ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა
ხორვატიის ნაკრები თბილისში გუშინ, 15 საათზე ზაგრებიდან ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა და სასტუმრო "შერატონში" დაბინავდა. გუნდს საქართველოში ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა დავორ შუკერიც ჩამოჰყვა.

ხორვატებმა რამდენიმე საათი დაისვენეს, საღამოს 7 საათზე კი ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სლავენ ბილიჩის პრესკონფერენცია გაიმართა, რასაც ვარჯიში მოჰყვა. პრესკონფერენციაზე თარჯიმნობა უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გასწია.

ბილიჩმა სულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, თავდაჯერებულად ილაპარაკა, მაგრამ მეტოქეც პატივისცემით მოიხსენია.

- როგორია თქვენი აზრი საქართველოს ნაკრებზე და როგორ თამაშს ელით თბილისში?

- ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს. საქმე გვაქვს ბრძოლისუნარიან გუნდთან, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი საკუთარ კედლებშია. ვიცი, რომ სტდიონის ტრიბუნები ბოლომდე შეივსება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი კოზირი იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, რისი დიდი იმედიც გვაქვს. ორივე გუნდმა გასული წელი დაუმარცხებლად განვლო, ახლა იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი წარმატებული სერია გაგრძელდეს, ქართველებისა კი შეწყდეს.

- ედუარდოსა და ოლიჩის არყოფნა თქვენი გუნდის შემტევ პოტენციალს არ შეასუსტებს?

- ორივე ჩვენი გუნდის წამყვანი თავდამსხმელია და, რა თქმა უნდა, მათი არყოფნა დიდი დანაკლისია. ოლიჩი დიდი ხანია, დაშავებულია და მის არყოფნას უკვე შევეგუეთ, ედუარდოს თბილისში თამაში კი რამდენიმე დღეა, გამოირიცხა. რაღა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო ამბავი, მაგრამ სხვა მაღალი კლასის ფორვარდებიც გვყავს და ტრავმირებულებს უმტკივნეულოდ შევცვლით.

- რომელ გუნდს მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში?

- როცა ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა ჩატარდა და მეტოქეთა ვინაობა შევიტყვეთ, მაშინვე ყველამ მიიჩნია, რომ ხორვატიის ნაკრების მთავარი მეტოქეები საბერძნეთი და ისრაელი იქნებოდნენ. მე ამ მოსაზრებას არ დავეთანხმე და ვთქვი, რომ საქართველო და ლატვიაც ძლიერი გუნდები არიან. როგორც ხედავთ, ჩემი მოსაზრება გამართლდა. ჩემ მიერ ნახსენები თითოეული ნაკრები ღირსეულ მეტოქედ მიმაჩნია.

- თუ თბილისში ფრედ ითამაშეთ, ამას ძალიან ცუდ შედეგად მიიჩნევთ?

- მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა, დიდად არც ფრემ დაგვამწუხროს.

- რა შეიცვალა ხორვატიის ნაკრებში ევრო 2008-ის შემდეგ?

- შემადგენლობის დაახლოებით 60 პროცენტი შეიცვალა, სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა ჩვენი მიზნები – გუნდი პროგრესსა და განვითარებას აგრძელებს და ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია.

- ინგლისურ პრემიერლიგაში თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში ხომ არ გახსენდებათ?

- "ნიუკასლის" წინააღმდეგ ნამდვილად მითამაშია (ბილიჩი "ვესტ ჰემისა" და "ევერტონის" ფეხბურთელი იყო, რედ.), მაგრამ, სამწუხაროდ, ქეცბაიას ვერ ვიხსენებ.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა