ჯუზეპე მაროტა: ალექსი და ჯიჯი გუნდის სიმბოლოები არიან და მათი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია
იტალიელ ჟურნალისტებს ჯუზეპე მაროტასთან რომ უამრავი კითხვა აქვთ, არახალია. “იუვენტუსის” სპორტული დირექტორისგან გულშემატკივრები ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, რაც მიმდინარე სეზონში გუნდის წარუმატებელი ასპარეზობით გახლავთ განპირობებული.

პირველ რიგში, ლუიჯი დელ ნერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებაზეა ლაპარაკი, მაგრამ კლუბის მესვეურები ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ. სამაგიეროდ, ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ფადაბარგდება ევროპული ფეხბურთის გრანდში, ალესანდრო დელ პიერო კი კარიერის დასასრულებლად ან ამერიკაში გაემგზავრება, ან არაბეთის რომელიმე ქვეყანაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაროტას შემდეგი პოზიცია აქვს:

“გუნდში ნამდვილად მოხდება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა ისეთი რევოლუციური, როგორც ამაზე ხშირად საუბრობენ. ამას წინათ დაიწერა, “იუვედან” ალესანდრო დელ პიეროს და ჯანლუიჯი ბუფონს უშვებენო, რაც სრული აბსურდია. ალექსი და ჯიჯი გუნდის სიმბოლოები არიან და მათი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მათით არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს და შემოთავაზებებიც გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია: ჯიჯი და ალე არ იყიდებიან. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, უმჯობესია სეზონის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ, რადგან დღეს რაიმე საინტერესოს თქმა გამიჭირდება”.

მიუხედავად მაროტას სიტყვებისა, რევოლუციურ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთო, აშკარაა, რომ ტურინიდან არაერთ ფეხბურთელს მოუწევს აბარგება. მან მხოლოდ დელ პიეროს და ბუფონს მისცა გუნდში დარჩდენის გარანტიები, დანარჩენი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა... თუმცა, როდესაც გარანტიებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შესაძლოა თავად ბუფონს გაუჩნდეს სხვაგან წასვლის სურვილი და გადადგას კიდეც ეს ნაბიჯი. მთავარი წამსვლელი კი მაინც ლუიჯი დელ ნერი გახლავთ, რომელიც სავარაუდოდ სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს თანამდებობას და ეს მიუხედავად იმისა, რომ "იუვეს" მესვეურებს ჯერჯერობით მსგავსი არაფერი უთქვამთ.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა