ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი მოჭადრაკე ქალია, ვისაც ვაჟთა დიდოსტატის წოდებას მიანიჭებენ
ირლანდიის ზღვაში მდებარე მენის კუნძულზე (დიდი ბრიტანეთი) დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც პლანეტის უძლიერესი დიდოსტატები - მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), მსოფლიოს ექსჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), ქალთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი), მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) და სხვა ტიტულოვანი ქალ-ვაჟები მონაწილეობდნენ.

მოასპარეზეთა შორის იყო ერთადერთი ქართველი - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი. ტურნირი მან შესანიშნავად დაიწყო: სტარტზე შოტლანდიაში გათხოვილ ქეთევან არახამია-გრანტს აჯობა, მეორე ტურში ინგლისელ დავიდ ჰოველს (2701) დაუზავდა, მესამეში ჰოუ იფანი დაამარცხა, მერე ესპანელ ფრანსისკო ვალეხო პონსთან (2716) გაიყო ქულა.

ექვსი ტურის შემდეგ ნინოს 4,5 ქულა ჰქონდა და ლიდერთა შორის იმყოფებოდა, მაგრამ მამაკაცებთან საპაექროდ ბოლომდე არ ეყო ძალა და დასკვნითი სამი ხელი დათმო. მოგროვებული ქულებით მან ქალებში (სულ 24 მანდილოსანი თამაშობდა) მე-7 ადგილი (6 ქულით ჰოუ იფანმა გაიმარჯვა) დაიკავა.

თუმცა მთავარი ის არის, რომ ბათუმელმა მოჭადრაკემ მესამედ შეასრულა ვაჟთა დიდოსტატის ნორმატივი (ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი მან ტურნირის საზეიმო დახურვისას მთავარი მსაჯისგან მიიღო) და პირადი რეიტინგი 19,6 პუნქტით გაიმდიდრა.

ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების - ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის, 2017 წლის ევროპის ჩემპიონ ნანა ძაგნიძისა და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი მოჭადრაკე ქალია, ვისაც ვაჟთა დიდოსტატის წოდებას ფიდეს უახლოეს კონგრესზე მიანიჭებენ.

მენის ტურნირის ბოლო ტურში კარლსენი ნაკამურას დაუზავდა, მოაგროვა 7,5 ქულა და მთავარი პრიზი მოიპოვა. ანანდმა და ნაკამურამ 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გური
ჩვენდა სამარცხვინოდ, ასეთ სასახელო ახალგაზრდებს ნაკლებად ვიცნობთ. ტელევიზიებს მხოლოდ სკანდალური შოუების მოწყობა და „ბომონდის" ცხოვრება აინტერესებთ.
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]
მარჯი საქართველოს! - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნინო ბაციაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს იწყება
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ბებერი კონტინენტის თერთმეტი დედოფალი - ბათუმიდან ბელგრადამდე
ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა