მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ WTA-ს პირველი ტიტული მოიპოვა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ WTA-ს პირველი ტიტული მოიპოვა.

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში შარაპოვამ გადამწყვეტი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო მსოფლიოს 102-ე ჩოგანს, ბელორუს არინა საბალენკას. არადა, ამ უკანასკნელს კარგი შანსი ჰქონდა - კარიერაში პირველი ტიტული აეღო.

შარაპოვამ არანორმალური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. პირველ სეტში საბალენკა 4:1-ს იგებდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. მეორე პარტიაში ის კიდევ უფრო ახლოს იყო მოგებასთან - ორმაგი ბრეიკით 5:1 დაწინაურდა, თან ერთი სეტბოლიც ჰქონდა, თუმცა შარაპოვა აქაც გადარჩა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მეოთხე მატჩბოლზე შეძლო მატჩისა და ტიტულის მოგება - 7:5, 7:6(8). ფინალი 2 საათი და 7 წუთი გრძელდებოდა.

შარაპოვამ პირველი ტიტული მოიგო 2015 წლის მაისის შემდეგ. ეს მისი 36-ე ტრიუმფი იყო პროფესიულ ტურში. ამ მოგების შემდეგ მარია WTA-ს კლასიფიკაციაში 57-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვა 15-თვიანი დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი დოპინგის გამოყენების გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

llcl
ერთადერთი რუსი, რომელსაც სპორტში ვგულშემატკივრობ, რა ვქნა, არ შემიძლია, მართლაც ახ კაკაია ჯენჩინა, თორემ როცა სპორტში რუსი, თურქი და სომეხი გამოდის, ყოველთვის მაგათ მეტოქეს ვგულშემატკივრობ
დათო
ახ კაკაია ჟენჩინა? ბრავო
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...