მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონაში ბოლო ტურის წინ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონაში ბოლო ტურის წინ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არგენტინის ნაკრების მორიგი წარუმატებელი თამაშია. "ალბისელესტემ" ზედიზედ მე-4 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად, უშუალო კონკურენტს, პერუს ნაკრებს საკუთარ კედლებში ვერ სძლია.

ხორხე სამპაოლიმ შესანიშნავ ფორმაში მყოფი პაულო დიბალა და მაურო იკარდი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მისმა გუნდმა კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 4 შეხვედრიდან გოლი მესამეში ვერ გაიტანა. 17 ტურის შემდეგ არგენტინას, რომელსაც ლიონელ მესი, პაულო დიბალა, მაურო იკარდი, ანხელ დი მარია და სერხიო აგუერო ჰყავს, მხოლოდ 16 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით, ბოლივიის შემდეგ (14 გოლი) ბოლოსწინა ადგილზეა.

რა შანსები აქვს არგენტინას ბოლო ტურის წინ? 11 ოქტომბერს უმოტივაციო ეკვადორთან სტუმრად მოგების შემთხვევაში, ხორხე სამპაოლის გუნდი მინიმუმ პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს და დიდი ალბათობით (თუ ჩილემ ბრაზილიაში ვერ მოიგო), პირდაპირაც გავა ფინალურ ეტაპზე. თუმცა, ფაქტია, რომ არგენტინელებს მოგება ძალიან უჭირთ. "ალბისელესტეს" მე-5 ადგილზე გასვლის შანსი ფრის შემთხვევაშიც აქვს. ამისთვის საჭიროა, რომ შემდეგი 3 შემთხვევიდან მინიმუმ 2 დაფიქსირდეს: 1) კოლუმბიამ პერუში მოიგოს ან მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით წააგოს; 2) ჩილემ ბრაზილიაში მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით წააგოს; 3) პარაგვაიმ ბოლოადგილოსან ვენესუელას საკუთარ კედლებში ვერ მოუგოს.

უგოლოდ ითამაშეს ბრაზილიამ და ურუგვაიმაც. ბრაზილიას ქულების ზედიზედ მეორედ დაკარგვა პრობლემას ვერ უქმნის, რადგან ტიტეს გუნდს პირველი ადგილი განაღდებული აქვს. რაც შეეხება ურუგვაის, ამ გუნდმა მინიმუმ პლეი ოფში თამაში გაინაღდა და ბოლო ტურში უმოტივაციო ბოლივიასთან საკუთარ კედლებში ქულის აღების შემთხვევაში, ოსკარ ტაბარესის გუნდი რუსეთის საგზურს გაინაღდებს. წაგების შემთხვევაშიც კი, ძნელი წარმოსადგენია, ურუგვაი ოთხეულს მიღმა დარჩეს.

პარაგვაიმ რუსეთის საგზურის მოპოვების შანსები სასწაულებრივად შეინარჩუნა. უშუალო კონკურენტ კოლუმბიასთან გასვლითი მატჩის 89-ე წუთზე სტუმრები მარცხდებოდნენ, მაგრამ კარდოსოსა და სანაბრიას გოლების წყალობით, შინ მაინც 3 ქულით დაბრუნდნენ.

არგენტინა-პერუ 0:0 (ვიდეო)

არგენტინა: რომერო, მერკადო, მასკერანო, ოტამენდი, აკუნია, ბილია, ბანეგა (გაგო 60/პერესი 66), დი მარია (რიგონი 46), მესი, გომესი, ბენედეტო

ბოლივია-ბრაზილია 0:0 (ვიდეო)

ბრაზილია: ალისონი, ალვეში, სილვა (მარკინიოსი 29), მირანდა, ალექს სანდრო, კაზემირო, პაულინიო (ფერნანდინიო 82), აუგუსტო, კოუტინიო (ვილიანი 66), ჟეზუსი, ნეიმარი

ვენესუელა-ურუგვაი 0:0 (ვიდეო)

ჩილე-ეკვადორი 2:1 (ვიდეო)

გოლები: 1:0 ვარგასი 22, 1:1 იბარა 82, 2:1 სანჩესი 85

კოლუმბია-პარაგვაი 1:2 (ვიდეო)

გოლები: 1:0 ფალკაო 79, 1:1 კარდოსო 89, 1:2 სანაბრია 90+2

1.

ბრაზილია

17

11

5

1

38:11

38

2.

ურუგვაი

17

8

4

5

28:18

28

3.

ჩილე

17

8

2

7

26:24

26

4.

კოლუმბია

17

7

5

5

20:18

26

5.

პერუ

17

7

4

6

26:25

25

6.

არგენტინა

17

6

7

4

16:15

25

7.

პარაგვაი

17

7

3

7

19:24

24

8.

ეკვადორი

17

6

2

9

25:26

20

9.

ბოლივია

17

4

2

11

14:34

14

10.

ვენესუელა

17

1

6

10

18:35

9

ბოლო ტური

11 ოქტომბერი, 03:30

პარაგვაი-ვენესუელა

ბრაზილია-ჩილე

ეკვადორი-არგენტინა

პერუ-კოლუმბია

ურუგვაი-ბოლივია

გპგა-ს. შენ გეტყობა ფეხბურთშიც ეგრევე ერკვევი და შენთვის ტოტალიზატორით შემოიფარგლება ეს სპორტი. ჯერ გაერკვიე გულშემატკივრობასა და ტოტალიზატორს შორის რა განსხვავებაა და მერე გამოხატე შენი აზრები. შენგან განსხვავებით სავარაუდოდ მე არ ვარ ის ადამიანი რომ ვიღაცის გოლის იმედით მთელი ცხოვრება ტოტალიზატორებს შევტენო და ამაშიც განვსხვავდებით ალბათ. ფაქტია რომ მესი მაგარია, მაგრამ არც ისეთი მაგარი რომ მარტომ გადაწყვიტოს ტურნირის ბედი, როგორც ამას დონ დიეგო აკეთებდა. ამიტომაც მესი ვერ გახდება მარადონა. ისე ცნობისთვის ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყველა ეპოქაში იყვნენ(კრუიფი, გარინჩა, პუშკაში, დი სტეფანო) და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება, მაგრამ მარადონა მხოლოდ ერთია და პელეც. ამათ დონემდე მაინც რაღაცა აკლდათ და ამიტომაც არიან ეს ორი და მერე სხვები, მათ შორის მესიც, რონალდუც, რონალდოც, ზიდანიც და ა. შ.
რეალისტი
რეალის გულშემატკივარი ხარ და მესის კრიშტიანოზე წინ აყენებ? ეგ საკენკი ქათმებს დაუყარე. კრიშტიანოს ნაკრებში 78 გოლი აქვს გატანილი და აქედან 60 ოფიციალურ თამაშებში.მესის 54 აქედან მხოლოდ 26 ოფიციალურში.ჩლ-ზე რონალდოს 109 ბურთი აქვს გატანილი აქედან ნახევარი პლეიოფებში.რაც წელს რონალდომ ჩლ-ე გააკეთა/10 ბურთი პლეიოფებში აქედან 2 ფინალში/ არც არავის გაუკეთებია და ვერც ვერავინ გააკეთებს მითუმეტეს მესი.აღარაფერს ვამბობ ქველმოქმედებასა და მშობლიური ხალხის პატივისცემაზე.აი ვინ არის ნამდვილი მოვლენა.
dato
მესი უფრო მეტ გოლს იტანს არგენტინისთვის, ვიდრე მარადონა იტანდა. მეტი რა ქნას, ხელიც მიახმაროს?
ბრაზილიის გულშემატკივარ-ს
გეთანხმები, არგენტინა გაბობღდება,შეიძლება გადათამაშებაც დაჭირდეს, და მერე მსოფლიო ჩემპიონიც გახდება, თუმცა ეგ ყველაფერი ტოტალიზატორების დამსახურება იქნება და არა მესის. უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია ეს ყველაფერი
მესი არიფების რისხვა
რა პელე,რა მარადონა გაიგეთ მესი არ არის ის კაცი რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის მოგება,რასაც რონალდო აკეთებს პორტუგალიის ნაკრებში.ბარსაში ყოველთვის არიან სუპერები ხავი,ინიესტა,იბრაგიმოვიჩი,ანრი,ნეიმარი და სხვა,რომელთა გარეშეც მესი საერთოდ იკარგება.წინა მსოფლიოზე არგენტინა ფინალში ისე გავიდა მერვედფინალიდან ბურთი არ გაუტანია,წელს სუპერ თასის თამაშები რეალთან,ჩემპიონთა ლიგის თამაშები პსჟ და იუვესთან.
Mmm
და რატო იქნებოდა არგენტინა გერმანიაზე უფრო ღირსეული ჩემპიონი არ მესმის, არგენტინა რომ დაღოღავდა და ძლივს იგებდა თამაშებს, გერმანია დაფრინავდა და 18 გოლი შეაგდო იმ მუნდიალზე, ფინალში კიდევ ცნობისათვის კარში დარტყმა არგენტინას ჰქონდა ნ უ ლ ი! კარში დარტყმის გარეშე როგორ შეიძლება თამაშის მოგება იქნებ ვინმე ახალმა მწვრთნელმა გამოიგონოს. ასე რომ ასეთი ღირსეული მსოფლიოს ჩემპიონი ბევრი არ ყოფილა! ჯერ 7-1 რად ღირდა! ვისაც არ მოგწონთ გერმანია, გემოვნების ამბავია, მაგრამ შვაინები კი არა ერთ-ერთი საუკეთესო ერია. არგენტინელები ვინ არიან რო, რა ერი ეგაა, ინდიელების და ევროპელების ნაჯვარი ერია ერთი საუკუნის ისტორიით.
Irakli Apkhaidze
არგენტინამ თუ მწვრთნელი თუ არ მოიშორა (თუმცა გვიანია, მარა მაინც...) ჩემპიონობა კი არა მუნდიალის პლეი-ოფი ნამდვილად სანატრელი გაუხდება
გპგა
ეტყობა ბევრი წააგე ჯიგარო და მაგიტო ხარ ესეთი გამწარებული :)) ბავშვობიდან რეალის გულშემატკივარი ვარ მარა მესის დონის ფეხბურთელი არ აბადებულა და მეეჭვება რომ დაიბადოს უახლოესი 100 წელიწადი :) ჩემპონთა ლიგაზე ძლიერი ტურნირი არ არსებობს და ბრდღვნის იქ ყველაფერს და მარტო ხეტაფეებს ნუ ხედავთ :)

არ მინდა ვინმემ შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ ბრაზილიას 21-ე საუკუნეში ბოღმად 1-7-იც ეყოფა გერმანიისაგან ნახევარფინალში და ისიც სახლში. მსოფლიო ჩემპიონობაზე კი როგორ გითხრა, მე გერმანიასთანაც მინდოდა მესის გამო არგენტინას მოეგო, მაგრამ როგორც ჩანს არ უწერია მესის არგენტინას ჩემპიონობა, ხოლო დიბალას არგენტინა კი მჯერა უფრო წარმატებული იქნება და მოიგებს მსოფლიოს. ოღონდაც ამისთვის დასჭირდება პირველ რიგში ნამდვილი მწვრთნელი და არა ვიღაც რიგითი გამვლელები, როგორიც დღეს ყავს და ბოლო მსოფლიოზე ყავდა. ფინალი რომელიც უეჭველი არგენტინას უნდა მოეგო მწვრთნელმა შვაინებს აჩუქა თავისი უტვინოობით.
ლევანი
ძნელია, არ დაგეთანხმო. ვისაც მარადონას თამაში უნახავს, მესისთან შედარებით ბევრად მაღალი კლასიც ქონდა და რაც მთავარია, ლიდერი იყო, რომელსაც მთლიანად შეეძლო საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა. მესი არის "ბარსა"-ს აწყობილი მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელიც სხვაგან ვერ გაიბრწყინებდა. ამაში იგი არათუ მარადონას, ან პელეს, ქრისტიანუსაც ბევრად ჩამოუვარდება. არგენტინის ნაკრები სავარაუდოდ, მაინც მოხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე, თუნდაც ფლეი-ოფ-ით, მაგრამ მესის დამსახურება არც ამაში იქნება.
ბრაზილიის გულშემატკივარი
არგენტინა არა მარტო გავა მსოფლიოზე, არამედ მოიგებს კიდეც... მერე ნამდვილად შეიცვლი აზრს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე (ბავშვობიდან ბრაზილიელთა გულშემატკივარი) :)
ზაზა
მე თუ მკითხავ მესის არც რონალდოს შევადარები, რადგან რონალდო პორტუგალიის ნაკრების ნამდვილი ლიდერია და უდიდეს წარმატებამდეც მიიყვანა თავისი ქვეყნის გუნდი.

ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ არგენტინას და ასეთი საცოდავი და დაჩაჩანაკებული ნაკრები ჯერ არ მახსოვს. მარადონასა და მესის შორის როცა შედარებას აკეთებენ, სასაცილო კი არა სამარცხვინოც კი არის ასეთი შედარება. კაცი რომელსაც ერის სახელი და ღირსება ერთ ადგილას კიდია და რჩება ისეთი შთაბეჭდილება რომ მესი და მთელი ეს ვერცხლისფერი "ჯოგვარსკვლავთკრებული" მთლიანად ექვემდებარებიან ბუკმეკერების მითითებებს. მესი ვერასდროს ვერ იქნება თუნდაც კემპესის დონის და მარადონას მასთან შედარება შეურაცხმყოფელიც კი არის. ადამიანი რომელსაც ეროვნული ღირსება არ გააჩნია ის ამ სამყაროს შემადგენელი უბრალო, ერთი ჩვეულებრივი მოძრავი ელემენტია და არანაირად ვარსკვლავი. "ეიბარებთან", "ხეტაფეებთან" და "ლეგანესებთან" 5000 გოლიც რომ გაიტანოს მაინც დარჩება მეორეხარისხოვან ვარსკვლავად. პელე "სანტოსის" წარმატებების გამო არ უღიარებია საფეხბურთო სამყაროს, ან თუნდაც მარადონა. მარადონას საკლუბო დონეზე ფაქტიურად სერიოზული წარმატება არც ჰქონია(უეფას თასი და იტალიის ჩემპიონობა, ერთობ მწირი და მოკრძალებული მიღწევაა ხომ?). მაგრამ ის ნაკრებში იყო მგელი და ნადირი, რომელიც მარტო გლიჯავდა ყველა მოწინააღმდეგეს და ის ფეხბურთის უგვირგვინო მეფეა პელესთან ერთად.
Dadu
Ak burtebs akvs mnishvneloba. Tu urtiertshexvedrebs?
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა