რა ისტორია აქვს ფარერების ახალგაზრდულ გუნდს და ფინანსური თვალსაზრისით როგორ არის შეფასებული, ამ სტატიაში გაეცნობით.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სტუმრობას ფარერების კუნძულებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხზე ჯერჯერობით დუმილს არჩევენ ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელები.

გია გეგუჩაძე ჩვენს ზარებს უბრალოდ, არ პასუხობს.

მატჩის შედეგის შესახებ ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურ საიტზე დღემდე არ დევს.

- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

ფაქტია, რომ არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები და არც გულშემატკივარი ფარერების კუნძულების ნაკრებს არ ვიცნობდით. რა ისტორია აქვს ფარერების ახალგაზრდულ გუნდს და ფინანსური თვალსაზრისით როგორ არის შეფასებული, ამ სტატიაში გაეცნობით.

ფარერების ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 2007 წლის ივნისში გამართა და ხორვატიასთან 2:0 წააგო. პირველი გოლი 2007 წლის სექტემბერს, იტალიასთან 2:1 წაგებულ შეხვედრაში გაიტანეს. პირველი ფრე აზერბაიჯანთან ითამაშეს 2007 წლის ოქტომბერში - 0:0.

პირველი გამარჯვება სენსაციური აღმოჩნდა, 2009 წელს მათ რუსეთის ნაკრები 1:0 დაამარცხეს. 2009 წლიდან, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებამდე, 8-წლიან მონაკვეთში მხოლოდ 3 მატჩი აქვთ მოგებული: ლატვიასთან, ანდორასთან და მონტენეგროსთან.

ამ შესარჩევში სულ 4 შეხვედრა ჩაატარეს: ლიტვასთან და დანიასთან წააგეს, ფინეთთან ფრე ითამაშეს და საქართველოს მოუგეს. შესაბამისად, მე-3 ადგილზე არიან, ჩვენი ნაკრები კი ბოლოზეა.

ფარერების ახალგაზრდული ნაკრების ღირებულება, "ტრანსფერმარკეტის" შეფასებით, 225 ათასი ევროა, საქართველოს ნაკრების ღირებულება კი 31-ჯერ მეტია - 7,15 მილიონი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი მეინჰარდ ოლსენია, მისი ფასი 100 000 ევროა და ადგილობრივი კლუბის, "ტორშავინის" ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირად ღირებული გიორგი ჩაკვეტაძეა, რომლის ღირებულება 750 000 ევროა და ბელგიური "გენტის" ფეხბურთელია.

მათ ნაკრებში ორი ლეგიონერია, რომლებიც ნორვეგიის პირველ და მეორე ლიგაში თამაშობენ. საქართველოს ნაკრებში 8 ლეგიონერი იყო გამოძახებული.

თუ ტაქტიკებს გადავხედავთ, მეტოქემ 4-5-1 გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. გეგუჩაძემ მათ ტაქტიკას 4-3-3 დაუპირისპირა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერების 50 000-იანი მოსახლეობა გააბედნიერა. ჩვენც ხომ გვიხარია, როცა ჩვენზე ძლიერ მეტოქეს ვამარცხებთ.

mnm
განცხადებას რატო არ წერს გეგუჩაძე? ნუთუ ასეთი უსინდისოა? არა და რომ შეხედავ არ ეტყობა.

არადა რამდენი ჩლუნგი ლობისტი ჰყავდა გეგუჩაძეს თბილისში. არიქადა მსოფლიო დონის სპეციალისტი გვყავს და ეროვნულისთვის სადღაც ვეძებთ მწვრთნელებსო. თქვენი არ ვიცი და მე დღევანდელ დღესავით მახსოვს ყველა ის თამაში თუ როგორ შეაგდეს "დინამო" ევროპის ჯგუფურში თვალთმაქცმა და გაიძვერა ევროპელებმა და ყველა ის თამაშები რაც სამარცხვინოდ აწვალეს ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ჯგუფში. "ნიუკასლმა" მთელი ორი ტაიმი საჯარიმოდან არ გამოუშვა "დინამო" და მხოლოდ ორი გაუტანა, როცა შეეძლო ათიც და ოციც გაეტანა უპრობლემოდ. "სპორტინგი" ჩამოვიდა და პატიოსნად გაგვიტანა ოთხი გოლი, ხოლო ბერძნების ნახევრად მკვდარმა "პანიონისმა" რაც დამართა "დინამოს" ეს ფეხბურთის ისტორიაშიც კი ალბათ ერთეული მოვლენაა, როცა რომელიღაც გუნდი წინასწარ გაწერილი ანგარიშით გიგებს თანაც ტაიმბოლით და თანაც ისე რომ ამის შესახებ "დინამო" და მისი მწვრთნელ მეპატრონეები საქმის ბაიბურშიც კი არ იყვნენ და როცა ამ თამაშის ანგარიშზე 5-2-ზე იდო ევროპაში ძალიან დიდი ფული და ტაიმბოლზე 27 კუშით კიდევ. მაშინ დინამო და ქართული ფეხბურთი კარგად გადაურჩა სანქციებს და დიდი ხნის დისკვალიფიკაციას და დასაჯეს მხოლოდ ბერძნები ამ "დინამოსთვის" სამარცხვინო შედეგისთვის. ეს იყო გეგუჩაძე მთელი თავისი ცოდნით და დიდებით. რაც შეეხება ამ პატარა ბიჭებს, დროზე მოაშორეთ ეს ყომარბაზი ნაკრებებს თორემ ისედაც საცოდავ ეროვნულს შემცვლელებიც კი აღარ ეყოლება მაგათ ხელში.
gocha
უფრო კაი მწვრთნელები ყავთ ფარერებს-პრესინგიდან ბურთი ძლივს ამოიტანეს ეგენი ფულს არ ჟმოტავენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველა რესტორანი დაიპყრეს
ომარი73
რა იყო ბატონო გეგუჩაძევ 10 ნოემბერს ელოდები, ალბათ ფინეთი უნდა გაანადგურო და საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინო არა?! როცა შუბლზე ძარღვი არ გაქვს მაგას ვერ შესძლებ იმიტო რომ დაამტკიცე რა მწვრთნელიც ხარ და პლუს ნამუსის გარეშე! წარმატებები!!!!!!!!!
izi
ამ ასაკში ასეთი უპასუხისმგებლო, ზარმაცი, უთავმოყვარეო როცა ხარ, იმისგან არასოდეს არაფერი აღარ გამოვა. მოვითხოვ!!! ქართული სამარცხვინო ფეხბურთის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან,შეწყდეს, თან სასწრაფოდ.
შეხედე
სადაა მძინარა გეგუჩაძე რომ იმალება. ეტყობა იმის იმედი აქვს არ მომხსნიანო.
Dato
გეგუჩაძე რატომ არ წერს განცხადებას?! რატოოოოოოომ?????
daTo
ნამდვილად არ ველოდი ამ 21 წლამდე ნაკრებისგან ამ 3 თამაში ასეთ ცუდ გამოსვლას ფარერებთან წაგება ეს უკვე ყოველგვარ ზღარს სცდება აუცილებლად მთავარმა მწვრთნელმა უნდა დატოვოს პოსტი თავმოყვარე მწვრთნელი ასეთი თამაშების შემდეგ აქამდე წავიდოდა სამარცხვინო იყო საქართველოს ნაკრების გამოსვლა ამ 3 თამაში მგონი ძალიან ადრე დახადეს ვარსკვლავები ეს ფეხბურთელები.
ზაზა
გავაუქმოთ ფეხბურთი სანამ დროა.
ნუგო
ჯერ არ გადამდგარა გეგუჩაძე!? კონტრაქტის დადებისას ისიც უნდა განისაზღვროს ხოლმე, რა უშედეგობისა და ჩავარდნის შემთვევაში უნდა წახვიდე. წახვიდე თავჩაქინდრული!!!
daTo
ყველგან წინსვლა და განვითარება ჩვენს გარდა
qomagi
geguchadze ra kidev ar gadadga? shublze zargvi didi xania gatkvetili aakvs etkoba)))
iurii
ზარებს არ პასუხოვს კარგი იყოო :D იმის მაგივრად აქეთ მოდიოდეს და ბოდიში მოიხადოს წავიდეს კიდე თავს იფასებს, რატო არა რო ფეხებზე არ კიდია.პასუხს არავინ თხოვს მაგის ზევით ორმაგად კიდიათ და რა გინდა რო ქნა,ქეცბაიას ბევრი ინტერვიუ დევს იუტუბზე და უსმინეთ.რასაც ამბობდა ზუსტად ისეთ დღეში ვართ ზუსტად,მარა ვუნ დაუჯერა იმ კაცს ისე გააგდეს გეგონება დზუკნა ძაღლი ყოფილუყო
ოკრიბელი
გეგუჩაძემ განცხადება რომ დაწეროს და გადადგეს, ვერაა?.. თუ უსახსროთ დარჩენისთვის ცოდვაა?.. კარგი მაშინ პრემიაც მიგვეცა, მასაც და მის ასისტენტებსაც, მეტი კომფორტისთვის.
faroe
გაუმარჯოთ კუნძულელებს, მოინდომეს ჯიგრით ითამაშეს და მოიგეს კიდევაც ღმერთმა შეარგოთ!!! ჩვენს უჯიგრობას რა ეშველება ეგაა საკითხავი თორე მასეთები გაგვიხარებია...
კობი
ფარერების მოსახლეობა 48 351 კაცს და არა 50 ათასს, როგორც აქ ზოგიერთები წერენ. ფარერებისათვის 2 ათასი კაცი დიდი ძალაა. 50 ათასი რომ იქვნენ, უფრო დიდი ანგარიშით მოგვიგებდნენ.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ახალგაზრდული აშშ-ს და მოლდოვას დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერებს 1:0 ძლივს მოუგო [VIDEO]
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" "კომოს" ფრედ ეთამაშა
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფარერებს ვერ ამარცხებს
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
"შთამბეჭდავია და კაკას მოგვაგონებს" - "უდინეზემ" ჩაკვეტაძე წარადგინა