სერია A-ში “ნაპოლის” შესანიშნავი ასპარეზობის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან ბევრი იწერება
სერია A-ში “ნაპოლის” შესანიშნავი ასპარეზობის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან ბევრი იწერება. ჩემპიონატი ფინიშის სწორზეა გასული, სამხრეთელები კი მესამე ადგილზე არიან და სკუდეტოსთვის იბრვიან.

სეზონის დაწყებამდე ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდფა, რადგან თვით კლუბის პრეზიდენტმა მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დაისახა მიზნად. მეტიც, ისიც კი თქვა, ევროპის ლიგაზე გასვლა წარმატებად შეფასდებაო.

მოკლედ, ნეაპოლელებმა მთელი იტალია გააოცეს, რაც დიდწილად გუნდის მთავარი დამრტყმერლი ძალის, ედინსონ კავანის დამსახურებაა. როგორც ჩანს, ურუგვაელს გონება დაებინდა ასეთი წარმატებისგან და პრესასთან საუბარში მოულოდნელი განცხადება გააკეთა - მისი თქმით, "ნაპოლიში" ორი ფეხბურთელია შეუცვლელი: ის და არგენტინელი შემტევი ესეკილ ლავეცი.

ედინსონის სიტყვებმა მაძარიმდეც მიაღწია, რომელსაც პირდაპირ უთქვამს, პრივილეგიებით არავინ სარგებლობს და ვინც სათანადო ფორმაში არ იქნება, აუცილებლად სათადარიგოთა სკამზე გავამწესებო. ეს ამბავი კი იმად გახლავთ საინტერესო, რომ აქამდე ნეაპოლელთა ბანაკში სრული იდილია სუფევდა, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში კი შეიძლება ვითარება დაიძაბოს. სიტუაციის განმუხტვას ხსენებული ესეკილ ლავეცი შეეცადა და შემდეგი განაცხადა:

"ყველაფერი ჟურნალისტების ბრალია, რომლებმაც კავანის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. ედისონმა თქვა, რომ მიუხედავად მოკლე სათადარიგო სკამისა, "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძვის, რაც გმირობის ტოლფასია. მოკლე სათადარიგო სკამის თემის გასამტკიცებლად კი აღნიშნა, რომ მისი შემცვლელი გუნდს უბრალოდ არ ჰყავს. სათადარიგოთა სკამზე შემტევებიდან ჯუზეპე მასკარა გვყავს, მაგრამ ის უფრო ფლანგის მოთამაშეა, ვიდრე სუფთა ფორვარდი - ამიტომ, კავანის სიტყვები სრულიად ბუნებრივი გახლდათ. ჩემი თხოვნა იქნება რომ არაფრისგან ნუ შექმნით სკანდალს".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა