20 წლის ფრანგმა მოჭადრაკემ სებასტიან ფეიერმა 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე კომპიუტერის კარნახის გამო ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
ფრანგმა მოჭადრაკემ სებასტიან ფეიერმა ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო კომპიუტერის კარნახის გამო. 20 წლის ფეიერი არასამართლიან თამაშში 2010 წელს საჭადრაკო ოლიმპიადის დროს ამხილეს, რომელიც სექტემბერში ხანტი-მანტიისკში გაიმართა. ფრანგს ორი დამხმარე ჰყავდა - წერს ბრიტანული გამოცემა "დეილი ტელეგრაფი".

ფეიერის მატჩების დროს მეორე ფრანგი მოჭადრაკე სირილ მარზოლო (ის ამ დროს საფრანგეთში იმყოფებოდა) კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით აანალიზებდა პარტიის მსვლელობას. კომპიუტერის ვარიანტს ის SMS-ის მეშვეობით უგზავნიდა ხანტი-მანსიისკში საფრანგეთის ნაკრების კაპიტან არნო ოშარს.

მარზოლო სპეციალურ შიფრს იყენებდა. მაგალითად, ციფრები 63 68 ნიშნავდა იმას, რომ ფეიერს უნდა გაეკეთებინა სვლა: F3-F8. ასე შეიძლება დადიოდეს ეტლი ან ლაზიერი.

ოშარი ინფორმაციას ფეიერს გადასცემდა - ისინი სიგნალზე ნაადრევად იყვნენ მოლაპარაკებულები.

ფეიერის, ოშარისა და მარზოლოს თაღლითობა საფრანგეთის ჭადრაკის ვიცე-პრეზიდენტმა იოან პომიანმა ამხილა. ეს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მოხდა, მაგრამ ამ ისტორიის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. მარზოლომ და ფეიერმა ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს, ოშარი კი სამუდამოდ ჩამოაშორეს სამწვრთნელო სამუშაოს.

საჭადრაკო ოლიმპიადაზე ფეიერმა ცხრა პარტიაში მიიღო მონაწილეობა. ტურნირის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ მან ხუთ გამარჯვებას მიაღწია, ორჯერ დამარცხდა და ორი პარტია ყაიმით დაასრულა. საფრანგეთის მამაკაცთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე მეათე ადგილი დაიკავა. როგორც "დეილი ტელეგრაფი აღნიშნავს, ფეიერმა ამ ტურნირზე ხუთი ათასი ევრო გამოიმუშავა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა