მუნდიალი 2018. სამხრ. ამერიკა: მესიმ ჰეთ-ტრიკით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა
11 ოქტომბერს, სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მე-18 ტური გაიმართა.

არგენტინის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელად კიტოში ეკვადორის დამარცხება ესაჭიროებოდა. მატჩი სტუმრებისთვის ლამის ტრაგიკულად დაიწყო. რობერტო ორდონესმა და რომარიო იბარამ პირველივე წუთზე გაარღვიეს ალბისელესტეს დაცვა და ამ უკანასკნელმა სერხიო რომეროს კარი დალაშქრა. უიღბლო დებიუტმა არ გატეხა ვერცხლისქვეყნელები, უფრო სწორად კი მისი ლიდერი ლეო მესი. მან 12-ე წუთზე ანხელ დი მარიასთან კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გათანაბრა.

მე-20 წუთზე ლიონელმა მეტოქეს ბურთი აართვა, წინ წაიწია და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო შესვენების შემდეგ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ჰეთ-ტრიკი მიითვალა და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

ლეომ საკვალიფიკაციო ტურნირებზე 21 გოლი გაიტანა და სამხრეთ ამერიკის ზონის რეკორდსმენი გახდა.

პერუ-კოლუმბია 1:1 დასრულდა, ბრაზილიამ კი, რომლისთვისაც ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა, სან პაულუში ჩილე არ დაინდო, 3:0 მოუგო და ამერიკის ბოლო ორი თასის გამარჯვებული მუნდიალს მიღმა დატოვა. დუბლი გაბრიელ ჟეზუშმა მიითვალა, ერთი გოლი კი ჩინებულ ფორმაში მყოფმა პაულინიომ გაიტანა.

ურუგვაიმ მონტევიდეოში ბოლივია 4:2-ზე დაამარცხა. დუბლი ლუის სუარესმა შეასრულა, თითო გოლი კი მარტინ კასერესმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

მოკლედ, მუნდიალზე ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა და კოლუმბია გავიდნენ, პერუ კი პლეი-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.

ზუურ
მასეა.ნაკრების ფონზე რონალდო ჯობნის ჯერჯერობით!!
zaza nikuradze
მესი კველა დროის საუკეტესო ფეხბურტელია. ის არტისტი როლანდო ვერ მივა მესისტან
თამაზი
რა გინდა ხო შეგისრულა მოთხოვნა?საუკეთესოა?!
გიორგი
არც მარადონას და არც პელეს თამაშები არ გვინახავს სტადიონიდან. აი მომენტები ბევრი მინახავს, თითქმის ყველა მომენტები. სასვეა Youtube მათი კადრებით. და ამის გათვალისწინებით ვამბობ, მესიზე ძლიერი არ ყოლია მსოფლიო ფეხბურთს!
ზვიო
მესი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას და შეუძლია კიდევაც, დანარჩენი ბატონებო უფლის ნებაა და აგერ ნახავთ...
Matrix
უფრო სწორად, ”ანომალია” ხომ არა?
PAPA
მარადონამ თითქმის უცნობი გუნდი ,,ნაპოლი,, მსოფლიოში უძლიერეს გუნდად აქცია...ყველა ტიტული მოაგებინა მსოფლიოც ლამის მარტომ მოიგო ვერა...მარადონამდე მესი ვერ მივა, ვერა მასე მე კრუიფი და ზიდანი მომწონდნენ, მაგრამ მარადონა მაინც სულ სხვა იყო
goga
მესი მარადონამდე რომ მივიდეს, მსოფლიო უნდა მოიგოს! სხვანაირად არ გამოვა არაფერი, უნდა დაამტკიცოს რომ მარტო კლუბის მოთამაშე არ არის! ვნახოთ რას იზავს რუსეთში!!!!
ზაზა
alex-ს მესის თუ გოლების გატანა აკლია და რა ვიცი მე?...
ზაზა
ფეხბურთს ერთი მეფე არ შეიძლება ჰყავდეს.ფეხბურთს ბვერი მეფეები ჰყავდა და ეყოლება: პელე,კრუფი,მარადონა,მესი და ა.შ...
zviadi
პელე ,მარადონა. კრუიფი,მესი ამ ფეხბურთელების შედარებისას მთავარი გვავიწყდება სულ ერთი წამით, რომ წარმოვიდგინოთ ,რომ ფებურთს ,რომელიმე ეს გენიოსი არ ყოლოდა ეს თითქმის ცვლის ფეხბურთის დღევანდელ გაგებას ა,მიტომ არ ღირს ამაზე პოლემიკა ჩვენი საქმეა დავტკბეთ ამ ლამაზი სპორტის სახეობისთ და ვინატროთ რომ ვიღაც კიდევ იქნება მომავალში ასეთი
alex
და რა მაინტერესებს,ამ დადგმულ სპექტაკლს როდემდე უნდა უყუროთ ცხვრებივიტ? ეკვადორს წაგებული ქონდა ზედიზედ 6 თამაში არგენტინას მანდაც რო არ მოეგო დასახოცები იქნებოდნენ...არაფერი განსაკუთრებული მანდ არ მომხდარა და ეკვადორთამ მოგებით ნუ გადასცემთ მაგას ოქროს ბურთს :D პ.ს საუკეტესოზე თუ გაქ პრეტენზია ეკვადორს კი უნდა მოუგო და გაუტანო!
dato
მესი გენიოსია.იცის როდის რა გააკეთოს.მარადონას და მისი შედარება არ შეიძლება,ასე ვფიქრობ,იმიტომ რომ ორივე ძალიან მაგარია.ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ 40 წელია და მიყვარს სიგიჟემდე,მაგრამ არგენტინაც არანაკლებ და ამათ,რომ მსოფლიოზე არ ეთამაშათ იქნებოდა მესისთვის კრახი.
aburjga
მესი - ფეხბურთის მესია!
nikola
ამან შეიძლება არგენტინას რუსეთში ჩემპიონობა მოაგებინოს...ჩვენს ნაკრებს რა ეშველება თამაშს რომ ვერ იგებენ...ნეტა მესის სამადლოდ არ გვათხოვებენ მომავალ ევროპის შესარჩევზე მისი ქართველი გულშემატკივრების ხათრით?
zura
თქვენ ნახეთ არგენტინა მოიგებს მსოფლიოს ამ ჯერზე
gg
სად იყო აქამდე ეგ დალოცვილი რო დახოცა ხალხი ნერვიულობით:) თუმცა მარადონამდე ჯერ ვერ მივა, ჩემი აზრით, არ გეწყინოთ...
Qartveli
Chvenc boikoti gamovucxadet rusebs da tamashi ar moviget shesarchevshi, raginda okupant rusetshi:d
argetina
Brao mesis yvela drois sauketeso fexburtelia fexburtis xmertia ra gaumarjos argetinas gaumarjos mesis

ბრაზილიამ ჩილე დასაჯა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობისთვის. ამერიკამ კი ტექნიკურად აუქცია რუსებს გვერდი და ტრაკი უჩვენა. რადგანაც ბოიკოტს ვერ მიაღწიეს როგორც 80 წლის ოლიმპიადაზე, თავისი ნება ასე გამოხატეს იანკებმა და სავარაუდოდ ხოხოლებმაც. დანარჩენი თითქმის ლოგიკურად დალაგდა თუ არ ჩავთვლით ნიდერლანდების კიდევ უფრო ღრმად ჩაფლობას ჭაობში.
GEO
ჩემი აზრით ვისაც უნდოდა რომ არგენტინა ვერ გასულიყო მუნდიალზე, იმას ფეხბურთი არ უყვარს. 30 წელია არგენტინის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ძალიან დამწყდა გული ჰოლანდიის და ჩილეს ნაკრებებზე. მესიზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია.
sake
ალბათ,როცა ეს "არანორმალური"ისახებოდა, მაშინ როსარიოს ცას ფეხბურთის მფარველმა ანგელოზებმა გადაუფრინეს,თანაც უკლებლივ ყველამ.
გია
მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!
მესი
გენიოსი მესი
jjm
რამდენი ელოდა ლეოს შერცხვენას.DDDDDDD
Giorgi
მუნდიალზეც ბევრი გოლი გაგეტანოს ლეო,იქნებ დანარჩენებმაც გამოიხედონ თვალებში და შედეგი დაიდოს.
მესი
გენიოსი მესი
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]