გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის შესახებ
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ვაისს ისეთი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა, საქართველოს ნაკრების ბევრ ყოფილ მწვრთნელს შეშურდება.

ხშირად კრიტიკის ობიექტია იმ ფონზე, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა არაპოპულარულ ჩემპიონატებში ასპარეზობს და ამავდროულად, ბევრს სათამაშო პრაქტიკაც არა აქვს.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, ნაკრების ლიდერები ძირითადად, ტრავმირებულები არიან და ვაისს ერთი-ორი ფეხბურთელის გამო ხშირად სალანძღავ ობიექტადაც ვაქცევთ.

გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის შესახებ.

10. ვლადიმირ ვაისი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი იყო და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია. ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა. ჯამში 31 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

9. ვლადიმირ ვაისის მამასაც ვლადიმირი ერქვა, მის შვილსაც ვლადიმირი ჰქვია, ბაბუის სახელი ვერ გავიგეთ, თუმცა არ გამოვრიცხოთ მასაც ვლადიმირი ერქვა.

8. კარიერაში 7 კლუბში ითამაშა, 258 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.

7. კარიერის ბოლო წლებში "არტმედიაში" თამაშობდა. შემდეგ იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ამავე კლუბში და ბოლოს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. მან შეძლო, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში, ეს კლუბი სლოვაკეთში საუკეთესო გამხდარიყო: ორჯერ მოაპოვებინა ქვეყნის ჩემპიონობა და თასი. ამავდროულად, შეძლო სლოვაკური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა.

6. "არტმედიაში" წარმატებული მწვრთნელობის შემდეგ ინტერესი გაჩნდა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებიდან და 2008 წელს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. წარმატებამ არ დააყოვნა და 2010 წელს სლოვაკეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

5. ვაისმა მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. ჯგუფურ ეტაპზე პირველივე თამაშში ფრე ითამაშა ზელანდიასთან 1:1, 0:2 წააგო პარაგვაისთან და ბოლოს მოულოდნელად იტალიის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ სლოვაკეთის ნაკრებს მერვედფინალის საგზური მოუტანა და იქ ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა.

4. ვაისი სლოვაკეთის ნაკრებიდან 2011 წელს გაუშვეს, მას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოზე ცუდი გამოსვლა არ აპატიეს. მთავარი მიზეზი სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან 0:4 მარცხი გახდა.

3. მისი ბოლო კლუბი, სადაც მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ყაზახეთის "ქაირათი" იყო. სხვათა შორის, ყველაზე წარმატებული პერიოდი ამ კლუბს ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა. მან შეძლო "ქაირათი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გაეყვანა, სადაც ფრანგული "ბორდო" შეხვდათ. საფრანგეთში თამაში 1:0 წააგეს, ხოლო ყაზახეთში მეტოქე 2:1 დაამარცხეს. სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე "ბორდო" მოხვდა.

2. ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2016 წლის მარტში გახდა. პირველი 2 მატჩი ამხანაგური ჩავატარეთ: სლოვაკეთმა 3:1 დაგვამარცხა და რუმინეთმა 5:1 გაგვანადგურა.

1. ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 40-ჯერ გაუძღვა: 14 შეხვედრა მოიგო, 12 ფრე ითამაშა და 14-იც წააგო. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები: ესპანეთი - საქართველო 0:1 და ყაზახეთი - საქართველო 0:2. ყველაზე ცუდი მატჩები: რუმინეთი - საქართველო 5:1 და დანია - საქართველო 5:1.

alexandre
რაღაც ვერ გავიგე. ჩვენ გვყავს თავდამსხმელი, რომელსაც "პასის მიღება შეუძლია მეტოქის საჯარიმოში და გოლის გატანის ალღო აქვს" და დავუმატებ რეგულარულად, თორემ თითო გასროლა ყველას აქვს? ასეთი მე გერდ მიულერი და რამაზ შენგელია მახსოვს. ეხლა ვინ გყავს მხედველობაში?
რა მაფიაა?
Max მეგობარო, მკვდრები და ცოცხლები არ ვიცი, მარა დაბალი სამწვრთნელო გამოცდილებაო რო ამბობ, სტატია თუ წაიკითხე? ტიპმა ჯერ არტმედია გაიყვანა ევროპაში, მერე ნაკრები მსოფლიოზე მერვედფინალში (!!!) მერე ქაირათი ამოიყვანა წუმპედან და ნაკრებიც რაღაცას დაამსგავსა... სამ პასს მაინც აკეთებენ გადაბმულად... შეიძლება სუპერვარსკვლავი ტრენერი არაა, მარა ამ შეფასებას არ იმსახურებს ))
sormona
დიდ მოლოდინი მქონდა ბელარუსთან მატჩის, ბილეთები რათქმაუნდა ნაყიდი მაქვს, რამდენი წელია ველოდები ჩვენი ნაკრების დიდ ტურნირზე თამაშს, რამდენი ისტორია შემიძლია გავიხსენო იმ შავბნელ 90-იანებში ხან სად დავდიოდი და ხან სად რომ ნაკრების თამაში მეყურებინა. ყველას შევეჯიბრები ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობაში!!! თუმცა, ჩემი ნაკრებია და აქვე ძაან მტკივა გული ერთ რამეზეც, ობიექტურად რო ვთქვათ ღმერთმა ქნას მშვიდობა და გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ მაინც დავფიქრდეთ რა სირხცხვილი შეილება გველოდებოდეს იქ ამ ნაკრებს რომელსაც თავდამსხმელიც კი არ ყავს (ნუ ქვილითაიას არ ათამაშებენ და რა აზრია, ასე უთამაშებლები ბევრი გვყავს), ამას გარდა ფლანგის მცველები არ გვყავს და ვინ უფრო გაქაჩავს ამ პოზიციას იმაზეა გამწარებული მსჯელობა, რავიცი რავიცი, ოღონდ გავიდნენ ევროპაზე და მერე იმედია ღმერთიც გადმოგვხედავს....
sormona
14 მოიგოო სტატიაში წერია და ამან ერთიც არ მოუგიაო :)) ბოლოს როდის ნახე ნაკრების თამაში?
სტატუს ქუო
ვაისის მთავარი ნაკლია ის,რომ შეცვლებს აგვიანებს.
დევი
მერე? კომბლებს რისთვის თლი? ჭერში დაწყობას გიჯობს იმათ მისცხზე, რომ ცოტა გაინძრენ
max
არ ვიცი ასეთ კომენტარს რა გაწერინებს ამხელა კაცს საკუთარ ერის ფეხბურთელებს მკვდრებს უწოდებ და ვიღაც გადამთიელი საეჭვო რეპუტაციის და დაბალი სამწვრთნელო შესაძლებლობის კაცის გასამართლებას ამით ცდილობ
Dato
ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრებისაგან სად ნახე შემტევი ფეხბურთი ხომ ვერ მეტყვი?10 კაცით დაცვაში იდგნენ.
ანესთეზეოლოგი
იმიტომ, რომ საუკეთესო შედეგით მოიგო ის დივიზიონი, რომელშიც "კაი" შედეგების გამო იყო განთესილი ჩვენი ნაკრები ეხლა ნახევარფინალში ვართ და საგზურისათვის, ერთა ლიგის თასისათვის და მედლებისათვის ბრძოლას ვაგრძელებთ. კიდევ იმიტომ, რომ ახალ ერთა ლიგაზე უფრო მარალ დონეზე მოგვიწევს გამოსვლა. არსებული რესურსით არსებულ რეალობაში მეტის გაკეთება არავის არ შეეძლო. ვიყოთ რეალისტები და თავისთავად ვიქნებით ობიექტურებიც.
ანესთეზეოლოგი
და როგორ ფიქრობ ვაისამდე ვისაც უმუშავია ნაკრებში ისინი "კაპიკებზე" მუშაობდნენ?:)) ბოლოსდაბოლოს ნაკრების მწვრთნელობაზეა საუბარი, და ყველა, ქართველიც და უცხოელიც საკმაოდ მოზრდილ თანხას იღებდა, შედეგი კი არავის არ ქონდა არც იმაზე მეტი და არც უკეთესი ვიდრე ეხლაა. შედარებითია ყველაფერი.
ანესთეზეოლოგი
გაჩერდი ძმაო, რა ხალხს ახსენებ ვერ ვხდები რომ ძალიან სუბიექტური ხარ შენს აზრებში?
pesimisti
აბაა. ბეგლარიშვილი რომ გვყავდეს უეჭველი უკვე ევროპაზე ვიქნებოდით. თქვენ გგონიათ გინდა ვაისს, გინდა ფედერაციას არ უნდათ რომ შედეგი ქონდეს? ამიტომ ბეგლარიშვილს, პარუნაშვილს, და ა.შ. ნაკრებში არ იწვევენ? ასეთი აზროვნება რომ არის დღევანდელ ქართულ ფეხბურთში, იმიტომაც ვართ ერთ ადგილას.
kaxa
კაი წავიდეს ვაისი და ფეხბურთელებს ის მწვრთნელი მოიყვანს მისი ქვეყნიდან ვინც მოვა? ვასი რომ მკვდრებს აცოცხლებდეს საქარტველოში არ იქნებოდა.
ვლადიმირ უივაისი
პირველი ამხანაგური, ჩვენმა კურდღელმა მწვრთნელმა ფრე ითამაშა ყაზახეთთან თბილისში
ალეკო
თითქოს ნორმალური ნაკრები ჩამოაყალიბა, დისციპლინაც აქვს გუნდში, მაგრამ გოლის გამტანები არ ყავს და არც იწვევს. დვალიშვილს რომ თავი დავანებოთ, ლუკას ჰუფნაგელის მოწვევას ამ კონკრეტულ თამაშში, რა სარგებელი ჰქონდა? ან ტრამვირებული ოქრიაშვილი და ანანიძე გუნდს როგორ დაეხმარებოდნენ, ხომ ცხადი იყო თავიდანვე, რომ ვერ ითამაშებდნენ? რატომ არ იწვევს ბეგლარიშვილს, ვისაც გააქვს გოლები? რატომ არ მოჰყავს ის ფეხბურთელები ნაკრებში, ვისაც პასის მიღება შეუძლია მეტოქის საჯარიმოში და გოლის გატანის ალღო აქვს?
ჩიხურა
ვის რაში სჭირდება თუ სად თამაშობდა ვაისი? როგორც მწვრთნელი არის 0, 1 თამაში არ მოუგია გუნდს და რაზეა ლაპარაკი? ის ფრეებიც გამაზული იყო ალბათ
ლაშა
მწვრთნელი რომელიც თვითონ ვერ აყენებს შემადგენლობას გასაშვებია, მაგრამ ფედერაცია გაუშვებს?:) პრობლემა ფედერაციაშია და არა ფეხბურთელებში, ფორმაში რომ არაა ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახოოოო
dato
ვერ გავიგე რატომ უნდა დარჩეს როცა ერთი თამაშიც ვერ მოიგო ვაი ჩვენ პატრონს!!!
კ ო მ ბ ლ ე
ევროპაზე და მსოფლიოზეც რომ გაიყვანოს, რად გინდა? პირველ ტაიმშივე იღლებიან, ვერ დარბიან და თქვენ გინდათ კვირაში სამი თამაში ირბინონ? მეტი არაა ჩემი მტერი: ამ სასტავით უბანი უბანზე თუ ითამაშეს თორემ სხვაგან მართლა ოცნებაა:
ვაკო
ვაისი უნდა დარჩეს.მწვრთელთა ხშირი ცვლა არ არის კარგი ფეხბურთელებისთვის. ყველა მწვრთნელს თავისი ტაქტიკა აქვს.ესენი კიდევ როდის შეეჩვევიან ახალ მწვრთნელს და მისი ტაქტიკით თამაშს.
გენო
2010 წელს მუნდიალზე სლოვაკეთმა პირველ თამაშში ზელანდიასთან ფრე ითამაშა 1:1 და არა 0:0 გოლი ბოლო წუთზე გაუშვა ჩილესთან კი მეორე თამაში ჩაატარა და არა პირველი ისე მართლა არ გინახავთ ეგ ჩემპიონატი??
ლაშა
პლანეტის ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს ვერ მიაღწევს ამ გუნდით.ჯგუფიდან გასვლაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.მიზნის მისაღწევად სულ სხვა რამეა საჭირო.თუ რა არის საჭირო ეს კარგად იციან ჩვენი ქვეყნის სახელოვანმა"ფეხბურთის მამებმა"
სოსო
შემტევ ფეხბურთს ქეცბაიაზე ამბობ?
კოულმენი
ვაისი რა გონიათ უფასოდ მუშაობს თუ რა!!?? ფედერაცია ხელფას უხდის და ეგ ხელფასი ორი კაპიკი არ არის რომელსაც ქართველი მწვრთვნელები იღებდნენ ნაკრებში!! შედეგი არ არის და ფრეებით შორს ვერ წავალთ! ქეცბაიას ან ცხადაძეს გუნდი საფრეოდ რომ გამოეყვანათ შეჭამდნენ ეს რა შედეგიაო! ორთავე ქართველი მწვრთვნელი ცდილობდა ნაკრებს შემტევი ფეხბურთი ეთამაშა და წაგებულ თამაშებს მოგებულიც ემატებოდა ისეთ კლუბებთან როგორიც შოტლანდია ან ხორვატია იყო. ნაკრებში მოთამაშეების როტაცია მეტი იყო ვიდრე ამას ვაისი აკეთებს. მაგრამ თავი და თავი ხელფასია და დაუკელით ხელფას და დარჩეს და აგორავოს ფრეეები რამდენიც უნდა.
petrovichs
shen(tqen)etyoba komentsrshi gvari armogewona?beglarashvili da sxvebi nishnav vawadzesac,parunashvilsac da gugavasac....egertieorec beglarashbili tu iq tamashs apirebs imitomrom pexburtelia,unda ragacas miagwios da roca aq auzaxian sheeshvas pexburtis tamashs?iazvoba araa sachiro da qiliki.
nikolai petrovich
euhh-ს. დვალიშვილი გამიგია, მაგრამ ბეგლარიშვილი ვინ მოხელე ჩიქვანაა, ნაღდად არ გამიგია. ვინაა ვაფშე და სად თამაშობს? პარუნაშვილი მაინც გეთქვა ან ვაწაძე. რა ბეგლარიშვილი, რის ბეგლარიშვილი!!! ხოო, ბოდიში, ახლა გამახსენდა, ეს ის ბეგლარიშვილია ალბათ, ესტონეთში რომ თამაშობს და დღე-დღეზე ესტონეთის მოქალაქეობას რომ ელოდება? კი ხომ!!! თუ ასეა, მაშინ რა უნდა მას ღრუზინების ნაკრებში!!
ბაჩო გ
უნდა დარჩეს ვაისი
euhh
mamidachemi 57 kilo iyo,exla 140cze metia.paqti isaa rom visac etyvian imas izaxebs.ert paqts mogiyvsnt:mitxarit vinmem tundac erti mizezi,risgamoc dvalishvi xvdeba sul nakrebshi.?!beglarashvi da kide ramodenime vera
სასა
ვაისი უნდა დარჩეს აუცილებლად, აშკარად უმატებს ნაკრები.
ნაკრების ფანი
ვაისი უნდა დარჩეს და ვინც ფიქრობს რომ უნდა წავიდეს ფეხბურთი არ ესმის. ნახეთ რა გუნდები სად ათამაშა? ნაკრებისთვის იდეალური კანდიდატია. მისი ბრალი არაა ნახევარი ნაკრები კოჭლობით რომ დადის, ნახევარი სკამზე მტვერს წმენდს და დანარჩენი წნორის მილანში რომ თამაშობს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს