"მონაკო" ლიონში ორი სუპერშემტევის გარეშე წავიდა
"მონაკო" ლიონში ორი სუპერშემტევის გარეშე წავიდა - სტევან იოვეტიჩი ტრავმირებულია, ხოლო რადამელ ფალკაომ სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსვლა და ძალების აღდგენა ვერ მოასწრო.

შედეგად, ჩემპიონი "ოლიმპიკ პარკზე" 2:3 დამარცხდა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ფრესთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ნაბილ ფეკირმა მე-4 დამატებულ წუთზე საჯარიმო გაიტანა.

ფეკირი ლაკაზეტის ჩრდილიდან გამოვიდა. ის ახლა "ლიონის" ნამდვილი ლიდერია, ხუთგოლიან თრილერში კი მან დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. 24 წლის ფორვარდი სუპერფორმაშია.

ბრუნო ჟენეზიო (ლიონი): "დღეს ფორტუნა, რომელიც აქამდე არ გვწყალობდა, ჩვენს მხარეზე იყო - "მონაკომ" მეორე ტაიმში 2-3 კარგი შანსი გაანიავა, პლუს, შეუდარებელი იყო ნაბილ ფეკირი. იმედი მაქვს, დაცვაში თამაშს გამოვასწორებთ".

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "თანაბარი მატჩი იყო. პირველ ტაიმში დაცვაში ვცდებოდით, მეორეში ბურთს უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. დიდებული შანსი გვქონდა, 3:2 დავწინაურებულიყავით, მაგრამ ბოლოს ჯარიმით აქეთ მივიღეთ გოლი. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დღეს კარგად ითამაშეს, რაც მომავლისთვის იმედიანად განგვაწყობს".

პსჟ-ის გმირი არა ნეიმარი ან კილიან მბაპე, არამედ ბელგიელი მცველი თომას მონიე გამოდგა, რომელმაც "დიჟონს" ორი გოლი გაუტანა. მაშინ, როცა ჟანომ თამაშის მიწურულს შორიდან მეკარე არეოლას გაუტანა, ბევრმა ჩათვალა, რომ "დიჟონმა" ქულა იხსნა, მაგრამ სხვა აზრზე იყო 26 წლის ბელგიელი, რომელმაც მბაპეს ჩაწოდებულს ფეხი დაუხვედრა.

თომას მონიე (პსჟ): "როგორც წესი, გოლები მბაპეს და ნეიმარს გააქვთ, მაგრამ გასახდელში ვთქვი, რომ დღეს ჩემმა 6-მა მილიონმა მათ 400-ს აჯობა".

უნაი ემერი (პსჟ): "მძიმე მატჩი იყო. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სანაკრებო პაუზის შემდეგ. პირველი ტაიმი დაძაბული იყო, მაგრამ შესვენებაზე დაწყნარება და შეტევაზე გადასვლა მოვილაპარაკეთ. გოლების გატანა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია, თანაც, დამსახურებულად".

ფაქტები

2017 წელს ლიგა 1-ში, საშინაო მატჩებში ყველაზე მეტი გოლი "ლიონმა" გაიტანა - 44.

ნაბილ ფეკირმა ამ სეზონში "ლიონის" ხუთივე საშინაო მატჩში გაიტანა.

ნაბილე ფეკირმა ამ სეზონის 9 მატჩში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 4 საგოლე პასი).

ამ სეზონში თომას მონიემ (პსჟ) კლუბსა და ნაკრებში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 7 საგოლე პასი).

"დიჟონთან" მატჩის I ტაიმში ნეიმარი ერთხელაც ვერ შეეხო ბურთს მეტოქის საჯარიმოში.

"სენტ ეტიენმა" ზედიზედ მე-11 მატჩი არ წააგო შინ "მეცთან".

ბოლო 16 ტურში "ტულუზმა" მხოლოდ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

"რენმა" ბოლო ათი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და უკვე 6 წააგო.

"ანჟერმა" კაენს ლიგა 1-ში ბოლო 7 მატჩიდან 6 მოუგო.

"ლილმა" სამმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

ბოლო 11 მატჩიდან 10-ში მალკომი (ბორდო) შეხვედრაში ერთ გოლში მაინც იღებდა მონაწილეობას - 5 გოლი, 6 საგოლე პასი.

"ნიცამ" ამ სეზონში უკვე 5 მატჩი წააგო ლიგა 1-ში, რაც ერთით მეტია, ვიდრე 2016/17 წლების სეზონში (4 მარცხი).

სტივ მანდანდამ "მარსელის" მაისურით 453 მატჩი ითამაშა და ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენი გახდა.

ლიგა 1. IX ტური

ლიონი-მონაკო 3:2

გოლები: 1:0 მარიანო დიასი (11), 1:1 რონი ლოპეში (17), 2:1 ფეკირი (23), 2:2 ა. ტრაორე (34), 3:2 ფეკირი (94)

ლიონი (4-2-3-1): ანტონი ლოპეში - ტეტე, მ. დიაქაბი, იანგა-მბივა, მენდი (84. მარშალი) - ნდომბელე (80. მაოლიდა), ტუსარი - ბ. ტრაორე (60. დეპაი), ფეკირი, აუარი - მარიანო დიასი

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო - მეიტე, ჟოაო მოუტინიო - რონი ლოპეში, ა. ტრაორე (80. ტილემანსი), ლემარი (89. ბოშილია) - ბ. კეიტა (92. კარილიო)

დიჟონი-პსჟ 1:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 მონიე (71), 1:1 ჟანო (87), 1:2 მონიე (91)

პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - დანი ალვეში, რაბიო, დრაქსლერი (73. ლო სელსო) - დი მარია (77. ლუკას მოურა), მბაპე, ნეიმარი

კაენი-ანჟერი 0:2

გოლები: 0:1 ეკამბი (49), 0:2 ფულხინი (59)

გენგამი-რენი 2:0

გოლები: 1:0 დიალო (57), 2:0 ბრიანი (89)

გაძევება: ხაზრი (66. რენი)

ლილი-ტრუა 2:2

გოლები: 0:1 დარბიონი (3), 1:1 ლ. არაუჟო (12), 2:1 მენდეში (74), 2:2 ნიანე (92-პენ)

გაძევება: ედგარი (91. ლილი)

სენტ ეტიენი-მეცი 3:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 დიანე (21), 1:1 პაჟო (74), 2:1 კაფუ (85-საკ. კარში), 3:1 მაიგა (94)

გამოუყენებელი პენალტი: დაბო (85. სენტ ეტიენი)

ტულუზი-ამიენი 1:0

გოლი: 1:0 დელორი (40)

გაძევება: გუანო (93. ამიენი)

ბორდო-ნანტი 1:1

გოლები: 0:1 ნაკულმა (45), 1:1 მალკომი (47)

მონპელიე-ნიცა 2:0

გოლები: 1:0 სესენიონი (55), 2:0 მბენზა (74)

სტრასბური-მარსელი 3:3

გოლები: 0:1 პაიე (6), 1:1 აოლუ (32), 1:2 ბ. კონე (48-საკ. კარში), 2:2 ბ. კონე (60), 3:2 ლინარი (75), 3:3 მიტროღლუ (89)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი (85. მაქსიმ ლოპესი), რამი, როლანდო, ამავი - სანსონი, ზამბო ანგისა - ტოვენი (77. ჟერმენი), პაიე, ნ"ჟიე (46. სარი) - მიტროღლუ.

ბომბარდირები: 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).

მომდევნო ტური

20 ოქტომბერი: სენტ ეტიენი-მონპელიე;

21 ოქტომბერი: მონაკო-კაენი, ამიენი-ბორდო, ანჟერი-ტულუზი, მეცი-დიჟონი, ნანტი-გენგამი, რენი-ლილი;

22 ოქტომბერი: ნიცა-სტრასბური, ტრუა-ლიონი, მარსელი-პსჟ.

პსჟ-ს მატჩის გმირს, თუ თამაში არ გინახავთ, ვერაფრით გამოიცნობთ. ამასობაში კი ჩემპიონი "მონაკო" პარიზელთა მდევრად ვერ გამოდგა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა