ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა კალაძე: თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს!

კახა კალაძე: თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ასეთი მოწოდება და განცხადება სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე” გუშინ 15 საათსა და 02 წუთზე გაავრცელა

"თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს” - ასეთი მოწოდება და განცხადება გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე” 15 საათსა და 02 წუთზე გაავრცელა.

განცხადება რომ ნამდვილად კახას ეკუთვნის, ეს ფეხბურთელის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

კახა კალაძე: "მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს: ვფიქრობ დგება დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭვირვალობა, დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანამ უკანასკნელ წლებში, აშკარა რეგრესი განიცადა ამ თვალსაზრისით, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს შიშის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად, თავის თავში უნდა გაანადგუროს!

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ, არასოდეს შევშინებივარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან იზეიმებდა, რომ ქვეყანაში კანონი ადრე თუ გვიან იკანონებდა და არ იქნებოდა კანონის ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება.

თუმცა გუშინ, რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა! ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეთა მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი...

აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა...ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ! უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს, გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემიდას სასწორი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა... თუმცა ამაოდ...

მტკიცედ მჯერა, რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და ჩვენ მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! გვჯერა, სამართალი პურს ჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს!"

• baaduri

გიჟი კი გაათავისუფლებს ამ უბედურ დემეს ,მაგრამ 6წლის მერე:((ისე მე უფრო ჭკვიანი მეგონა დემე,რა ეგონა გიჟი დაინდობდა?:(ან მაგ ჩემისას რა ფული სამყოფი არ ჰქონდა?(

• dato

ლაპარაკი საჭიროა, მაგრამ არაა საკმარისი. თან საქმე! ყველა, ვინც მოდის სტადიონზე ვიწყებთ სკანდირებას ეგრევე ჰიმნების მერე. ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. 1 სრული წუთი! ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით. დემე ჩვენი სიხარულია! იყო და იქნება!

• natia

მაპატიეთ, მაგრამ მიმიფურთხებია ამათი კანონებისათვის. ვისაც ამ კანონების დაკანონებაში რაიმე წვლილი მიუძღვის ,ისინია სწორედ კარცერში გამოსამწყვდევი.

• tbiliskii

კიდევ ერთი მიშას ლიჩნი პატიმარია ეს ბიჭი,კალაძეს ვერაფერი მოუხერხა და ეს ბიჭი გაამაწარა,მარა მოვა მიშა შენი დროც და ხალხი ჩამოგკიდებს ერთი ადგილით

• tbiliskii

კიდევ ერთი სააკაშვილის ლიჩნი პატიმარია ეს ბიჭი,კალაძის ამბავში მოყვა დემეტრაძე,კახას ვერ გაუბედა ვერაფერი და მაგით გაამწარა ანანისტმა სააკაშვილმა,მიშა მოვა შენი დროც და ჩამოგკიდებს ხალხი ერთი ადგილით

• sasha

BB KING შენ ეტყობა სხვაობა არ იცი ჯოხის გადატეხის და სამაგიეროს გადახდის შორის! იმ "ქურდმა" უარი რომ თქვა თანამშრომლობაზე მაგის სამაგიეროდ ეხლა ეს ბიჭი ისჯება საქმე არის უსამართლო ბოღმაკაცების ხუშტურებითან და ავანტიურობებთან

• bb king

თოკო, გასაგებია შენ რასაც ამბობ, მარა კანონისთვისაც თანაბარი უნდა იყოს ყველა. ედიკას მინისტრები უცებ გაათავისუფლეს მაყუთები რო აახიეს და ამ კაცს რისი გულისთვის სჯიან? თან დასჯაც არის და დასჯაც, მაზიანის გულისთვის კაცს 6 წელი მიუსაჯო, 30 000 წაართვა ნამუსი აღარ არის? 6 წელი 6 დღე ხო არაა. კაზინო, პოკერი და ტოტალიზატორი არ იკრძალება და ხელზე თამაში რით განსხვავდება? მე არასდროს მითამაშია, მარა ამაში ქურდულ სამყაროსთან კავშირს ვერ ვხედავ. ვინ აკონტროლებს ვინ ვისთან თამაშობს ჩუმად მაზიანს? ვერავინ. უბრალოდ დემეს თავზე გადატყდა ჯოხი და უნდათ, რომ ვითომ მაგალითი მისცენ ხალხს, ნახეთ არავის ვინდობთო. და არაფრის გამო ანადგურებენ კაცს და მის ოჯახს. სად იკრძალება ხელზე თამაში? არსად. პოკერი და კაზინო იგივე არაა? პროსტა ისინი გადასახადებს უხდიან და მაგიტო არაფერს ეუბნებან. დასაწყისში დემე ვიყვიროთ და მერე სულ საქართველო ვიყვიროთ მთეი თამაში. მერე ძნელი იქნება მაგის ორგანიზება... და არც მინდა ისეთ საქართველოს ვუგულშემატკივრო ვინც თავის ღვაწლმოსილ ხალხს არ აფასებს და გვერდში არ უდგას. დავუდგეთ დემეს გვერდში.

• Sasha

თოკო შენ რომ კახპა გხავს 1ან2 მეგობარი ამის გამო შენც უნდა მათ სახელს ატარებდე?! ქვეყანას კანონში ეწეროს ვინმესთან მეგობრობა კრიმინალის ტოლფასი იყოს და პრეტენზია დემოკრატიაზე ქონდეს სასაცილოც არ არის მარაზმია და გულისამრევი რომ საზოგადოება ამას იტანს

• Toko

არა მწყინს დათო, მაგრამ საიდან იცი რომ უდანაშაულოა? იქ იყავი? მაგაზე სამწუხაროდ ვერც მე და ვერც შენ თავს ვერ დავდებთ. ზრდასრულობა სწორედ იმაშია, რომ შენი ვარაუდი და სურვილი რეალურ ფაქტად არ უნდა წარმოაჩინო. მე შენზე არანაკლებ მინდა, რომ უდანაშაულო იყოს. რაც შეეხება სკანდირებას - პირველ წუთებში "საქართველო საქართველო" უნდა ვიყვიროთ რომ ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არ დაკარგონ. და მერე ვიყვიროთ "დემე დემე", აუცილებლად ვიყვიროთ

• zuxusha

ვეთანხმები თოკოს, ოღონდ ერთის დამატებით: კანონი თვით პრეზიდენტისთვისაც (და ყველაზე მეტად) კანონი უნდა იყოს.

• dato

Toko, სახელმწიფოში გვინდა ყველას ცხოვრება და იმიტოა ეს ამბავი რო ხდება. იმედია, ასაკთან ერთად მოგემატება შეგნება. არ გეწყინოს. ზრდასრული არ ხარ ჯერ ალბათ. დემე უდანაშაულოა! ამაშია საქმე! და სასამართლო _ უსამართლოა! დემე კიდე ჩვენია, ჯიგარია და დავუდგებით გვერდში! ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. 1 სრული წუთი! ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით.

• Toko

მე ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ - თუ უდანაშაულოა, უნდა გათავისუფლდეს, თუ დამნაშავეა - უნდა დაისაჯოს იმის მიუხედავად თუ რა დამსახურება აქვს. წარსული დამსახურება მხოლოდ შემარბილებელი გარემოება შეიძლება რომ იყოს და არა სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმალური სახელმწიფო არასოდეს გვექნება, და შესაბამისად ფეხბურთში წარმატებებიც გამორიცხული იქნება.

• dato

კახა, ჯიგარი ხარ! დემე, შენთან ვართ. დრო ჯერ კიდევ არის და იქნებ ბანერიც მოვასწროთ. 100 ლარი უნდა 2მX3მ. გამოხმაურებები თუ კიდე იქნა დილამდე, შევიკრიბოთ 12.00 რომელიმე პოლიგრაფიულთან. მისამართები მაქვს და სურათის ელექტრო ვერსიაც. 1 დღეში გააკეთებენ. ბანერისთვის საუკეთესო ადგილია აღმოსავლეთის ტრიბუნის მეორე იარუსის ბალკონზე, ცენტრში. თან სულ კადრში იქნება. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ ყველა მანდ ვერ დავსხდებით და ბანერს, შესაძლოა, დაცვაც დაჭირდეს. რო გავაკრათ და ჩვენ-ჩვენ ადგილებზე წავიდეთ, შესაძლოა, მოხსნას ვინმე დედანათრევმა. რაც შეეხება სკანდირებას: სტადიონის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ყველას ვაცნობოთ: ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. პრაიმ თაიმია, ასე ვთქვათ. 1 სრული წუთი! ახლავე ვიწყებთ ინფორმაციის გავრცელებას. ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!