ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა 66 კგ-ში იჭიდავა და რუმინელ ევროპის მესამეპრიზიორ გეორგე ბუცურს 18:3 მოუგო
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნაკრებისა თუ ამერიკული კლუბის პარალელურად, გერმანულ ბუნდესლიგაშიც წარმატებით გამოდის. აქ ის კსვ აალენ-05-ის ღირსებას იცავს, სადაც წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ჭიდაობდა ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი, ვინც ახლაცაა მიწვეული იქ და თვის ბოლოს გაემგზავრება კიდეც.

ბუნდესლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე დღის წინ გამართულ მორიგ ტურში აალენელებმა მშობლიურ არენაზე "მაინცი" მიიღეს, რომელშიც უკრაინის მოქალაქე დავით ბიჩინაშვილი ჭიდაობს და შარშან კლუბიც წარმატებით გამოდიოდა, წლეულს კი მაინცელებს მძიმე დროება უდგათ. მათ გასაჭირს ლოდი აალენელებმა მიადეს - 18:9 მოუგეს, ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ხინჩეგაშვილმაც შეიტანა.

მის წარმატებაში გასაკვირი არაფერია, პირიქით - ეს ჩვეული ამბავია და რომ წაეგო, ის გაგვაკვირვებდა, თუმცა ამჯერად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - ხინჩეგაშვილმა, რომელიც ისედაც ორ წონაში, 57-სა და 61-ში გამოდის, ახლა 66-ში იჭიდავა და დიდი ანგარიშით, 18:3 (ბუნდესლიგა სხვა წესებით ტარდება, აქ ბრძოლა დროის ამოწურვამდეა და ქულებით ვადამდე არ წყდება) დაამარცხა რუმინელი ევროპის მესამეპრიზიორი გეორგე ბუცური.

თუმცა ჩვენებურისთვის ამ წონაში გამოსვლა პირველი არაა - ადრეც უჭიდავია იქ და ყოველთვის წარმატებით. მაგალითად, "ნენდინგენთანაც" 66-ში იასპარეზა და მოლდოველ ანდრეი პერპელიტას 4:0 მოუგო. ბუნდესლიგაში ჩვენებური დაუმარცხებელია, მისი კლუბი კი გათამაშების ლიდერია.

ბუნდესლიგაში წარმატებით გამოდის ჩვენი მეორე ოლიმპიელიც, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე (66), ვინც "შიფერშტადტის" ღირსებას იცავს, როგორც ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი. თუმცა ბოლქვაძეს შედარებით იშვიათად მოუწია ჭიდაობა.

აქვე ბუნდესლიგური წესების კიდევ ერთ თავისებურებას განვმარტავთ - შესარჩევში 66, 75 და 86 კილოგრამებში "ბერძენ-რომაელები" და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ერთდროულად ჭიდაობენ, დანარჩენებში კი ენაცვლებიან ერთმანეთს. ანუ ერთ ტურში "ბერძენ-რომაელებს" უწევთ ასპარეზობა, მეორეში - "თავისუფლებს". ბოლქვაძემ ბოლოს 5 ნოემბერს იჭიდავა სწორედ "აალენის" წინააღმდეგ და დენის მენეკსეს 8:0 მოუგო, თუმცა იმ შეხვედრაში სტუმრებს ხინჩეგაშვილი არ დაუყენებიათ.

ბუნდესლიგაში ბოლო ტური 17 დეკემბერს გაიმართება და "აალენი" "ადელჰაუზენს" ესტუმრება. სტუმრად იჭიდავებს "შიფერშტადტიც" - "ვაინგარტენთან".

როგორც გითხარით, "აალენი" გათამაშებას ლიდერობს, სხვა ჩვენებურთა ლიგები კი 8-გუნდიან ლიგაში აუტსაიდერები არიან - "მაინცი" მეშვიდეა, "შიფერშტადტი" - მერვე.

ბუნდესლიგის გარდა, ქართველები რეგიონულ ლიგებშიც გამოდიან და იქაც დიდი წარმატებით. მაგალითად, სამხრეთ ბუნდესლიგაში, სადაც 10 ნოემბერს "ქართული"კლუბები, "ეშბახი" და "ტრიბერგი" შეხვდნენ ერთმანეთს: პირველში ლაშა ტალახაძე (61) გამოდის, მეორეში - ზურაბ მაჭარაშვილი (57) და თეიმურაზ ბერაძე (86), თუმცა ის გერმანიის მოქალაქეა.

პირად შეხვედრაში სამივე ქართველმა იმარჯვა: მაჭარაშვილმა გერმანელ ნიკ შერერს 20:4 აჯობა, ტალახაძემ ვიქტორ ლიზენი 10:2 დაამარცხა, ბერაძემ კი 4:2 აჯობა იულიან სტაინბახს.

ამავე ლიგაში ფეხბურთიდან ქართველთა გუნდად ცნობილი "ფრაიბურგის" ღირსებას "ბერძენ-რომაელი" ამირან შავაძე (66) იცავს. ასევე 10 დეკემბერს გამართულ ბოლო ტურში მისმა გუნდმა სტუმრად 16:14 დაამარცხა "უნტერგრისბახი", ჩვენებურმა კი 17:4 მოუგო ვიტალი ლაზოვსკის. ხვალ, ბოლო ტურში ფრაიბურგელები "ეშბახს" მიიღებენ, "ტრიბერგი" კი "ანგერს" უმასპინძლებს.

ამ 10-გუნდა ლიგაში ჩვენებურთა კლუბებიდან ყველაზე უკეთ "ტრიბერგი" გამოდის, რომელიც მესამე ადგილზეა, მეოთხეა "ფრაიბურგი", ხოლო "ეშბახი" ბოლოსწინა საფეხურზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
"2016 წლის მთავარი მოვლენა ქართულ სპორტშიო" და დიდმა უმრავლესობამ ესპანეთი-საქართველოს0:1 ამხანაგური მატჩი და ფაჩულიას ტრანსფერი ამჯობინა ხინჩეგაშვილის ოლიმპიურ ოქროს.... რას გაუგებ ამათ სპორტულ გემოვნებას)))
gio
ძალიან საინტერესო, დეტალური, ვრცელი და მაგარი სტატიაა, მაინტერესებს საიტი თუ იცით რო მივადევნოთ ტვალყური, ანუ გერმანული ვებგვერდი სადაც ეს ინფორმაციებ, ლაივები და ვიდეოები იქნება
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ქართველი მოჭიდავეები გერმანიაში: ზვიად მეტრეველი ბუნდესლიგაში გამოირჩევა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ
ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი
ქართველები ბუნდესლიგაში: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანიაში იგებს
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დავით ხუციშვილის კარიერას არაფერი ემუქრება
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ორი "ქართული კლუბი" გერმანული ბუნდესლიგის ნახევარფინალში იჭიდავებს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მოჭიდავე, რომელსაც თვალებში ცეცხლი უნთია! - მახოვი გენო პეტრიაშვილს ეძებს
ჭიდაობა. ბუნდესლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონი?
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
იმ ილეთს არ მოველოდი - "რუსულმა ტანკმა" ქართველი მოჭიდავე შეაქო [VIDEO]
"გაგრა" განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე აქტიურად მუშაობს
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
ლომაძის ვერცხლის და შავაძის ბრინჯაოს მედლები ევროპირველობაზე [VIDEO]
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...