18 ოქტომბერს, სასტუმრო "ბილტმორში", ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. რიგით მეათე სეზონის ოფიციალური პრეზენტაცია და მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა
18 ოქტომბერს, სასტუმრო "ბილტმორში", ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. რიგით მეათე სეზონის ოფიციალური პრეზენტაცია და მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა.

საიუბილეო გათამაშება, ექვსი სხვადასხვა ლიგის, სამოცამდე მონაწილეს გააერთიანებს.

სეზონი სტარტს 29 ოქტომბერს აიღებს - პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ, 5 ნოემბერს კი ჩემპიონატში ოქროს და ბრინჯაოს ლიგის მონაწილეები ჩაებმევიან.

ერთ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, პლეი-ოფებში ასპარეზობას 8-8 გუნდი განაგრძობს, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

განსხვავებული ფორმატით ჩატარდება მეათე სეზონის თასის გათამაშება - წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგის 30 მონაწილესთან ერთად, ბრმა წილისყრაში მონაწილეობას ბრინჯაოს ლიგის ორი საუკეთესო გუნდიც მიიღებს. პირველი ეტაპის, 1/16 ფინალური შეხვედრები გაზაფხულზე გაიმართება.

გაზაფხულიდან დაიწყება საკვალიფიკაციო ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს გათამაშებაც, სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად, დებიუტანტები იასპარეზებენ. 2017/18 წ.წ სეზონის ჩემპიონატის თამაშებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

წილისყრის შედეგად გაირკვა ჩემპიონატის კალენდარი. პირველ ტურში გუნდები შემდეგანირად დაწყვილდნენ:

29.10.2017 სუპერლიგა. I ტური.

კსუ/CIU - ტვ იმედი

თსუ-FC UG

მფკ ნატახტარი - სფფ

მაუდი - აჭარა

სკ თელავი - FC PSP

29.10.2017 ვერცხლის ლიგა. I ტური

სდსს - GEO HOLDING

ეთა - ლიბერთი ბანკი

საქართველოს ბანკი - თბილისის მერია

RS - ენერგო პრო

ავერსი - ელიტა ბურჯი

05.11. 2017 ბრინჯაოს ლიგა. I ტური

კროკობეთი - ნაბეღლავი

დელუქსი : ტერაბანკი

ხალიკ ბანკი : ბილტმორი

ინსტა - McGill

M2 - ევროპაბეთი

FC VIVUS.GE - კრედო

05.11.2017 ოქროს ლიგა. I ტური

TTC - არმია

საქ. ფოსტა - სფფ 2

პატრული - GWP

ბაქსვუდი - ვითიბი

ნატახტარი - PSP.

ლიგის ისტორია 2008 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს, სპორტული სააგენტო SBM-ს ორგანიზებით, პირველად ჩატარდა სამოყვარულო ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში, "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა", ღონისძიება, რომელიც მთელი თავისი არსით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურება.

წლიდან წლამდე პროგრესირებდა მასში მონაწილე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდების რაოდენობაც.

ლიგის 10 წლიან ისტორიას მიეძღვნა ვიდეო, სახელწოდებით #მეათე, რომლის პრემიერაც წილისყრის დასრულების შემდეგ გაიმართა.

საიუბილეო სეზონის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა კომენტარები გააკეთეს:

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"მინდა ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს მივულოცო ეს იუბილე, ათი წელია ეს ტურნირი ტარდება ძალიან მაღალ დონეზე, ბუნებრივია ამ ჩემპიონატის მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. არაერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი მისცა ეროვნულ ნაკრებს ამ ლიგამ.

მჯერა, რომ ეს სამჭედლო კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. ნაკრების წარმატების წინაპირობა კი არის მსაგვსი ჩემპიონატების ჩატარება. მინდა ხაზი გავუსვა სპორტული სააგენტო SBM- ის მენეჯმენტს და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, რადგან ეს არის კარგად შეფუთული, მაყურებლამდე სწორად მიტანილი ტურნირი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს."

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი :

"მსგავსი პროექტები ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთის ფედერაცია, კომპანია SBM-თან ერთად ფუტსალის ლიგის ორგანიზატორია, 2017-2018 წლის სეზონსაც ერთობლივად ჩავატარებთ. სასიხარულოა, რომ მათ სამაყვარულო ფეხბურთში უკვე წლებია დამკვიდრებულია.

SBM-ის მიერ ჩატარებული ჩემპიონატები სამაგალითოა. კერძო სექტორი კი, რომლებიც ფეხბურთის განვითარების ხვალინდელი დღეა, ჩართულები არიან ისეთ ჩემპიონატში, როგორიც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაა".

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი:

" ეს მეათე საიუბილეო სეზონია, ჩვენს ჩემპიონატში უკვე 60 გუნდია ჩართული, ეს ყველაფერი კი არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული, რადგან კომპანიები აფასებენ ჩვენს შრომას.

მეთე სეზონი განსხვავებული და განსაკუთრებული იქნება იმიტომ, რომ ბევრი გამოცდილი გუნდი თამაშობს, ბევრი დებიუტანტი და ეს შექმნის იმ დაძაბულობას რაც განსაკუთრებულ სილამაზეს და ელფერს მისცემს ჩემპიონატს."

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედია პარტნიორები: პალიტრა ნიუსი, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა