ჰოკეის ეროვნულ ლიგაში საიუბილეო მე-100 სეზონი დაიწყო

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში საიუბილეო მე-100 სეზონი დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა.

სტენლის თასის მოქმედმა მფლობელმა "პიტსბურგმა" შინ წააგო "სენტ ლუისთან" - 4:5. მატჩის ბედი ოვერტაიმის მეორე წუთზე "ბლუზის" კაპიტანმა ალექს პიეტრანჯელომ გადაწყვიტა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ასევე 9 შაიბა გავიდა "ვინიპეგისა" და "ტორონტოს" შეხვედრაში. ამ მატჩში ინტრიგა არ ყოფილა - ტორონტოელმა სტუმრებმა 7:2 მოიგეს. სამ-სამი ქულა დააგროვეს ოსტონ მეტიუსმა და ჯეიმს ვან რიმსდიკმა (1+2). აღვნიშნოთ "ტორონტოს" ვეტერანი დებიუტანტის, პატრიკ მარლოს დუბლი.

პირველივე დღეს შესრულდა პირველი "შათაუტი" - "ედმონტონის" მეკარე კემ ტელბოტმა 26 დარტყმა მოიგერია და არ გაატანინა "კალგარის". "ედმონტონმა" 3:0 მოიგო, რაც შარშანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირისა და მოქმედი MVP-ის, კონორ მაკდევიდის ჰეთ-თრიკის დამსახურებაა.

დღის მეორე ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა "ფილადელფიას" ფორვარდი უეინ სიმონდსი, რომელსაც NHL-ში 400 ქულა დაუგროვდა. მისმა გუნდმა სტუმრად "სან ხოსეს" 5:3 მოუგო.

ვინიპეგი-ტორონტო 2:7

0:3, 0:1, 2:3

გოლები: 0:1 კადრი-1 (ჯ. ვან რიმსდიკი-1, ბოზაკი-1), 0:2 ჯ. ვან რიმსდიკი-1 (ბოზაკი-2), 0:3 ვ. ნიულანდერი-1 (გარდინერი-1, მეტიუსი-1), 0:4 მარლო-1 (მეტიუსი-2, მარნერი-1), 0:5 მარლო-2 (კადრი-1, კომაროვი-1), 0:6 მარნერი-1 (ჯ. ვან რიმსდიკი-2, რაილი-1), 1:6 შაიფლი-1 (ლაინე-1, ბაფლინი-1), 1:7 მეტიუსი-1 (კერიკი-1, ბორგმანი-1), 2:7 მ. პერო-1 (ლიტლი-1).

პიტსბურგი-სტ. ლუისი 4:5 (ო)

1:2, 1:1, 2:1, 0:1

გოლები: 1:0 შულცი-1 (კროსბი-1, გიუნტცელი-1), 1:1 ბ. შენი-1 (გუნარსონი-1, შვარცი-1), 1:2 პარაიკო-1, 2:2 მაატა-1 (რასტი-1, მალკინი-1), 2:3 პიეტრანჯელო-1 (სობოტკა-1, შჩასტნი-1), 2:4 შჩასტნი-1 (სობოტკა-2, ტარასენკო-1), 3:4 კროსბი-1 (გიუნტცელი-2, მალკინი-2), 4:4 შირი-1 (მაკკეგი-1, რასტი-2), 4:5 პიეტრანჯელო-2 (ბ. შენი-1, შვარცი-2)

ედმონტონი-კალგარი 3:0

1:0, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 მაკდევიდი-1 (დრაიზაიტლი-1, მარუნი-1), 2:0 მაკდევიდი-2, 3:0 მაკდევიდი-3 (დრაიზაიტლი-2, ლუჩიჩი-1).

სან ხოსე-ფილადელფია 3:5

2:2, 0:1, 1:2

გოლები: 0:1 ჟირუ-1 (ვორაჩეკი-1), 0:2 ვილი-1 (კონეჩნი-1, გოსტისბეერი-1), 1:2 ლაბანკი-1 (დილონი-1, პაველსკი-1), 2:2 ლაბანკი-2, 2:3 სიმონდსი-1 (გოსტისბეერი-2, ვორაჩეკი-2), 3:3 კუტური-1 (ჯ. ტორნტონი-1, ბერნსი-1), 3:4 სიმონდსი-2 (ვორაჩეკი-3, გოსტისბეერი-3), 3:5 სიმონდსი-3 (კუტურიე-1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია