საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური დღეს რუსთავში დაიწყო, სადაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველად შედგა ქვემოქართლური დერბი

საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური დღეს რუსთავში დაიწყო, სადაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველად შედგა ქვემოქართლური დერბი. რუსთაველებმა სუპერლიგის დებიუტანტს, მარნეულის"დელტას“ უმასპინძლეს. ქვემო ქართლი ჩვენი ქვეყნის პირველი რეგიონია, რომელიც უმაღლეს ლიგაში 2 გუნდითაა წარმოდგენილი.

რუსთაველებმა საამსეზონოდ საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრეს. ქვემოქართლურმა კლუბმა გამრჯე ლეგიონერები შეიმატა, რომელთა ძალისხმევითაც დღეს მარნეულის"დელტასთან“ იოლი გამარჯვება იზეიმა. დარბაზი სავსე იყო და მასპინძლებს ქომაგობა არ აკლდათ. მოთამაშეებმაც მათ იმედი არ გაუცრუეს და ლიდერობას თავიდანვე რომ დაეპატრონნენ, თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.

„რუსთავმა“ პირველი პერიოდი 23:17 მოიგო, ხოლო გარდატეხა მეორეში მოახდინა. ათწუთეული მასპინძლებმა 34:19 მოიგეს და სტუმრებს დაანახეს, რომ წარმატების შანსი მინიმალური ჰქონდათ. რუსთაველები მეტოქეს როგორც პერიმეტრზე, ისე სამწამიან ზონაში ჯობნიდნენ. ადამ ბლეიზეკმა, რევაზ ჩაჩანიძემ და გიგი გოგობერიშვილმა სტუმრებს სამქულიანების სეტყვა დაატეხეს, ხოლო ფარქვეშ ტაირელ ნელსონი და პოლ კუპერი ოპონენტებს არაფერს უთმობდნენ და მესამე პერიოდში მასპინძელთა ლიდერობამ 30 ქულას მიაღწია.

შეხვედრის ბოლო წუთებზე"რუსთავის“ მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულის წევრები მოედნიდან გაიხმო და შანსი სათადარიგოებს მისცა, რითაც მარნეულელებმა ისარგებლეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. ბოლო 2 წუთში მოედანს რუსთაველი ლეგიონერები დაუბრუნდნენ და თამაში მანამდელ კალაპოტს დაუბრუნეს.

საბოლოოდ"რუსთავმა“ 96:78 იმარჯვა და სანამ მე-2 ტური დასრულდებოდეს, სუპერლიგის ცხრილს თავში მოექცა. მასპინძელებს 20-20 ქულით ადამ ბლეიზეკმა და ტაირელ ნელსონმა ულიდერეს. ბლეიზეკმა სულაც საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა და სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. კანადელმა ლეგიონერმა სუპერლიგის რეკორდი დაამყარა და 10 ჩაჭრა მიითვალა.

5 სამქულიანი და მთლიანობაში 17 ქულა ჩააგდო რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. მარნეულის"დელტაში“ 20 ქულით ნიკ ნილი გამოირჩა, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა დეანდრე რეიმ, ხოლო ზვიად ანთაძის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგა. II ტური

რუსთვი - მარნეული 96:78

23:17, 34:19, 11:19, 22:19, 17:23

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
სუპერლიგა: "მარნეული" - "ოლიმპი" 86:78
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო
სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მარნეული" 80:77
სუპერლიგა: "დინამომ" "მარნეულს" 23 ქულით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
სუპერლიგა: "მარნეული" - "ქუთაისი" 81:89
სუპერლიგა: "კაკტუსმა" "მარნეულს" სძლია და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?