კრუიფი თავის სტიქიაში

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფი “აიაქსში” კონსულტანტის თანამდებობას დათანხმდა. და აი, ხელმძღვანელობასთან პირველი უსიამოვნება უკვე მოუვიდა. მან “აიაქსის” ბოსები ბოლო წლებში კლუბის წარუმატებლობებში დაადანაშაულა.

კრუიფმა განაცხადა, რომ ამსტერდამელებს დიდების დაბრუნების შანსი მაშინ მიეცემათ, როცა ახლანდელი უფროსობა კლუბს გაეცლება. ამსტერდამში სწორედ რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეკრება, სადაც დირექტორატის წევრები “აიაქსის” ყოფილ ფეხბურთელებს იოჰან კრუიფს, ვიმ იონკსა და დენის ბერგკამპს შეხვდნენ. კრებაზე უნდა განხილულიყო ის სტრუქტურული ცვლილებები, რაც “აიაქსის” მუშაობას უფრო ეფექტურს გახდიდა. თუმცა მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. გთავაზობთ შეხვედრის მონაწილეთა კომენტარებს.

“აიაქსის” გენერალური დირექტორი პიტერ ვან დენ ბოონგი: “ვცდილობთ, ისეთ ჭკვიან ადამიანებს, იონკი და ბერგკამპი რომ არიან, ყური ვუგდოთ და რჩევები გავითვალისწინოთ, მაგრამ ნამდვილად არ შეგვიძლია მათ ბრმა მიმდევრებად ვიქცეთ, რადგან საბოლოო პასუხისმგებლობის ტვირთი სწორედ ჩვენზეა”.

იოჰან კრუიფი: “აიაქსის” ხელმძღვანელობას ძალაუფლებით ტკბობის გარდა არაფერი სჭირდება. მათ ფეხბურთზე წარმოდგენა არ აქვთ და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. დირექტორთა საბჭოს დათხოვნა საკმაოდ ძნელი ამოცანა იქნება, თუმცა შექმნილ მდგომარეობაში ეს ერთადერთი გამოსავალია”.

დენის ბერგკამპი: “დიდი სურვილი მაქვს, “აიაქსის” საკეთილდღეოდ ვიშრომო, თუმცა ამჟამად კლუბში ამის საშუალებას არ მაძლევენ და მე ეს ცუდ ხასიათზე მაყენებს”.

აქვე მოკლედ მოგახსენებთ იმ ცვლილებებზე, რომელთა დანერგვას კრუიფი მშობლიურ კლუბში აპირებს. “მფრინავი ჰოლანდიელის” მთავარი დასაყრდენი ძალა ამსტერდამში ფრანკ დე ბური, ვინ იონკი და დენის ბერგკამპი უნდა გახდნენ. სწორედ მისი იდეა გახლდათ ახალგაზრდულ საქმეთა კურატორის თანამდებობის გაუქმება და დანი ბლინდის მთავარი მწვრთნელის თანამშემწედ გადაყვანა. ამას მოჰყვა ახალი ტექნიკური სტრატეგიის შემუშავება. კრუიფის აზრით, სწორედ ზემოთ დასახელებულმა ვეტერანებმა უნდა იმუშაონ ცალკეული ხაზის მოთამაშეებთან და აუხსნან მათი პროფესიის ყოველი დეტალი. მას ფეხბურთელთა ტექნიკური არსენალის გამდიდრება სურს და საამისოდ სპეციალური ვარჯიშების შემოღების მომხრეა.

ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს სკაუტთა სისტემა. აუცილებელია მეტი ყურადღების დათმობა არა უცხოელი, არამედ საკუთრივ ჰოლანდიელი მოზარდებისადმი. ამაზე პასუხისმგებლობას იონკი და ბერგკამპი აიღებენ საკუთარ თავზე. ამას გარდა, დიდი იოჰანი დაჟინებით მოითხოვს, რომ კლუბმა ბავშვთა სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური ავტობუსი გამოყოს, რომელიც უზრუნველყოფს პატარების უსაფრთხო და დროულ გადაადგილებას. ამის ხარჯზე კი მას ვარჯიშების დროის გაზრდა სურს. კრუიფი მოითხოვს იმასაც, რომ პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი შეიზღუდოს ახალი ფეხბურთელების უცხოეთში შეძენისას, რათა ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებს მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ ძირითად გუნდში მოსახვედრად. სწორედ ამ პოლიტიკის გამტარებელია “აიაქსის” ახლანდელი თავკაცი ფრანკ დე ბური, რის გამოიც ის კრუიფის განსაკუთრებული სიმპათიებით სარგებლობს.

ლევან ბიბილაშვილი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა