რუსული ფეხბურთის ტრანსფერების მამად წოდებული ქართველი მენეჯერი კონსტანტინე სარსანია 49 წლის ასაკში თრომბით გარდაიცვალა
49 წლის ასაკში რუსული ფეხბურთის ტრანსფერების მამად (როგორც "სპორტ-ექსპრესმა" დაწერა) წოდებული ქართველი მენეჯერი კონსტანტინე სარსანია თრომბით გარდაიცვალა.

რუსეთში დაბადებულ ქართველს გამორჩეული საფეხბურთო კარიერა არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის წამყვან კლუბებში - მოსკოვის "დინამოსა" და "სპარტაკში" ირიცხებოდა. მაგრამ კარიერის შემდგომი საქმიანობით დიდი სახელი მოიხვეჭა და რუსეთში პირველი მენეჯერი (ტრანსფერების აგენტი) გახდა.

სარსანია იყო ვლადიკავკაზის "ალანიას", მოსკოვის "დინამოსა" და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მენეჯერი. მისი მონაწილეობით მოხერხდა რუსეთში ცნობილი ჰოლანდიელი და იტალიელი სპეციალისტების - დიკ ადვოკაატისა და რობერტო მანჩინის მიწვევა, იტალიის ნაკრების მცველის, დომენიკო კრიშიტოს, პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის, მიგელ დანის, თურქეთის ნაკრების ფორვარდ ფათიჰ თექესა და ბელგიის ნაკრების მცველ ნიკოლას ლამბერტსის ტრანსფერები.

"ვგლოვობ ყველასთან ერთად. ჩვენი სპორტული დირექტორი სარსანია გარდაიცვალა. ის იყო დიდი პიროვნება და, უბრალოდ, კარგი ადამიანი", - წერს მანჩინი "ტვიტერის" გვერდზე.

რუსეთის ნაკრებისა და "ზენიტის" ყოფილი მეკარე ვიაჩესლავ მალოფეევი პიტერელთა წარმატებაში სწორედ სარსანიას დიდ დამსახურებას ხედავს:

"ის დიდი პროფესიონალი იყო და მის სახელს "ზენიტის" ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდება".

სარსანიას საქართველოსთან შეხება თითქმის არ ჰქონდა. ეგ იყო მხოლოდ, რომ წლების წინათ რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის ორგანიზებას ცდილობდა. მაგალითად, 15 წლის ასაკში ფრანგულ "კანში" გადაიყვანა ირაკლი სამხარაძე, რომელსაც უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელს უწოდებდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ᓠᓐᓛᕓᓔᓜᓡ ᓘᓦᕔᓑᓓᓜᓔᓜ ᓯᓐᓜᓝ ᓐᓜᓐᓜᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓐᓠᓢᓘᓝᓛ ᓫᕘᓣᕑᓐ "ᓠᓝᕡᓢᕝᓕᓨᓘ"
კვირის 1000 წვრილმანი: მთავარია სურვილი
გიორგი კიკნაძე: ხერხემალს გამოცდილები ქმნიან
ირაკლი სამხარაძე: დავამტკიცებ, რომ თამაში კიდევ შემიძლია
სიონი-ვიტ ჯორჯია 3:3 - კურდღელაშვილის ფაქტორი
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ტორპედო-სიონი 1:1 - ქულა ხუთი მცველით [VIDEO]
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში