საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. დღეს, გუნდს რვა ფეხბურთელი შეუერთდა. საწვრთნელ პროცესში ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩების მოლოდინშია.

თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა მოახლოებულ მატჩებზე და ტრავმირებულ თანაგუნდელებზე ისაუბრა:

„სამწუხაროდ, ტრადიციად გვექცა, საკვანძო ფეხბურთელების არყოფნა სანაკრებო თამაშების წინ. ჩემი აზრით, ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორიც თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე არიან, ნებისმიერი ევროპული ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია. რაც შეეხება მოტივაციას, ბოლო ოფიციალური თამაშია საკუთარ მოედანზე და ჯერჯერობით გამარჯვება არ გვაქვს. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს მეტი მოტივაცია? ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მაყურებელს, რომ შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში და შედეგის ჩვენება. განვლილი ორი თამაში ირლანდიასთან და ავსტრიასთან იყო ხარისხიანი ფეხბურთი, თუმცა სამწუხაროდ, გამარჯვების გარეშე. ახლა ხარისხიანი ფეხბურთი უკვე შედეგში უნდა ავსახოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უელსისა და სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

საქართველოსა და უელსის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში შეგიძლიათ

საქართველო - უელსის მატჩი დინამო არენაზე, 6 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება.

წყარი: http: gff.ge

vaxtangi
Eg rusetshi sheshalat tore aq kvirkvela uceria
dato
ნამდვილი გვარი კვირკველიაა, მაგრამ პასპორტში კვერკველია უწერია, რა საინტერესოა რა ვერ გასწორდა ეს ხარვეზი, იქნებ ვთხოვოთ პრეზიდენტს როგორმე მოწესრიგდეს ეს ხარვეზე )
ჯონდო
კვირკველია თუ კვერკველია?
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
საქართველოს ნაკრები უელსთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მზადების მეორე დღე
"რეალს" არ უნდა ბეილი თბილისში გამოუშვას
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
საქართველოს ნაკრებმა უელსთან და სერბეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო