ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩემპიონთა ლიგა. ოთხშაბათის მატჩების წინ: ლონდონში მოსაგებად

ჩემპიონთა ლიგა. ოთხშაბათის მატჩების წინ: ლონდონში მოსაგებად

ჩემპიონთა ლიგას იუპ ჰაინკესი უბრუნდება, ჟოზე მოურინიო კიდევ ერთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს "იუნაიტედს"
ჩემპიონთა ლიგას იუპ ჰაინკესი უბრუნდება, ჟოზე მოურინიო კიდევ ერთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს "იუნაიტედს", ლონდონში კი სუპერჯახია ანტონიო კონტე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება "რომას"...

დღის მატჩი: ჩელსი-რომა

"სტემფორდ ბრიჯზე" პრემიერლიგის გამარჯვებული სერია A-ს ვიცე-ჩემპიონს დაუხვდება დღის ცენტრალურ თამაშში.

ანტონიო კონტე იტალიური კლუბის წინააღმდეგ ყოველთვის საინტერესოა, მით უფრო, როცა ეს გუნდი "რომაა". "ჩელსის" პრემიერლიგაში ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, მით უფრო ორი საშინაო, მოულოდნელი მარცხის შემდეგ, თუმცა ლიგაზე ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. "რომა" ლიგის მოგების არა, მაგრამ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია.

"ჩელსის" მცველები, პირველ რიგში, ედინ ჯეკოს უნდა უფრთხოდნენ, ვინც ამ სეზონში უკვე 8 გოლი გაიტანა, მაგრამ ერთიცაა - ბოსნიელს "ჩელსის" წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია, თუმცა "ლურჯებს" გოლი ჯერ ვერაფრით გაუტანა.

ჯგუფში, სადაც ასევე მადრიდის "ატლეტიკოც" თამაშობს, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ასე რომ, ლონდონში მართლაც დიდ ჯახს უნდა ველოდოთ.

კონტეს გუნდს დენი დრინკვოტერი, ნგოლო კანტე და ვიქტორ მოზესი დააკლდებიან, ხოლო სტუმართა რიგებში კონსტანტინოს მანოლასი, აბდულაჰი ნურა და გრეგუარ დეფრელი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. საეჭვოა პატრიკ შიკის, სტეფან ელ შაარავისა და ემერსონის თამაში. ინგლისურ გუნდში ლაზარეთში აღარ არის ესპანელი ალვარო მორატა, თუმცა არც მისი თამაშია ჯერ გადაწყვეტილი. ანტონიო კონტე მორატას თამაშის დღესაც დააკვირდება და იმის მიხედვით შეიყვანს ან არ შეიყვანს ექსმადრიდელს მატჩის განაცხადში.

ურთიერთშეხვედრები

ორი თამაში ამ გუნდებს შორის 8 წლის წინათ გაიმართა. ერთი "რომამ" მოიგო, მეორე "ჩელსიმ", ბურთების შეფარდებით "რომა" სჯობნის - 3:2.

პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე (ჩელსი): "პრობლემა ისაა, რომ "ჩელსიში" არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ არიან მიჩვეული ზედიზედ სამ შეხვედრაში თამაშს. როცა ბევრი მატჩი გაქვს სეზონში სათამაშო, ფეხბურთელებს უნდა გაუფრთხილდე.

"რომას" ფეხბურთელებს იტალიის ნაკრებიდან ვიცნობ, დე როსის, ფლორენცის, ელ შაარავის... დანიელე დიდებული ადამიანი და ფეხბურთელია. მიჭირს, მისი მოწინააღმდეგედ აღქმა.

ორი წაგების შემდეგ, ხვალინდელ მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია და მეტოქეს დიდი ყურადღება უნდა მიაქციო, მით უფრო, თუ ის "რომაა".

"რომა" ძალიან კარგად თამაშობს იტალიის ჩემპიონატში. მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ის, რომ იტალიურ გუნდს ვეთამაშებით, ჩემთვის დამატებითი სანერვიულო არ არის. ისედაც ვიცი, რომ ხვალ მძიმე მატჩი გველის.

მეტოქე გუნდის მოთამაშეებზე უფრო დეტალური ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია, დიახ, წარსულში ნაინგოლანის ყიდვა გვსურდა, მაგრამ ახლა იგი "რომას" ფეხბურთელია. ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. სეზონს რაც შეეხება, თამაშ-თამაშ შევეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას, ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და არა მარტი, ყველაფერი წინაა".

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "ამ თამაშს სულ სხვა განწყობით უნდა მივუდგეთ, ვიდრე "ნაპოლისთან" დაპირისპირებას.

იქნება თუ არა ცვლილებები, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა ყოველთვის არის, მაგრამ გადაწყვეტილებებს ხვალ მივიღებ. ჩემი გუნდი ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის, ჩვენი მიზანი შინ სამი ქულის წაღებაა". ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის ძნელია, ეს ბაქოს მატჩმაც დაადასტურა".

ედინ ჯეკო (რომა): "ჩელსი" ძალიან ძლიერია, ახლა კი ძალიან გაბრაზებულიც ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო. მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე გავაკეთებთ კონცენტრაციას. ვამაყობ, რომ "რომას" მაისურით მეასე მატჩს ვთამაშობ და ამის გოლით აღვნიშნა მსურს".

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-4-2): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, დ. ლუისი, ძაპაკოსტა - ბაკაიოკო, ფაბრეგასი, ალონსო, აზარი - მორატა, პედრო

რომა (4-2-3-1): ალისონი - პერესი, ჟეზუში, ფასიო, კოლაროვი - დე როსი, ნაინგოლანი - პელეგრინი, პეროტი, ფლორენცი - ჯეკო

ფაქტები

ანტონიო რიუდიგერი "ჩელსიში" ამ ზაფხულს სწორედ "რომადან" გადავიდა.

გუნდები ერთმანეთს 2008/09 წლების გათამაშებაში შეხვდნენ პირველად.

ამ სეზონში "ჩელსის" გოლების ზუსტად ნახევარი ალვარო მორატაზე მოდის.

"ჩელსიმ" მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, თანაც, მაშინ გუნდი ჩემპიონთა თასის მფლობელის სტატუსით იყო (2012 წ).

"რომამ" ინგლისში აქამდე 15-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა (5 ფრე, 9 წაგება).

ის ერთადერთი გამარჯვება 2000/01 სეზონის უეფას თასზე მოხდა, როცა "რომამ" "ენფილდზე" "ლივერპული" დაამარცხა.

ჰაინკესი და ლიგა, მოურინიო და ბენფიკა

ბოლოს, როცა ჩემპიონთა ლიგისა და იუპ ჰაინკესის გზები გადაიკვეთა, "ბაიერნი" "უემბლიზე" ჩემპიონთა თასის მოგებას ზეიმობდა (2013). მას მერე "რეკორდმაისტერმა" პეპ გვარდიოლასა და კარლო ანჩელოტის ხელში გამოიარა და ახლა 72 წლის გერმანელი სპეციალისტი ისევ დაუბრუნდა მიუნხენურ კლუბს.

"ბაიერნი" "სელტიკს" დაუხვდება, წინა თამაში კი გუნდმა პსჟ-სთან 0:3 დათმო და გარკვეულწილად, ამანაც შეიწირა იტალიელის სკამი.

"ბენფიკა" ევროთასებზე ასპარეზობის 50-წლიან იუბილეზე მასპინძლობს "მანჩესტერ იუნაიტედს".

ლისაბონში დაბრუნება ბევრს ნიშნავს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოსთვის, რომელიც, სხვათა შორის, 2000 წელს "ბენფიკას" თავკაცი გახლდათ. მაშინ მან იუპ ჰაინკესი შეცვალა პოსტზე, სადაც ზუსტად 9 თამაში გაძლო. ბუნებრივია, "განსაკუთრებული" უფრო "პორტუს" მწვრთნელად გვახსოვს. "ბენფიკას" კი თავისი გასჭირვებია, ჯერ კიდევ "ბაზელთან" 0:5-ის იარებს იშუშებს.

დებიუტანტებს პირველი მოგებები სწყურიათ - "ყარაბაღი" ბაქოში "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო "ლაიპციგი" - "პორტუს".

სხვა ფაქტები

იუპ ჰაინკესი (ბაიერნი) გახდება ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, რომელიც ლიგაზე ამ ტურნირის მომგებ გუნდს გაიყვანს სათამაშოდ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ვიქტორ ლინდელიოფი ამ ზაფხულს ინგლისურ კლუბში, სწორედ ლისაბონის "ბენფიკადან" გადავიდა.

"ბენფიკა" და "მანჩესტერი" ერთმანეთს მეათედ ხვდებიან. პორტუგალიელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, ინგლისელებმა - 6.

თუკი "ბაზელმა" წინა ტურში ევროთასებზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო (5:0 "ბენფიკასთან"), მისმა დღევანდელმა მეტოქე ცსკა-მ წინა ტურში ევროთასებზე ყველაზე დიდი საშინაო მარცხი იგემა (1:4 "მანჩესტერ იუნაიტედთან").

"ბაიერნი" მესამედ ხვდება "სელტიკს", გერმანელებმა თითო მატჩი მოიგეს და ფრედ დაასრულეს.

პსჟ 100%-იანი შედეგითა და გოლგაუშვებლად ასპარეზობს ლიგაზე (5:0 "სელტიკთან", 3:0 "ბაიერნთან").

პსჟ-მ "ანდერლეხტს" 2013/14 წლების ლიგის სეზონში სტუმრად 5:0 მოუგო.

"მონაკო" და "ბეშიქთაში" ევროთასებზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

დღეს პირველად ითამაშებენ ერთმანეთში აზერბაიჯანული და ესპანური გუნდები ევროთასებზე.

"ოლიმპიაკოსს" სტუმრად არასოდეს მოუგია ესპანური კლუბებისთვის (2 ფრე და 12 წაგება).

ლისაბონის "სპორტინგს" არასოდეს მოუგია იტალიური კლუბებისთვის სტუმრად (3 ფრე და 10 წაგება).

"ატლეტიკომ" ამ სეზონში 7 გოლი გაუშვა და შვიდივე საჯარიმოში ჩაწოდებების შედეგად (5 თავური).

"ანდერლეხტს" ჩემპიონთა ლიგაზე სამმატჩიანი უგოლო სერია აქვს.

"ბარსელონა" აქამდე არასოდეს შეხვედრია "ოლიმპიაკოსს", მაგრამ ერნესტო ვალვერდე ბერძნულ კლუბს კარგად იცნობს, რადგან მას წვრთნიდა.

ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 14 გოლი გაიტანა 12 მატჩში და აგრეთვე ბურთი ძელებს 8-ჯერ გაარტყა.

"რეალთან" სუპერთასზე 0:2 მარცხის მერე "ბარსელონას" 10 მატჩია არავისთან წაუგია.

"ბარსელონა" შინ ჩემპიონთა ლიგაზე 22 მატჩია მარცხის გარეშე თამაშობს.

ცსკა-მ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

"იუვენტუსმა" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.

ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი

A ჯგუფი

ცსკა-ბაზელი 22:45

ბენფიკა-მან. იუნ. 22:45

B ჯგუფი

ანდერლეხტი-პსჟ 22:45

ბაიერნი-სელტიკი 22:45

C ჯგუფი

ყარაბაღი-ატლეტიკო 20:00

ჩელსი-რომა 22:45

D ჯგუფი

იუვენტუსი-სპორტინგი 22:45

ბარსელონა-ოლიმპიაკოსი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა

[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება

ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა

[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს