ლიონელ მესის ბოლო წამებზე ჯარიმა რომ გაეტანა "ატლეტიკოს" კარში, "ბარსელონა" რვიდან მერვე მატჩს მოიგებდა
ლიონელ მესის ბოლო წამებზე ჯარიმა რომ გაეტანა "ატლეტიკოს" კარში, "ბარსელონა" რვიდან მერვე მატჩს მოიგებდა, მაგრამ არგენტინელმა იან ობლაკს ვერ აჯობა და ახლა "ნაპოლი" ევროპის ტოპ-ლიგებში ერთადერთი ქულადაუკარგავი გუნდია.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ თავიანთი პირველი გოლები მხოლოდ მერვე ტურში გაიტანეს, "რეალმა" კვლავ მოიგო სტუმრად და "ბარსასთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

ატლეტიკო-ბარსელონა

"ბარსელონას" "ვანდაზე" უამრავი ესპანური დროშა და ბანერი ("კატალონია ესპანეთია") ელოდა, კვლავ ბურთის ყოველ შეხებაზე უსტვინეს ჟერარდ პიკეს.

"ატლეტიკო" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა საულ ნიგესმა შესანიშნავი გოლით დააწინაურა, მაგრამ ლუის სუარესის პასუხმა ქულები გაანაწილა - 1:1.

ასე რომ, დიეგო სიმეონეს კვლავ არ მოუგია "ბარსელონასთვის" არც ერთხელ. ამავე დროს, არგენტინელს ჯერ არ წაუგია დუელი ერნესტო ვალვერდესთან, რომლის მთავარი სიურპრიზი სასტარტოში ანდრე გომეშის დაყენება იყო. ვალვერდემ ვერ შეძლო ტატა მარტინოს რეკორდის (8 მოგება სტარტზე) გამეორება.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ორი განსხვავებული გუნდის შესანიშნავი თამაში იყო. ჩვენ პირველ ტაიმში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მათი გოლკიპერი ბრწყინვალე იყო. საული პროგრესირებს და ეს კარგია, როგორც დღევანდელი "ატლეტიკოსთვის", ისე მომავლისთვის".

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "კარგი საღამოა ყველასთვის, რადგან გუნდებმა დიდებული შოუ დადგეს. მეტოქემ ძალიან გაგვიძნელა შეტევები, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც შევიტანეთ გარდატეხა თამაშში. არ დამინახავს ლუის სუარესის ჟესტი, მაგრამ გამორიცხულია, მას რამე არასპორტული ეკადრა".

ფაქტები

"ატლეტიკომ" ბოლო 15 დაპირისპირება ვერ მოუგო ლა ლიგაში "ბარსელონას".

დიეგო სიმეონემ (ატლეტიკო) კვლავ არ წააგო დუელი ერნესტო ვალვერდესთან (ბარსელონა) - 6 მოგება, 4 ფრე.

დიეგო სიმეონემ ვერ მოიგო "ბარსელონასთან" 12 დაპირისპირება (4 ფრე, 8 წაგება).

საულ ნიგესის (ატლეტიკო) გოლამდე იყო 18 ზუსტი პასი, რაც ყველაზე მეტია "ბარსელონას" კარში გატანილ გოლებს შორის 2005/06 წლების სეზონიდან მოყოლებული.

ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ძელს ამ სეზონში უკვე მეექვსედ გაარტყა. ეს ტოპ-5 ლიგაში "საუკეთესო" შედეგია.

ზედიზედ სამი ტურია, ლიონელ მესის გოლი ვერ გააქვს სტუმრად. ეს კი ბოლო 14 თვეში პირველად მოხდა.

ხეტაფე-რეალი

ესპანეთის პოლიციამ კრიშტიანო რონალდო დააკავა - დიახ, "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ორი კრიშტიანო რონალდო ვიხილეთ, უფრო სწორად, მეორე კრიშტიანოს მინდორზე შეღწევა არ აცადეს, იგი მალევე დააკავეს.

"რეალმა" კი "ხეტაფესთან" დერბი ძლივს მოიგო, ნამდვილი კრიშტიანოს წყალობით, რომელმაც ისკოს შესანიშნავი პასით გაიტანა სეზონში პირველი გოლი - 2:1. ეს იყო ზინედინ ზიდანის მეასე მატჩი "რეალის" თავკაცის პოსტზე.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "რონალდოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო პრიმერაში პირველი გოლის გატანა. მე მიხარია მისი და ბენზემას წარმატებები. დღეს გაგვიჭირდა, მაგრამ ეს ნორმალურიცაა - პრიმერაში ნებისმიერი მეტოქე ცდილობს, "რეალს" გაათმაგებული ძალით ეთამაშოს. პირველი ტაიმი ფენომენალური იყო. რაც მთავარია, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა".

ფაქტები

"ხეტაფემ" ბოლო 16 მატჩიდან 15 წააგო "რეალთან".

ქარიმ ბენზემამ (რეალი) და კრიშტიანო რონალდომ (რეალი) თავიანთი პირველი გოლები ლა ლიგის მე-8 ტურში გაიტანეს.

ხორხე მოლინამ (ხეტაფე) 8 დაპირისპირებაში 5 გოლი გაუტანა "რეალს".

კრიშტიანო რონალდომ ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11-ში გოლი გაუტანა "ხეტაფეს".

"რეალი" პირველი გუნდია ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც სტუმრად ზედიზედ 13 მატჩი მოიგო.

კრიშტიანო რონალდომ სეზონში პირველი გოლი 28-ე დარტყმით (8 ზუსტი) გაიტანა.

ზინედინ ზიდანმა "რეალი" მე-100 მატჩში გამოიყვანა (75 მოგება, 17 ფრე, 8 წაგება).

ქარიმ ბენზემამ "რეალის" მაისურით 182-ე გოლი გაიტანა და ხენტოს გაუთანაბრდა.

"სამ მამეს ბარეაზე" მიკელ ვესგას გოლმა "ბილბაოს" "სევილიაზე" გამარჯვება მოუტანა. იმარჯვა მეორე ბასკურმა კლუბმაც - "რეალ სოსიედადმა" ბასკურ დერბიში "ალავესი" 2:0 დაამარცხა.

წუხელ საოცარი მატჩი გაიმართა სევილიაში, სადაც "ვალენსია" 79-ე წუთამდე 4:0-ს იგებდა, მაგრამ 5 წუთში სამი გოლი გაუშვა და კინაღამ ვერ მოიგო, ბოლოს "ღამურებმა" კიდევ ორი გოლის გატანაც შეძლეს და ლა ლიგაში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ.

სხვა ფაქტები

ლეო ბაპტიშტაომ (ესპანიოლი) ამ სეზონში ერთ თამაშში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ ლა ლიგის ფეხბურთელებს შორის - 6. სხვათა შორის, "ლევანტესთან" მატჩში ყველა მისი დარტყმული კარს ასცდა.

აპრილის მერე პირველად, "ესპანიოლმა" ჩემპიონატში შინ კარი მშრალად შეინახა.

ისტორიაში პირველად "ბილბაომ" "სევილიას" ზედიზედ რვა მატჩი მოუგო შინ.

ედუარდო ბერიცოს (სევილია) სამწვრთნელო კარიერაში ერთხელაც არ მოუგია "ბილბაოსთვის" - 1 ფრე, 6 წაგება.

"ალავესმა" შინ კარში ზუსტად ვერ დაარტყა პირველად 2005 წლის შემდეგ.

"რეალ სოსიედადმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და თან პირველად შეინახა კარი მშრალად ამ სეზონში.

"დეპორტივომ" ლა ლიგაში ბოლო 23 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

ხავიერ კალიეხამ "ვილიარეალის" სასტარტო ორი მატჩი მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ ერთმა მწვრთნელმა შეძლო გუნდში - მარსელინომ.

"ვილიარეალის" ბოლო 7 გოლი სედრიკ ბაკამბუმ გაიტანა.

"ლეგანესს" 397 წუთია გოლი არ გაუშვია ლა ლიგაში.

* "ვალენსიამ" 2004 წლის მერე პირველად შეძლო სტუმრად 6 გოლის გატანა ლა ლიგაში.

* "ბენიტო ვილიამარინზე" (სევილია) 9 გოლი ისტორიაში პირველად გავიდა.

ლა ლიგა. VIII ტური

ბილბაო-სევილია 1:0

გოლი: 1:0 ვესგა (43)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ვესგა - სუსაეტა (90. საბინი), რაულ გარსია (71. ვილიამსი), კორდობა (84. იტურასპე) - ადურისი

სევილია (4-3-3): ს. რიკო - კორშია (60. ნოლიტო), კიაერი, ლონგლე, კაროლი - ფ. ვასკესი, ნ"ზონზი (21. კრონ-დელი), პისარო - ხესუს ნავასი, ბენ იედერი, ხ. კორეა (77. მურიელი)

ხეტაფე-რეალი 1:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 ბენზემა (39), 1:1 მოლინა (45), 1:2 რონალდო (85)

რეალი (4-4-2): კასილია - ჰაკიმი, ს. რამოსი, ნაჩო, მარსელო (72. ტ. ერნანდესი) - ლ. ვასკესი (72. ისკო), კროოსი, მ. ლორენტე, ასენსიო - რონალდო, ბენზემა (81. მაიორალი)

ალავესი-სოსიედადი 0:2

გოლები: 0:1 ოიარზაბალი (77), 0:2 ა. ელუსტონდო (81)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, როდრიგეში - ზუბელდია, ილიარამენდი - ოიარზაბალი (88. კანალესი), ჩაბი პრიეტო, ხუანმი (67. იანუზაი) - ვილიან ჟოზე

ატლეტიკო-ბარსელონა 1:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 საულ ნიგესი (21), 1:1 ლ. სუარესი (82)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, საულ ნიგესი, გაბი (83. ფ. ტორესი), ფერეირა-კარასკო (73. თომასი) - ა. კორეა (59. გაიტანი), გრიზმანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (61. ს. რობერტო), უმტიტი, პიკე, ალბა - რაკიტიჩი (79. პაულინიო), ბუსკეტსი, ინიესტა (61. დეულოფეუ) - მესი, ლ. სუარესი, ანდრე გომეში

ეიბარი-დეპორტივო 0:0

ჟირონა-ვილიარეალი 1:2

გოლები: 0:1 ბაკამბუ (9), 0:2 ბაკამბუ (20), 1:2 სტუანი (40)

მალაგა-ლეგანესი 0:2

გოლები: 0:1 გაბრიელი (56), 0:2 შიმანოვსკი (78)

გაძევება: რესიო (81. მალაგა)

ბეტისი-ვალენსია 3:6 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 კონდოგბია (35), 0:2 გედეში (45), 0:3 როდრიგო (64), 0:4 მინა (74), 1:4 კემპბელი (79), 2:4 სანაბრია (80), 3:4 ტელიო (84), 3:5 ძაძა (88), 3:6 ა. პერეირა (93)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ა. ვიდალი, გარაი, მურილიო (78. გაბრიელი), გაია - სოლერი (75. ა. პერეირა), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო (69. მინა), ძაძა

გამოუყენებელი პენალტი: ს. ლეონი (55. ბეტისი)

ესპანიოლი-ლევანტე 0:0

ორშაბათი, 16 ოქტომბერი

ლას პალმასი-სელტა 23:00

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია).

მომდევნო ტური

21 ოქტომბერი: ლევანტე-ხეტაფე, ბეტისი-ალავესი, ვალენსია-სევილია, ბარსელონა-მალაგა;

22 ოქტომბერი: ვილიარეალი-ლას პალმასი, სელტა-ატლეტიკო, ლეგანესი-ბილბაო, რეალი-ეიბარი;

23 ოქტომბერი: რეალ სოსიედადი-ესპანიოლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა