ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა კიდევ ერთხელ მოუგო რუსეთის გუნდს და ევროპის ზამთრის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუასა და ასმათ დიასამიძის შემადგენლობით კიდევ ერთხელ მოუგო რუსეთის გუნდს და ევროპის ზამთრის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ჩვენებმა ჩრდილოელებთან მორიგ წარმატებას ამჯერად ესპანურ კამბრილსში, გუნდური პირველობის ნახევარფინალში მიაღწიეს, შარშან კი ამავე რანგის შეჯიბრებაზე პლეი ოფის პირველ წრეში დაამარცხეს.

კამბრილსში გუშინ გუნდური ტურნირი გაიმართა. როგორც ადრე გაცნობეთ, პლეი ოფში მეოთხე შედეგით შესული ჩვენები პირველ წრეში მეხუთეადგილოსან პოლონელებს ხვდებოდნენ და შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობეს - 227:219. აი, სწორედ ამის შემდეგ გადაიკვეთა მათი და რუსების გზები, რომლებიც პირველ წრეში ისვენებდნენ. შეხვედრა ფრიად დაძაბული გამოდგა და ფრედ დასრულდა - 226:226.

საბედნიეროდ, დამატებით სერიაში უფრო მტკიცე ნერვები ჩვენებს აღმოაჩნდათ, მათ უკეთ შეძლეს მობილიზება და ეს გადამწყვეტი ეტაპი მცირე უპირატესობით მოიგეს - 29,29:29,25. როგორც ვხედავთ, დამატებითი სროლებიც დაძაბულად მიდიოდა, ქულა-ქულაში.

ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება, მეტოქედ კი უკრაინა გვეყოლება, რომელმაც ტურნირიდან მოლდოვა და იტალია გააგდო. უკრაინელები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გამოდიან (თუმცა იულია ლობჟანიძე ამჯერად არ ასპარეზობს), მაგრამ იტალიელთა გუნდთან მათი შედარება მაინც ძნელია - აპენინელებს ხომ თვით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა წინამძღოლობს. ამის მიუხედავად, უკრაინელებმა სამხრეთელებს 225:223 მოუგეს. ვალეევა პირად პირველობის ფინალშია გასული, მაგრამ ის ყოვლისშემძლე რომ არაა, ბრინჯაოსთვის გამართულ შეხვედრაშიც დადასტურდა, რომელიც იტალიელებმა რუსებთან წააგეს.

სხვათა შორის, აქაც გადასროლა დაინიშნა - ძირითადი სერია 231:231 დასრულდა, დამატებითში კი რუსებმა 30:28 იმარჯვეს.

ჩემპიონატი დღეს მთავრდება ფინალური შეხვედრებით. ქალთა ინდივიდუალურ პირველობაზე ოქროსთვის ვალეევა რუს ტატიანა ბოროდაის გაეჯიბრება, ბრინჯაო კი ჰოლანდიელმა კობი ჰურკმანსიმ მოიპოვა. ნარიმანიძე მეექვსეა, ესებუა - მე-14, დიასამიძე კი - 22-ე.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ ჩვენები ერთხელ უკვე იყვნენ ევროპის ვიცე-ჩემპიონები, შარშან კი ბრინჯაო მოიპოვეს.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"