თბილისის "ლელო-სარასენსმა" ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდა
გიორგი ბუხაიძის ფოტო

თბილისის "ლელო-სარასენსმა" ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდა. დიდი 10-ის მე-6 ტურში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა რუსთავში "ხარებს" 25:22 სძლიეს.

მასპინძლებს სეზონის სტარტზე 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაუგროვდათ, თუმცა გასულ ტურში აუტსაიდერ "ბაგრატთან" ქუთაისში დამარცხდნენ და რეაბილიტაცია სურდათ. დაძაბული ბრძოლის პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა და შეხვედრის მიწურულს შეეძლოთ, რომ ეს შეხვედრა არ წაეგოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას და შესრულებისას შეცდნენ.

"ხარებმა" მატჩის დებიუტში ჯარიმის კარში დარტყმაზე უარი თქვა და არც ინანა: მოლი ლელოთი გიგა ქვლივიძემ დაასრულა და ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა. ტაიმის შუაში ირაკლი ყიასაშვილმა და ხუციშვილმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 33-ე წუთზე "ლელო-სარასენსმა" მეტობა გამოიყენა (გურამ ქანდაურიშვილი 2 წუთით ადრე გაასინბინეს), სანდრო თოდუამ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი "ხარებმა" 10:8 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა ჯარიმა გაითამაშეს და სამი პასის შემდეგ ლელო ქანდაურაშვილმა გაიტანა, ხოლო ხუციშვილის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. სტუმრებმა ლელოთი მალე უპასუხეს, თენგო პერანიძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ოვალი ლელოში დაამიწა. გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

მალე მეკოს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 63-ე წუთზე სალელოვე კონტრშეტევა წამოიწყო: "ხარებმა" მეტოქის ლელოდან 7-8 მეტრში ბურთი დაკარგა, კვირიკაშვილმა უპირატესობა შექმნა და მარცხნივ აკაკი ტაბუცაძეს გადაცემა არ დაუგვიანა. "ლელო-სარასენსის" გარემარბმა სიჩქარე სწრაფად განავითარა, მას ვეღარავინ დაეწია და 90-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დასრულდა. კვირიკაშვილმა ზუსტ გარდასახვას რამდენიმე წუთში ჯარიმა მიაყოლა და სტუმართა უპირატესობა კომფორტული გახდა.

მალე "ლელო-სარასენსი" კაცნაკლული დარჩა, რეფერიმ ბექა საღინაძე შუბური ბოჭვისთვის წითელი ბარათით გააძევა. "ხარებმა" დიდი მონდომებით შეუტია, ფაზები აკინძა და ბექა ბებიაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა უკანასკნელ წუთზე რუსთაველებმა გასატან პოზიციაზე ჯარიმა გამოიმუშავეს და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ფრეს ლელოზე თამაში არჩიეს, ჯარიმიდან ბურთი აუტში ვერ გადაიტანეს და 22:25 მარცხისთვის მხოლოდ ნუგეშის ქულას გამორჩნენ.

rugby.ge

dato
erti mainteresebs tbilisi calke saxelmwifoa tu qutaiss ver itant aiaze arafers ratom ar wert? aba tbilisuri gundi iyos lideri tavs gadagchamdit ar varga mase tqven rom iqcevit qutaisic saqartveloa ro icodet.
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ