გუშინ ცნობილი გახდა, რომ 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩში, უელსს გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩში, უელსს გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება. რამდენად მნიშვნელოვანია 28 წლის ვარსკვლავი უელსელებისთვის? როგორც ირკვევა, ამ გუნდს ბეილის გარეშე მოგება არ შეუძლია.

უელსის ნაკრებმა აღმავლობა 2012 წელს დაიწყო. 5 წლის წინ გუნდი FIFA-ს რეიტინგში 82-ე ადგილზე იყო, საქართველოს ნაკრებზე 9 საფეხურით უკან... მას შემდეგ უელსელებმა სერიოზული პროგრესი განიცადეს და მე-8 პოზიციამდეც კი მიაღწიეს (ამჟამად გუნდი მე-13 ადგილზეა). ამ პროგრესის უმთავრესი შემოქმედი კი გარეთ ბეილია.

5-წლიან მონაკვეთში ამხელა ნახტომის გასაკეთებლად უელსს 46 თამაშიდან 18-ის მოგება დასჭირდა. ამ 18 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში არ უთამაშია გარეთ ბეილს, დანარჩენი 17-დან 12-ში კი, მან თავი ან გოლით გამოიჩინა, ან საგოლე გადაცემით:

უელსი-შოტლანდია 2:1 – 2 გოლი

უელსი-ავსტრია 2:1 – 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

უელსი-ისლანდია 3:1 – 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

ანდორა-უელსი 1:2 – 2 გოლი

უელსი-კვიპროსი 2:1 – 1 საგოლე გადაცემა

ისრაელი-უელსი 0:3 – 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

უელსი-ბელგია 1:0 – 1 გოლი

კვიპროსი-უელსი 0:1 – 1 გოლი

უელსი-ანდორა 2:0 – 1 გოლი

უელსი-სლოვაკეთი 2:1 – 1 გოლი

რუსეთი-უელსი 0:3 – 1 გოლი

უელსი-მოლდოვა 4:0 – 3 გოლი

რაც შეეხება გარეთ ბეილის გარეშე უელსის ნაკრების თამაშს: 2012 წლიდან მოყოლებული, ასეთი სულ 11 შეხვედრა იყო და ბრიტანელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, უკანასკნელად 2013 წლის 11 ოქტომბერს, მაკედონიასთან.

უკვე 4 წელია, უელსის ნაკრებმა არ იცის, როგორ უნდა მოიგოს გარეთ ბეილის გარეშე.

მერედა ჩვენთან არ ახერხებს ყველა "ნავსის გატეხვას"?
haha
დაიწყეთ აბა. ვითომ განწყობას ქმნით.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი