საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრებმა სერბულ კლუბში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრებმა გიორგი მესხმა და ნიკოლოზ შუშიაშვილმა წლეულს, სექტემბერში ქალაქ შაბაცის (სერბეთი) ამავე სახელწოდების წყალბურთის კლუბთან გააფორმეს კონტრაქტი.

გასულ უქმეებზე ქართველმა სპორტსმენებმა ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშეს: "შაბაცი" სერბეთის პირველ ლიგასა და რეგიონულ ლიგაშიც (ადრიატიკის თასის გათამაშება) ასპარეზობს, სადაც სერბეთის, ხორვატიის, მონტენეგროსა და სლოვენიის 19 გუნდი მონაწილეობს. ისინი წილისყრით ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი. შაბაცელები მეორე - ცხრაგუნდიან ჯგუფში გამოდიან და შაბათს შიბენიკის (ხორვატია) "სოლარისს" უმასპინძლებენ. ბალშა ნიკოლიჩის შეგირდებმა აღმავლობით ითამაშეს და მეტოქე 7:2 (2:1, 3:1, 1:0, 1:0) დაამარცხეს. შუშიაშვილმა ორი ბურთი გაიტანა, მესხმა კი ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ადრიატიკის ლიგაზე "შაბაცი" მეორე მატჩს სტუმრად სერბულ "ვალიევოსთან" გამართავს. ამ გუნდმა სტარტზე შინ მონტენეგროს "კატარო" დაამარცხა - 14:12.

საგულისხმოა, რომ რეგიონული ლიგისთვის მზადების პერიოდში "ვალიევო" "შაბაცს" ეწვია და მასთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: პირველი პაექრობა მასპინძლებმა 16:5 მოიგეს. სამი ბურთი მესხმა გაიტანა. მეორე ორთაბრძოლაში შაბაცელებმა 15:6 გაიმარჯვეს. მესხმა - ოთხი, შუშიაშვილმა კი ორი გოლი მიითვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა