მუნდიალი 2018. ევროპა. IX ტური: გერმანიამ და ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს
5 ოქტომბერს ევროპის ზონის 3 ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტური გაიმართა.

C ჯგუფში გერმანიამ ბელფასტში ადვილად სძლია ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 და მუნდიალის საგზური მოიპოვა, ოლსტერელებს კი პლე-ოფში მოუწევთ ბრძოლა.

ნორვეგიამ გასვლაზე მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ სარევალეს 5-ათასიან სტადიონზე სან მარინო 8:0-ზე გააბითურა. აღსანიშნავია, რომ ნორდებს ამ საუკუნეში ამხელა ანგარიშით არ გაუმარჯვიათ, სან მარინომ კი 9 მატჩში 46 გოლი გაუშვა. აზერბაიჯანმა ბაქოში მედგარი წინააღმდეგობა კი გაუწია ჩეხეთს, მაგრამ მაინც დამარცხდა 1:2-ზე.

E ჯგუფში პოლონეთმა გასვლაზე სომხეთი გაანადგურა (6:1) და კვლავ პირველ ადგილზეა. ამ შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი მიითვალა რობერტ ლევანდოვსკიმ და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე პირველ ადგილზე 48 გატანილი გოლით საუკეთესო მეგოლე ვლოძიმეჟ ლიუბანსკი იყო. რობერტმა 15 გოლით საკვალიფიკაციო ტურნირის რეკორდიც დაამყარა, თუმცა მას კვალდაკვალ მიზდევს პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო (14 გოლი).

სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა განაცხადა, რომ დიდი სირცხვილი ჭამეს და ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.დანიამ პოდგორიცაში 1:0 მოუგო მონტენეგროს, ხოლო რუმინეთმა პლოეშტში 3:1 ყაზახეთს. უკანასკნელი ტურის წინ პოლონეთს 22, დანიას 19, მონტენეგროს კი 16 ქულა აქვს.

F ჯგუფში ინგლისმა სახლში გარი კეინის მიერ 94-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა სლოვენია და ვადამდე გაინაღდა მუნდიალის საგზური. ნამატჩევს კეინმა თქვა, რომ ბოლო 10 წუთში მეტოქე დაიღალა და საწადელს მიაღწიეს. „სამი ლომის“ მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა ნაკრების პირველ ადგილზე გასვილსათვის თავისი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციისგან 250-ათასფუნტიანი პრემია მიიღო.

შინ 89-ე წუთზე მარტინ შკრტელის ავტოგოლით შოტლანდიამ სლოვაკეთს სძლია და 17 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო მე-3 პოზიციაზე 15 ქულით სლოვაკეთია. აუტსაიდერების მალტისა და ლიტვის შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა