რომან ჩაჩუასთან 21-წლამდელთა ნაკრების წარუმატებელ გამოსვლასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ
19 წლის რომან ჩაჩუა გია გეგუჩაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან 21-წლამდელთა ნაკრებში დააწინაურა და რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც გამოსცადა.

ქობულეთის "შუქურას" მარჯვენა მცველთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 21-წლამდელთა ნაკრების არასასურველ გამოსვლასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ. რომან ჩაჩუა ფარერებთან შეხვედრაში სათადარიგო შემადგენლობაში იყო.

- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

- როგორ შეაფასებდი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში?

- რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევაფასებ, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენ შეკრული და კარგი გუნდი ვართ. ამ მარცხის შემდეგ ყველამ ერთად გავაანალიზეთ ჩვენი შეცდომები. ყველანაირად შევეცდებით, რომ იგივე არ განმეორდეს და მომავალ თამაშებზე, რომელიც თბილისში გაიმართება, მაქსიმალური ქულების აღება გვმართებს.

- რას ფიქრობ, რამ გამოიწვია მარცხი ფარერებთან?

- ვერ გეტყვით, რომ ყველანი მზად ვიყავით ამ თამაშისთვის, მაგრამ ზოგჯერ ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც გეგმავ. გვესმის გულშემატკივრის და ბოდიშს ვუხდით ასეთი შედეგისთვის. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და რესურსი, რომ მომავალ მატჩებში ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

- რას ფიქრობ, შეძლებს საქართველოს ნაკრები სიტუაციის გამოსწორებას?

- მომდევნო ორი თამაში დაგვანახებს იმას, თუ რა შანსი იქნება. ჩვენ ვეცდებით, რომ წარმატებულად დამთავრდეს ეს თამაშები და შანსი დავიტოვოთ ჯგუფიდან გასასვლელად.

- როგორია შენი როლი ნაკრებში, რას ფიქრობ, შეძლებ სათადარიგო შემადგენლობიდან ძირითადში მოხვედრას?

- პირველ რიგში, ჩემთვის საპასუხისმგებლოა, რომ ნაკრებში მიწვევენ და ვიქნები თუ არა ძირითადში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. თუ მომეცემა შანსი, ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო.

- რას გვეტყვი გია გეგუჩაძეზე, როგორი მწვრთნელია?

- ბატონი გია ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში და ძალიან კარგი პიროვნებაა. მას არაერთი კარგი ფეხბურთელი აღუზრდია და ეს ყველაფერს ამბობს.

- ბოლოს "შუქურაზეც" გკითხავ. თეორიული შანსები რჩება კლუბს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად. როგორი იქნება შენი მომავალი? დარჩები კლუბში თუ არის სხვა ვარიანტები, სადაც შეიძლება წახვიდე?

- შანსი მცირეა, მაგრამ დარჩენილ თამაშებში ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ და შევეცდებით, პატარა სასწაული მოვახდინოთ ადგილის შესანარჩუნებლად. ჩემს მომავალზე წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.

mvx
საქმე იმაშია, რომ ეს ბიჭები არიან პირველი ნაკრების ცვლილება. თითქმის უკვე დღეს და ასევე ხვალ. ასეთი რეზერვით საქართველოს უპირველესი ნაკრები კვლავ ჭაობში ჩარჩება. გაუგებარია ფედერაციის სიჩუმე. სამი სამარცხვინოდ წაგებული მატჩი და ვითომც არაფერი. ამ დროს მწვრთნელი თვითონ უნდა გადადგეს.(გეგუჩაძის მიღწევებს რაღაც ვერ ვიხსენებ). ფედერაციამ ბოდიში მოიხადოს. ქვიშაში თავის ჩარგვა არ შეიძლება. ზოგჯერ საჭიროა მტკივნეული ზომების გატარება. ძმაკაც-მეგობრობა აქ არ გამოდგება. ქვეყანა შემოგყურებთ. ბავშვს ნუ ახდევინებთ ბოდიშს.
G7
აგერ მბაპე და დემბელე 18 და 19 წლისანი არიან და უკვე საფრანკეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები არიან
joni
ვგონებ ესაა თქვენი მაქსიმუმი
Durmishxani
Shen araferi gaqvs sabodisho,visac mosaxdeli aqvs iman moixados...
კოტე
ოპ-ოპ-ის პელე იყო არაბიძე და მისნაირები კი მხოლოდ არაბიძეები და მისნაირები არიან, როცა ფეხბურთეს სიამაყით არ ევსება გული ეროვნული ფორმის ჩაცმის დროს,ის არაა ფეხბურთელი და მისგან არაფერს უნდა მოველოდეთ. საბჭოთა ნაკრების მოთამაშეს თავის გუნდში თამაშის დროს კლუბის მაისურზე საბჭოთა გერბი ჰქონდა გამოსახული და ეს ერთგვარი სტიმულის მიმცემი იყო სხვებისათვის,იმიტომ რომ მათ, ამათგან განსხვავებით სინდისიც ჰქონდათ,პასუხისმგებლობის გრძნობაც, მიუხედავად იმისა,რომ ამათთან შედარებით არაფერი ხელფასები არ ჰქონდათ, სამაგიეროდ ყველგან და ყოველთვის გრძნობდნენ ხალხის სიყვარულსა და პატივისვემას, შე დალოცვილო თუ ოსტატობა არ გყოფნის თამაშის დროს მთლიანად მაინც გაიხარჯე,რომ ადამიანმა ამის მიხედვით მაინც შეგაფასოთ.
ომარი73
რომან შენ საბოდიშო არაფერი გაქვს, ვისაც საბოდიშო აქვს სირაქლემასავით თავი აქვს ჩაყოფილი შუაგულ ცენტრში თავის სტაფიანათ და დაბნელებას ელოდება რო იქნებ თავი გადაირჩინოს!!!
ლეო
ამ ბიჭს რომ არ ათამაშებს და მოღიავებული აქვს დაცვა მაგის ბრალია
Qokagi
ეს ბიჭი არის ძალიან მაგარი ბიჭი. საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველი მომავალში ეს იქნება. ბოღმიანებმა კი ცოტა მოეშვით
gogi
გაიზარდე შვილო, მაგრამ შენი ბოდიში რა მოსატანია. ჯერ განმარტება გააკეთოს შენმა მწვრთნელმა, პროფესორმა გეგუჩაძემ, მერე ბოდიში მოიხადოს და დაგვემშვიდობოს ძალიან დიდი დროით, მანამ, სანამ, ვერ აითვისებს მწვრთნელის იმ უნარ-ჩვევებს, რასაც დღევანდელობა მოითხოვს. თუ ვერ აითვისებს, მაშინ პროფესია შეიცვალოს. პროფესიის მეტი რაა!-მეწაღეობა, ხაბაზობა, მძღოლობა და ა.შ. ! ეგაა სულ..
zurab
პელე 17 წლისა ბრაზილიის (!) ეროვნულ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ირანიდან დაბრუნებული რომან ჩაჩუა ბოლნისის "სიონში" ითამაშებს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
საბურთალო-შუქურა 3:2 - რას ბურთაობს "საბურთალო"?! [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" ქობულეთში მოიგო
U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა