საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უელსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გამართა.

- ვაკო გვილია: უელსს 2000 ფანი ჩამოჰყვა, ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართავს.

- რამდენად ხართ კმაყოფილი იმით, რომ ხვალინდელ მატჩში გარეთ ბეილი არ ითამაშებს?

- არა, არა ვარ ამით კმაყოფილი. გარეთ ბეილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და სასიამოვნო იქნებოდა მისი ნახვა. ყველა შემთხვევაში, ძალიან რთული შეხვედრა გველის. უელსს მოუწევს სათამაშო სისტემის შეცვლა და ვნახოთ, რა ტაქტიკას აირჩევს მეტოქე. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებსაც აკლია თავისი ვარსკვლავები, ჯანო ანანიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის სახით.

- რომელ ფეხბურთელს გამოყოფდით უელსის ნაკრებიდან, ბეილის არყოფნის პერიოდში?

- არ ვიცი, რა სისტემით ითამაშებს უელსი და ამიტომ მიჭირს გუნდზე ლაპარაკი. რობსონ კანუსა და სემ ვოუკს გამოვარჩევდი.

- მოგეხსენებათ, ჯგუფიდან გასასვლელად რამდენიმე გუნდი იბრძვის. რამდენად შეეცდებით გამარჯვების მოსაპოვებას?

- რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია - ჩვენ ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვით. შევეცდებით, ხვალ გავახაროთ გულშემატკივრები და მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება.

- კრის კოულმენისთვის ყველაზე რთული მატჩი საქართველოსთან იყო. თქვენ რა დასკვნები გამოიტანეთ იმ თამაშიდან?

- ვფიქრობ, რომ ხვალ სულ სხვა თამაში იქნება. კარდიფის მატჩში ბეილი თამაშობდა, ხვალ კი იქნება რემზი. ჩვენც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდება, რომლებიც მაშინდელ თამაშში იყვნენ. ვფიქრობ, რომ სულ სხვა სტილის ფეხბურთი იქნება და ვნახოთ, რა გამოვა.

- რატომ არ გამოიძახეთ მათე ვაწაძე, რომელიც ბოლო მატჩებში ძალიან კარგ ფორმაშია?

- რამდენი თამაში ჩაატარა მათე ვაწაძემ? ვინც გამოვიძახე, ისინი შევარჩიე, აზრი არა აქვს სხვაზე საუბარს.

- როგორი ატმოსფეროა ეროვნულ ნაკრებში?

- განწყობა გუნდში ძალიან კარგია, კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულებაა. ყველას გვეცოდება თორნიკე ოქრიაშვილი, ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და უფრო რთულ სიტუაციაში ჩავარდა. იმედია, შეძლებს ამ პრობლემის გადალახვას და მალე დაგვიბრუნდება.

თამაშის ხარისხი ჯგუფში კარგი ვაჩვენეთ. სამწუხაროდ, შედეგები ყოველთვის ის არ იყო, რასაც ველოდით.

- რას ფიქრობთ გიორგი ხარაიშვილზე, რომელიც ბოლო პერიოდში მაღალ დონეზე თამაშობს? რატომ ვერ მოხვდა გაფართოებულ შემადგენლობაში?

- ყველა საინტერესო ფეხბურთელს ვადევნებთ თვალს, მაგრამ არსებობს გუნდის ბირთვი და შეუძლებელია, მუდმივად ვცვალო ფეხბურთელები იმის მიხედვით, თუ ვინ სად გაიტანს გოლს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ლიგას, მე ხშირად ვუყურებ მას და ვხედავ, რომ ჩემპიონატის დონე დაბალია. ფედერაცია ცდილობს დონის აწევას, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ხარაიშვილი ევროპის საუკეთესო ნაკრებთან შეძლებს თამაშს. ეროვნული ლიგიდან ნაკრებშია ირაკლი სიხარულიძე, რომელიც საუკეთესოა ჩემპიონატში.

- რას იტყვით ახალი კონტრაქტზე, მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება?

- კონტრაქტისთვის ჯერ არ მომიწერია ხელი, დარჩა რამდენიმე დეტალი. მე ვესაუბრე ლევან კობიაშვილს და გადავწვიტეთ, ამ ორი თამაშის შემდეგ ვისაუბროთ.

- მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა 3 ქულის აღება. რის ხარჯზე შეიძლება უელსის ნაკრებს მოვუგოთ?

- ყოველთვის გვინდა გამარჯვება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქის მოთამაშეები ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ. ხვალ, რა თქმა უნდა, მატჩის მოგებას შევეცდებით. თუ ახლა არ გამოგვივა, მომავალ მატჩებში წარმოვაჩენთ თავს.

elgvisa
აუ, ძმებო..... ძალიან კარგი მწვრთნელია ვაისი..... დავაცადით ყველამ.... რა გვჭირს.......
roma
მწვრთნელიც კი არ უნდოდა მეხუთე ადგილზე გასვლას, დარწმუნებული ვარ მწვრთნელის გარეშე მოლდოვას ორივე მატჩს მოვუგებდით მაგრამ დანარჩენებში უშანსოდ დავმარცხდებოდით 2 მოგება და 6 წაგება გვექნებოდა ჯგუფში.
დილა
ყოველთვის ასე გაიძახოდით ბატონო ვაის და შედეგიც გაქვთ შესაფერისი
Roma
Martalia.. tavdamsxmelis da naxevarmcvelis gamataveba da is rom naxet ra gavaketeo sasaciloa... sadac sachiroa iq ver atyueben xalxs da sakutar moedanze zidanebi gamodian :D vawadze da qvilitaia arian dges sauketeso qartvel tavdamsxmelebs shoris. Dvalishvili ver gavige vais moyva? Magis lamazi goli kiara ubralod saxipato momenti mainc tu gaxsovt vinmes? Egec tu davmdamsxmelia mashin me akrobatisti vyopilvar
betqil
რობა, ცეცაძის რა მოგახსენო, მაგრამ რობი კუხიანიძე არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი. ბავშვობაში ძალიან მაგრად თამაშობდა ფეხბურთს და რატომ არ უნდა მივცეთ შანსი? ცეცაძე არა........................
რობა
მწვრთნელის მოვალეობა აბა რა არი ეძიოს ახალი ფეხბურთელი და გამოცადოს განსაკუთრებით ახალგაზრდები, მომავლისათვის ხშირად ამბობს ერთი და იგივე ბირთვია საჭირო, სადამდე უნდა ატაროს გუნდში ლობჟანიძე, დვალიშვილი, კანკავა რომელიც უგუნდოდაა, და წელიწადზე მეტია არ უთამაშია, კანკავას მადლობა ყველაფრისათვის იყო დრო როცა ის ყველაზე წინ იყო და მიუძღოდა ნაკრებს, მაგრამ ეხლა უკვე სხვას უნდა დაუთმო ადგილი, ფაჩულია წავიდა ბოლო-ბოლო, როცა გაანალიზა სიტუაცია. ვაისს აღარ უნდა გაუგრძელდეს ხელშეკრულება, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად მიმაჩნია ცეცაძე, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს ნაკრებს.
ვაისუნა
"შეუძლებელია, მუდმივად ვცვალო ფეხბურთელები იმის მიხედვით, თუ ვინ სად გაიტანს გოლსო" შე კაი კაცო აბა რაგბი ხომ არ არის ლელო რომ გაოტანოს ვაცაძემ. დაბრუნდა, კაცი თავდამსხმელია და გოლი გააქვს რა გიკვირს ნეტა გამაგებინა. აბა გამოიძახე ისინი ვინც ქუჩაში დატასაობენ და გაგიტანენ გოლს უელსთან და სერბეთთან! ჯგუფიდან ვერ გადიხარ და ცოტა გამოცადე სხვა მოთამაშეებიც რა მოხდება ღმერთი არ გწყალობს. გინდ მოიგე გინდ წააგე ერთ ადგილზე დავრჩებით ჯგუფში და შემდეგ თამაშებს მარტის თვეში თუ ვნახავთ ისიც ჯერ გაუგებარია ვისთან და რა გუნდებთან მოვხვდებით. აგერ პოლონეთმა 1-6 გადააყენა სომხეთი ერევანში. ალბათ დახვრეტენ ტრენერს ამ ღამით.
giorgi
ფედერაცის ხალხი ,რომ გამოდის და ამბობს შედეგი გვაქვს შედეგი გვაქვსო ძალიან მაინტერესებს რა შედეგი გვაქვს 8 თამშიდან 3 წაგება და 5 ფრე ბოლოს წინა ადგილი და თამაში არ მოგვიგია. ნებისმიერი მწვრთნელი, რომ ყოფილიყო მე-5 ადგილზე ,ყველა გაიყვანდა გუნდს მოლდოვას კი ვაჯობებდით 3-4 ფეხბურთელი ჰყავთ პროფესიონალი მთელ ქვეყანაში.
daTo
რუსეთზე ვერ დაგეთახმები რუსეთში აღარა ისეთი დაბალი დონე ადრე როგორიც იყოო ძაან მაღალი დონის სტადიონები აშენდა დიდი ინვესტიცია ჩაიდო ფეხბურთში და კლუბებიც საკმაოდ მაღალი დონის ლეგიონერებით გაძლიერდა და მწვრთნელებითაც დანარჩენ ქვეყნებზე გეთახმები.
რემზი
"თუ ახლა არ გამოგვივა,მომავალ მატჩებში წარმოვაჩენთ თავსო". ნეტა გამაგებინა რა მომავალ თამაშებზეა ლაპარაკი სომხეთთან,აზერბაიჯანთან,ფარერებთან ან ყაზახეთთან რომ ელის საქართველოს!!?? მაგისთვის ვაისი რად გინდათ ვერ გამიგია!!?? "ბირთვი დავაყენეო", 70%-ი ნაკრების სკამს ხეხავს ან საერთოდ განაცხადში არ შეყავთ თავიანთ კლუბებში ან რა კლუბებია და რა ჩემპიონატები !!?? რუსეთი, ყაზახეთი, პოლონეთი,დანია,ბელორუსი ამ კვეყნებში რო სასტავში ვერ მოხვდები რა გინდა ნაკრებში!!?? ხარაიშვილი ყოველ თამაშში მანც გამოდის მოედანზე და ბურთს აგორავებს, ამათ კი ვაისი უძახის მარტო რომ ბურთი ნაკრებში გააგორონ!! ეგ არი და ეგ გაუფორმე კონტრაკტი ლევან ვისს და გაუორმაგე ჯამაგირი თორემ დავიღუპეთ. მაგრამ ხვალ მაინც ნიჩიაზე დავდებ ეგ მაგ კაცს გამოსდის (ამას ვერ დაუკარგავ).
haha
ეს ყველა მატჩის წინ მოგებაზე ლაპარაკობს. ხარაიშვილის ფეხბურთი არის გასული საუკუნის ფეხბურთი, უბრალოდ სხვა ფეხბურთელებიც ეგეთივეს თამაშობენ და იმიტომაც ჩანს. პოლონეთთან გამოჩნდა რაც არი, როცა ბურთს რომ მიიღებდა, რამდენიმე შეხებას ან დრიბლინგს აკეთებდა და მერე სურდა პასი. ამას ქვია ტორმუზი. ეგეთი ფეხბურთით ლიხტენშტეინსაც ვეღარ მოუგებ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია