ახლა უკვე ოფიციალურად - ვან გაალს ჰაინკესი შეცვლის!

რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილი ამბავი გუშინ ოფიციალურად დადასტურდა: მომავალ სეზონში „ბაიერნს“ იუპ ჰაინკესი უთავკაცებს.

მოგეხსენებათ, „დონ იუპი“ „ლევერკუზენის“ დამრიგებელია, მაგრამ „ბაიერთან“ ახალ კონტრაქტს არ აფორმებს - სწორედ იმიტომ, რომ მიუნხენში დაუძახეს. რეკორდმაისტერის მენეჯერ ული ჰიონესის თქმით, ჰაინკესი „ბაიერნთან“ ორწლიან კონტრაქტს აფორმებს - 2013 წლის 30 ივნისამდე. შეგახსენებთ, რომ ჰაინკესი „ბაიერნს“ სათავეში მესამედ ჩაუდგება. იუპი მიუნხენურ კლუბს პირველად 1987-დან 1991 წლამდე წვრთნიდა, მეორედ კი 2009 წლის აპრილიდან ივნისამდე.

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელობა ჩემთვის უდიდესი პატივია. რეკორდმაისტერს უკვე ორჯერ ვწვრთნიდი და მიუნხენურ კლუბში მუშაობით ორივეჯერ უდიდესი სიამოვნება მივიღე. მას მერე, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და სწორედ ამიტომ, მესამედ მუშაობასაც უდიდესი სიამოვნებით დავთანხმდი, - აცხადებს ჰაინკესი, - ცხადია, ვიცი, რომ ვალდებული ვარ, ამ ორი წლის განმავლობაში ტიტულები მოვიგო და ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევაა.“

„როცა გაირკვა, რომ ლუის ვან გაალი ზაფხულში დაგვტოვებდა, ჰაინკესი იყო პირველი მწვრთნელი, ვისი გვარიც თავში მომივიდა. მიხარია, რომ თანამშრომლობაზე ამჯერადაც დაგვთანხმდა. დარწმუნებული ვარ, რომ „ბაიერნი“ ჰაინკესთან ერთად არაერთ ტიტულს მოიგებს,“ - ეს კი ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა