საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. სავარჯიშო პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ლევან გეგეჭკორი, გია გრიგალავა, ლაშა შერგელაშვილი,ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი მერებაშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა და ირაკლი სიხარულიძე. ეროვნული ნაკრებს კიდევ 11 ლეგიონერი ხვალ შეუერთდება.

გაგაცნობთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობას,რომელიც კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს.

GFF.GE

ქუთაისელი
ფისუნია ჩამოსულა.....

კვერკველია სადაა?
Haha
Mr. Tsisartyela chamosula.. aba mteli cisartyeloba stadionze ukomaget tkven kumirs
ბრუს ლი
ესენი აწი თამაშს ვერ მოიგებენ,დემორალიზებული ნაკრებია,იგივე მწვრთნელი,იგივე ფეხბურთელები....შეუშვირა რა ახალი სისხლი ვაისს
status quo
კიდევ კარგი,დვალიშვილი ამოუღია სიიდან...
ღირსება
ღირსეული კაპიტნის საქციელი იყო უკრაინაშიც და მთელი კარიერის მანძილზე აი ვიცე კაპიტნის რა მოგახსენო ცისარტყელა ღირსეული ვერასდროს ვერ გახდება სულ რო ვარსკვლავი მოწყვიტოს
(C)
ლორია - გეგეჭკორი-კაშია-ხოჭოლავა-გრიგალავა გვილია კანკავა პაპუნაშვილი ყაზაიშვილი მერებაშვილი კაჭარავა ამ შემადგენლობით უნდა დაიწყოს ბატონმა ვაისმა.. იმედია ასე იქნება :) წარმატებები ბიჭებს. (ჯიჯი)
13
ვაწაძე ხომ იყო სიაში
Andriusha
ორივე თამაშს მოვიგებთ ალბათ გოლებით,ლამაზად..
ვახტანგი
ხოჭოლავა ძირითადში იქნება, კარგია ^_^ ეგ და კაშია კარგად ითამაშებენ ცენტრში, საბასაც ღირსეული შემცვლელი იქნება , აი თავდასხმაში კი ღირსებისა რა გითხრათ .... ნახევარდაცვაში კი ჩემთვის გვილია ფავორიტი ფეხბურთელია თავისი დამოკიდებულებისა და მენტალიტეტის გამო ;)
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქართველოს ნაკრები უელსთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ნაკრების მზადების მეორე დღე
საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა
"რეალს" არ უნდა ბეილი თბილისში გამოუშვას
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
საქართველოს ნაკრებმა უელსთან და სერბეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო