გერმანულ ბუნდესლიგაში წლეულსაც 21 კლუბი გამოდის
ტრადიციულად, შემოდგომაზე, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი და სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები მოლეულია, აქტუალური გახდა საკლუბო ტურნირები. მათ შორის კი გერმანული ბუნდესლიგა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

მასში წლეულსაც 21 კლუბი გამოდის, რომლებიც ისევ სამ ზონად იქნებიან განაწილებულნი და ისევ ორ წრედ, მიმოსვლით შეხვდებიან ერთმანეთს. თუმცა წლევანდელ ბუნდესლიგაში ქართველები ჯერჯერობით შედარებით ცოტანი არიან, ოღონდ ჩვენები ქვედა ლიგებშიც გამოდიან.

სავარაუდოდ, გერმანული პირველობა რაც უფრო მიუახლოვდება ფინიშს, ჩვენებიც მით უფრო მომრავლდებიან, რადგან დასკვნით ფაზაში კლუბებს მათი დახმარება უფრო დასჭირდებათ.

ბუნდესლიგის ბოლო ტური სამიოდ დღის წინ გაიმართა, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ბექა ბუჯიაშვილმა (57) და მისმა "მაინცმა". სამხრეთ-აღმოსავლეთის ჯგუფში მოასპარეზე კლუბმა საკუთარ არენაზე დაძაბულ ბრძოლაში, 14:13 მოუგო "ადელჰაუსენს", ჩვენებურმა კი მშრალი ანგარიშით, 16:0 დაამარცხა ნიკ შერერი.

ამავე ჯგუფში "ნეკარგარტახმა" გასვლაზე 18:11 დაამარცხა "ნაკენჰაიმი", თუმცა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველი (57) თავისიანებს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა - პირადი შეხვედრა 0:9 დათმო დაღესტნელ ჰასან ჰუსეინ ბადრუდინოვთან, ვინც ნოემბერში 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.

აღმოსავლეთის ჯგუფში "მერკენმა" შინ მიიღო "კოლერბახი" და, შეიძლება ითქვას, წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 5:24 წააგო. სამაგიეროდ, პირადი პაექრობა მოიგო მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ზურაბ მაჭარაშვილმა (61), ვინც 8:6 დაამარცხა დენის დეკერი. ამავე ჯგუფში პირადი შეხვედრა მოიგო საბერძნეთიდან მოჭიდავე მიხეილ ჩიქოვანმა (98) - უფუკ ჯანლის 3:1 აჯობა, თუმცა მისი კლუბი "ჰაუსვაილერი" სტუმრად 11:15 დამარცხდა "ვიტენთან".

ბადენ-ვიუტენბერგის რეგიონალლიგაში მოასპარეზე "ქართულმა" კლუბმა "გერმან სულგენმაც" მოიგო და მისმა ქართველმა ლეგიონერებმაც. თუმცა, კლუბმა თუ დიდი ძალისხმევით სძლია "ტენენბრონს" - 14:13, ქართველებმა გაცილებით იოლად იმარჯვეს. განსაკუთრებით - ნიკა ტატუაშვილმა (57), ვინც 17:2 დაამარცხა მატიას შონდელმაიერი. აი, ნოდარ ეგაძეს (98) უფრო მეტი ჯაფა დაადგა მოსაგებად, თუმცა მეტოქეც გაცილებით ძლიერი ჰყავდა - ბულგარელი მიროსლავ გეჩევი, ვისაც 2:0 მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
თავისუფალთა ნაკრები: დავით მარსაგიშვილის მორიგი ოპერაცია და დანაკლისი
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
დღეს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდება
ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
"ჩემპიონი" მსოფლიოს საკლუბო თასზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ოდიკაძემ ბრინჯაოთი განაგრძო [VIDEO]
"გაგრა" განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე აქტიურად მუშაობს
ჭიდაობა. ბუნდესლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონი?
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სომხური ტრიუმფი
ირაკლი მწითურმა ვერცხლის, ნიკა კენჭაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ბექა ბუჯიაშვილი ფინალში გავიდა
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი