ერედივიზიაში ამ სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. "ვიტესი" პარალელურად ევროპა ლიგაზეც თამაშობს.

დავით ხოჭოლავა ("შახტარი", უკრაინა) - 24 წლის მცველმა წინასწარ იცოდა, რომ "შახტარში" სათადარიგო შემადგენლობისთვის მიჰყავდათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის სურნელსა და უკრაინის ჩემპიონობას დიდი ძალა აქვს. 116 წუთი აქვს ხოჭოლავას უკრაინულ კლუბში ნათამაშები და აქედან 1 წუთი ჩემპიონთა ლიგაზე.

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი) - 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ყაზახეთში წარმატებული არ გამოდგა, კვეკვესკირს ზოგჯერ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც უჭირს და მისი კლუბიც ვერ ბრწყინავს. "ატირაუ" ყაზახეთის პრემიერლიგაში 30 ქულით მე-5 ადგილზეა.

ჯაბა კანკავა (თავისუფალი აგენტი) - საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯერ კიდევ უგუნდოდაა და უკვე ჭორებიც აღარ ისმის, თუ სად ითამაშებს.

ვაკო გვილია ("ბატე", ბელორუსი) - ამ სეზონში გვილიას ბორისოველები არ სწყალობენ, ქართველი ნახევარმცველი მხოლოდ 4-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და 5-ჯერ სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ბოლოს გვილიამ 9 სექტემბერს ითამაშა კლუბის შემადგენლობაში.

გიორგი აბურჯანია ("სევილია 2", ესპანეთი) - 22 წლის ნახევარმცველმა 4 მატჩში ითამაშა: სამში მეორე ტაიმში ჩაერთო და ბოლო თამაშში "როის დეპორტივოსთან" ძირითად შემადგენლობაში იყო.

ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე", ამერიკა) - ვაკო ნელ-ნელა ამერიკული გუნდის შეტევების შემოქმედად ყალიბდება და სტატისტიკაც მშვენიერი აქვს. 11 მატჩიდან ექვს თამაშში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, ამ პერიოდში კი 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პოლონეთი) - გიორგი მერებაშვილი ძალიან კარგ ფორმაშია, ბოლო ოთხ მატჩში სამი საგოლე გადაცემა და ერთი გოლი. პოლონეთში სტატისტიკაზე მეტად თამაშით გამოარჩიეს, რადგან გიორგი პლოცკელთა შეტევების ლიდერია.

ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", მაკედონია) - ჯიღაურის ტრანსფერი წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ბოლო პერიოდია ძირითად შემადგენლობაშიც ვხედავთ და ევროპა ლიგაზეც სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის. მიმდინარე სეზონში 11 მატჩში ითამაშა, ამათგან 7-ში ძირითად შემადგენლობაში იყო.

გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი) - გიორგის ბოლო პერიოდი ტრავმები აღარ აწუხებს და "ურალის" სასტარტო შემადგენლობის წევრია. ამ სეზონში 10 მატჩში ითამაშა: 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.

ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი) - კიტეიშვილმა სულ ახლახან მოიშუშა ტრავმა და ბოლო ორი თამაშია დაუბრუნდა მოედანს. ხოლო ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის განმავლობაში 17 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

ლუკას ჰუფნაგელი ("ნიურბერგი", გერმანია) - ლუკასმა ამ სეზონში 4 მატჩი ჩაატარა: 3 მატჩი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში და ბოლო მატჩი ნიურნბერგის მეორე გუნდში გერმანიის რეგიონლიგაში.

თავდამსხმელები

გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია) - გიორგის ამ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, ამათგან სამი სასტარტო შემადგენლობაში და გოლი არ აქვს გატანილი. ერთადერთი გოლი ავსტრიის თასზე, ავსტრიის მე-4 ლიგის წევრ "ელექტრას" გაუტანა.

ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი) - 31 წლის თავდამსხმელმა ყაზახეთის პრემიერლიგის 2017 წლის სეზონში, 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბოლოს მეტოქის კარი 28 მაისს დალაშქრა.

დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია) - სხირტლაძეს დანიაში კარგი პერიოდი უდგას, მუდმივად ხვდება "სილკებორგის" ძირითად შემადგენლობაში და მწვრთნელიც ენდობა. ამ სეზონში ქართველმა 11 მატჩი ჩაატარა: 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა მისი მონაგარი.

ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი", თბილისი) - "შეუჩერებელი" - ასე შეიძლება ვუწოდოთ "ლოკომოტივის" ფორვარდს, რადგან მას ამ სეზონში 23 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სიხარულიძემ ბოლო სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

• ლექსო

რატომ ფიქრობ ეგრე, ახალი ფორმატის გამო წააგებენ? ნუთუ ბოლო კალათაში მოხვედრა წაადგება და გაზრდის ნაკრებს?! ჯერ ქართული ფეხბურთი რაა და მალტა, სან მარინო და გიბრალტარის გვერდით თამაში რას მოგვცემს, პირიქით, რეგრესისკენ წავალთ!..

• მსქროლავი ტროლი

მაგას რა კითხვა უნდა - თეთრი ფორმა აცვიათ... მთავარია, დროშაც თეთრი არ აფრიალონ - ძლიერ მაცდური რამ გახლავთ ახალი ფორმატი და ბოლო კალათა...

• tornike gvaramia

ელგუჯა ლობჟაnიძე !!! და გიორგი არაბიძე !!!

• სოსო

სისულელეა ეგ.

• გიორგი

ძალიან ცუდია არაბიძე რომ არ გამოიძახეს, მან ხომ ბევრჯერ წარმოაჩინა თავი

• ვასილიჩი

რამდენი დისლაიქი აქვს ამ კომენტარს ჰაა? არა და ასე მოხდება და მერე გამომეხმაურეთ ვინც დასვით ეს დისლაიქები, ბედნიერი ხალხი ხართ, კიდევ ზღაპრების სამყაროში ცხოვრობთ, ნეტარ არიან მორწმუნენი.....

• shah name

მაკარიძე კაშია კვირკველია ხოჭოლავა ნავალოვსკი კვეკვესკირი გვილია ყაზაიშვილი ჭანტურია მერაბაშვილი სხირტლაძე

• მმმ

ვაწაძეზე ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ ყენიას ტრამვიანობა მისი ფიზიკური მონაცემების ბრალია. აი მჭედლიძე კი მართლა განსაკუთრებული შემთხვევაა. ნაკრებში მთელი თამაში როდის ითამაშა, არ მახსოვს

• vaso

მაგ შემადგენლობასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მხოლოდ ნავალოვსკის ამოვიღებდი და დვალს და ხოჭოლავას დავამატებდი, ასევე გამთამაშებლად გვილიას ამჯერად ჯიღაური სჯობს. ანუ 5-4-1

• Gloriuss

4-2-3-1 მაკარიძე-კაკაბაძე,კაშია,კვირკველია,ნავალოვსკი-კვეკვესკირი,აბურჯანია:ყაზაიშვილი,გვილია(გამთამაშებლად)მერებაშვილი-სხირტლაძე აი ეს არის ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა მოცემულ სიტუაციაში ამ 2 მატჩისათვის ანანიძის არყოფნაში მის ადგილზე უნდა დადგეს ან კვეკვესკირი ან გვილია პლეიმეიკერად არც ამ ფეხბურთელებს აკლიათ ფანტაზია შეტევის დროს და საინტერესოც კი იქნება მათი ხილვა გამთამაშებლად თორემ ფანტაზიის მქონე ანუ ან პასის ან გამწვავებელი და საჯარიმოს გარედან გამსროლელი ანანიძის არ ყოფნაში ამ ადგილზე ამათ გარდა ვფიქრობ ვერცერთი ვერ გაართმევს თავს ამ უაღრესად თამაშის შემქმნელ პოზიციაზე

• ალეკო

მეტოქის კარი რომ დალაშქრა, ის კაცი ლეგენდა დაგვანახეთ!!!

• Giorgi

მე პირადად სხირტლაძეს და სიხარულიძეს დავაყენებდი შეტევაში.

• merab

აბატონო მწვრტვნელიც ამას კვია.მოვიგებტ აუცილებლად ვისაც კაცის მოტყუება დაკარჰი დარტყმა სჰეუდზლია არიდზახებენ.ვინახარტ რაგინდატ....

• ასეა ეს

მეგობრებო, შეეგუეთ ერთ 100% იან აზრს, რომ უელსთან უეჭველი წააგებს გუნდი,სულაც რომ შანსი მიეცეს მოგების, ხოლო სერეთთან ეს სპორტულადაც ასე იქნება და არასპორტულადაც, "ტაკ ჩტო" ნუ ნერვიულობთ, ახლა რეიტინგში წინსვლა არაა ხელსაყრელი ნაკრებისთვის, მოლდოვა რომ მოდიოდეს იმასთანაც კი წააგებდნენ ახლა

• akaki

ვაწაძე, ყენია, მჭედლიძე - მაღალ დონეზე შეეძლოთ ეთამაშათ, დასანანია რო ჩაიკარგნენ, თორე თავდასხმაში ასე არ უნდა უჭირდეს ნაკრებს.

• ნოე

უჩა და ლადო სასტავში.

• mafioza

საქართველოს ნაკრებში რომ მაფიაა ამ სტატისტიკიდანაც ჩანს . დვალიშვილს რა უნდა ბოლო ბოლო

• პატრიოტი

გამოძახებულებიდან მაინც ისეთები ათამაშოს ვისაც მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს მის კლუბში

• პატრიოტი

ყველაფერს რომ თავი დაანებო კანკავა ყავს გამოძახებული რომელიც დიდიხანია უგონდოდაა, თვითონ ჯაბას არაფერს ვერჩი არაჩვეულებრივი პიროვნება და ფეხბურთელია მაგრამ ასეთ დროს სხვა უნდა გამოიძახო ნაკრებში მის პოზიციაზე ვინც მუდმივად სტაბილურად თამაშობს ძირითადს, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატიდან

• ვუის გავეყარეთ ვაისს შევეყარეთ

1. კიტეიშვილს რა უნდა და რა კრიტერიუმითაა გამოძახებული. რატომ არ არის ახალგაზრდულ ნაკრებში? 2. ქვილითაიას გოლი გატანილი არა აქვს ამ სეზონში 3. დვალიშვილის ნაკრებში თამაშს ხო ახსნა არა აქვს, სტატისტიკა ვაფშ საოცარია. თან მისი გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგიდან ვარდება 4. ხოდა ვაწაძეს არ იძახებს რომელიც მაგარ ფორმაშია

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს