ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალონსოს სამარცხვინო მოგება

ალონსოს სამარცხვინო მოგება

"ფერარის" გუნდურმა ტაქტიკამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს სეზონში მეორე რბოლა მოაგებინა.

"ფერარის" გუნდურმა ტაქტიკამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს სეზონში მეორე რბოლა მოაგებინა. ჰოკენჰაიმზე გამართულ გერმანიის გრან-პრიზე "ფერარის" დომინირება აშკარა იყო და ამ გუნდს წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია.

თუმცა "სკუდერიამ" შაბათს ისევ ვერ შეძლო კვალიფიკაციის მოგება - როგორც ყოველთვის, სასტარტო ბილიკზე პირველი სებასტიან ფეტელი ("რედ ბული") იდგა და ტრადიციულად, კვლავ ვერ შეძლო რბოლის მოგება - გერმანელი წელს ორჯერ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მაშინ ავიდა, როცა წინა დღეს პოული არ ჰქონდა მოგებული.

როგორც ჩანს, სებამ არ გაითვალისწინა სილვერსტოუნზე მიღებული გაკვეთილი: "რედ ბულის" პილოტმა ისევ გადაწყვიტა სასტარტო რიგის პირველ ხაზზე "მეზობლის" დაბლოკვა, მაგრამ კვლავ ვერ გაართვა თავი ამოცანას: ფერნანდო ალონსო ("ფერარი") მაინც გაძვრა წინ და რაც ყველაზე საინტერესოა, ფელიპე მასამ ("ფერარი") ასი პროცენტით გამოიყენა შანსი და მშვიდად გაიარა ღია დერეფანში. საბოლოოდ, ლიდერობა სწორედ ბრაზილიელმა მოიპოვა, ალონსო და ფეტელი კი უკან დარჩნენ.

არც ისე წარმატებული სტარტი ჰქონდა "რედ ბულის" მეორე წარმომადგენელს - ავსტრალიელ მარკ უებერს. მართალია, თავიდან მან შეძლო მეოთხე პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ პირველი წრის მსვლელობისას ვერაფერი მოუხერხა ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") შეტევებს. სხვათა შორის, მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი") მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა და წინ დაუდგა რობერტ კუბიცას ("რენო") და სტარტზე სამი ადგილით დაწინაურებულ მიხაელ შუმახერს ("მერსედესი"). ლეგენდარული გერმანელი, რომელმაც ჯერ კიდევ ვალენსიაში მოირგო პირველი წრის მეფის სტატუსი, ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო და სხვათა შორის, თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც გაუსწრო.

სტარტის ანტიგმირი კი "ტორო როსო" გახდა. ამ გუნდის პილოტებს უკვე პირველი წრის შემდეგ შეეძლოთ ჩაელაგებინათ ჩემოდნები და პირდაპირ უნგრეთში გამგზავრებულიყვნენ: ხაიმე ალგერსუარიმ დამუხრუჭებისას სებასტიან ბუემის ბოლიდის უკანა ანტიფრთა დააზიანა. ესპანელი პიტსტოპის შემდეგ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, შვეიცარიელმა კი ბოქსებში დაასრულა რბოლა.

რბოლის პირველმა წრეებმა დაადასტურა კვალიფიკაციის შემდეგ გამოთქმული ვარაუდი: იმის გამო, რომ "რედ ბული" რბოლაში ჩვეულებრივ უფრო ნელია, ვიდრე კვლაფიკაციაში, ფეტელის გვარიანი ჩამორჩენა მასასა და ალონსოს წყვილთან არავის გაკვირვებია. ამასთან, ეს სამეული უფრო სწრაფი იყო, ვიდრე "მაკლარენის" პილოტები და უებერი, აღარაფერს ვამბობთ პილოტთა ჯგუფზე, რომელსაც რობერტ კუბიცა ედგა სათავეში. პოლონელი და მისი "მეზობლები" ისე დიდი მანძილით ჩამორჩნენ, რომ ფეტელმა (გერმანელი პირველი შევიდა საბურავების გამოსაცვლელად) ადრეული პიტსტოპის შემდეგ ტრასაზე მეექვსე პოზიციაზე დაბრუნება შეძლო.

თანდათან ბოქსებში სხვა ლიდერებიც შევიდნენ, რამაც წინა რიგებში ერთი ცვლილება გამოიწვია: უებერი ისედაც სუსტად გამოიყურებოდა და ახლა ბატონიც გაუშვა წინ. უფრო უკან როსბერგმა პიტსტოპზე გვიან შესვლის გამო შუმახერს გაუსწრო (კუბიცა ისევ "მერსედესის" პილოტების წინ იყო).

ამასობაში, ფერნანდო ალონსო უშედეგოდ ცდილობდა მასას გასწრებას. ესპანელმა რამდენჯერმე შეუტია თანაგუნდელს (მაგალითად, წრეზე ჩამორჩენილების გასწრებისას), მაგრამ ფელიპე ოპტიმალურ ტრაექტორიებს არჩევდა და ფერნანდოს წინ არ უშვებდა. შემდეგ ესპანელი, თითქოს გაბრაზდაო, სამი წამით ჩამორჩა ლიდერს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მაქსიმალურად მიუახლოვდა ბრაზილიელს.

რაც ალონსომ ვერ შეძლო, მის ნაცვლად ეს "ფერარის" ხელმძღვანელობამ გააკეთა. გუნდის მიერ მოფიქრებული გუნდური ტაქტიკა ფელიპე მასას რადიოთი მისსავე ინჟინერმა რობ სმედლიმ აცნობა. "მაშ ასე... ფერნანდო შენზე სწრაფია... მიხვდი რას ნიშნავს ეს შეტყობინება?" - ოფიციალური ხმით აცნობა შეგირდს სმედლიმ. მასამ ყველაფერი სწორად გაიგო, აქსელერატორიდან ფეხი აუშვა და ბრძოლის გარეშე გაატარა ალონსო.

რბოლის წინ ალონსოს 98 ქულა ჰქონდა, მასას - 67. ეს იყო მე-11 რბოლა სეზონში. ვითომ დადგა ის მომენტი, როცა შეიძლება გუნდის მონაწილეების პირველ და მეორე ნომრებად დაყოფა? ნებისმიერ შემთხვევაში, "ფერარი" კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. სპონსორები კმაყოფილები არიან, გულშემატკივრები... ვინ იცის.

მოკლედ, "ფერარიმ" თავის ჩვეულ სტილში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი, რითაც სეზონში პირველი დუბლიც გაინაღდა. ფეტელი, რომელსაც კვლავ არ ჰყოფნიდა სიჩქარე გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მესამე ადგილით დაკმაყოფილდა - გერმანელი მხოლოდ იმას გამორჩა, რომ რამდენიმე ქულით შეამცირა საერთო ჩათვლაში სხვაობა ჰემილტონთან და ბატონთან. ლუისს ფინიშთან ახლოს საწვავის დაზოგვა ურჩიეს, მაგრამ თურქეთის ისტორია არ განმეორდა - ჯენსონის მხრიდან გართულებები არ ყოფილა.

რბოლის შემდეგ კი "ფერარიში" მომხდარი ისტორია საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. გერმანიის გრან-პრის სტიუარდებმა "სკუდერიას" მენეჯერები და ხელმძვანელობა დაიბარეს სიტუაციის გასაკვევად. მათ ეჭვი შეეპარათ იმაში, რომ იტალიელებმა აკრძალული გუნდური ტაქტიკა გამოიყენეს. მსაჯებმა შეისწავლეს მანქანების ტელემეტრია და რადიოჩანაწერები და მოგვიანებით გადაწყვეტილებაც გამოიტანეს. "ფერარი" რეგლამენტის 151-ე მუხლის მიხედვით დამნაშავედ სცნეს სპორტის იმიჯის შელახვაში, აგრეთვე გუნდური ტაქტიკის გამოყენებაში. რბოლის შედეგები არ გადაიხედება, მაგრამ "ფერარი" ჯარიმის სახით 100 ათას დოლარს გადაიხდის.

ახლა კი ინციდენტის მონაწილეთა კომენტარებსაც გავეცნოთ. ფერნანდო ალონსო: "ჩვენ პროფესიონალი პილოტები ვართ, ერთ გუნდში ვმუშაობთ და ყოველთვის მაქსიმალური შედეგების მიღწევას ვცდილობთ. ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ, თანაც არამარტო ტრასაზე, არამედ ბაზაზე გრან-პრისთვის მომზადების დროს. ბოლო რბოლებში სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ და დღეს ამ მუშაობის შედეგი სახეზე იყო. გუნდი კმაყოფილია, პრესას კი შეუძლია, რაც სურს ის დაწეროს.

წელს უკვე იყო ჩვენს კონკურენტებს შორის შეჯახებები და მათ უამრავი ქულა დაკარგეს, ჩვენი კი დღეს 42 ქულა მოვუტანეთ "ფერარის" - სწორედ ამისთვის ვიყავით აქ".

ფელიპე მასა: "ალბათ, გამარჯვებას ვიმსახურებდი. ბრწყინვალე სტარტი ავიღე, მანქანაც ძალიან სწრაფი იყო. მართალია, რბოლის მსვლელობისას მცირე პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად მიდიოდა. რადიოშეტყობინება? არ მგონია, რომ ახლა ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. ერთადერთი, ეს შემიძლია ვთქვა - ორივენი გუნდზე ვმუშაობთ და დღეს მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ".

"ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის შედეგი, რომელიც გუნდს სჭირდება. კარგია, რომ გუნდურ დუბლს მივაღწიეთ. ვულოცავ "ფერარის" და ორივე პილოტს... ვიცი, რის შესახებ იქნება თქვენი შემდეგი შეკითხვა!

ჩავთვალეთ, რომ ფელიპე უფრო ნელა მიდიოდა და ალონსო მას ეწეოდა - მიზეზი მხოლოდ ეს არის. ვფიქრობ, არ ღირს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი.

დიახ, გუნდური ტაქტიკა წესებით აკრძალულია, მაგრამ მთავარია გუნდური ინტერესები. ბრძოლის მსვლელობაში არავინ ჩარეულა. მთავარია, რომ "ფერარის" პილოტებმა პირველი ორი ადგილი დაიკავეს. არ მგონია, რომ საერთაშორისო ფედერაციას რაიმე კითხვები ჰქონდეს ჩვენს მიმართ. თუ იქნება - ჩვენ მზად ვართ პასუხის გასაცემად", - ეს "ფერარის" შეფის სტეფანო დომენიკალის სიტყვებია.

გერმანიის გრან-პრი. XI ეტაპი

ჰოკენჰაიმი (67 წრე, 306.458 კმ)

1(2). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:27.38,864

2(3). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +4,196

3(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +5,121

4(6). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +26,896

5(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +29,482

6(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +43,606

7(7). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) 1 წრე

8(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე

9(11). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე

10(13). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) 1 წრე

11(12). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) 1 წრე

12(8). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე

13(10). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) 1 წრე

14(15). პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) 1 წრე

15(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე

16(22). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 2 წრე

17(14). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 2 წრე

18(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 3 წრე

19(21). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 4 წრე

20(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 11 წრე

21(24). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 14 წრე

22(23). საკონ იამამოტო (HRT F1, იაპონია) 48 წრე

23(18). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 63 წრე

24(17). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 65 წრე

კონსტრუქტორთა თასი

1. მაკლარენი - 300 ქულა; 2. რედ ბული - 272; 3. ფერარი - 208; 4. მერსედესი - 132; 5. რენო - 96; 6. ფორს ინდია - 47; 7. უილიამსი - 31; 8. BMW-ზაუბერი - 15; 7. ტორო როსო - 10.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!