სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მარნეული" 80:77
“ოლიმპისა” და მარნეულის “დელტას” მატჩის ფინალი დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე, ოლიმპელთა სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა ქვემოქართლელებსაც უნდა დავუფასოთ გარჯა – თემურ კანკიას გაწვრთნილმა “დელტამ” ბოლომდე იბრძოლა, სოლიდური ჩამორჩენაც აღმოფხვრა და ბოლო წამებზე გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.

მარნეულელებმა გადამწყვეტ მომენტში საბედისწერო შეცდომები დაუშვეს. პირველად საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე, როცა 1 ქულით ჩამორჩენილებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს, ხოლო მეორედ ნიკოლას ნილმა პოტენციურად გამარჯვების ორქულიანი ააცილა. ეს ბურთი რომ ჩავარდნილიყო, “დელტა” ქულით დაწინაურდებოდა და სირენამდე 1 წამი რჩებოდა, მაგრამ ყველაფერი იმ გუნდის სასარგებლოდ დასრულდა, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა.

“ოლიმპმა” პირველი პერიოდი 24:16 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 13 ქულით ლიდერობდა. ამის შემდეგ დაიწყო ქვემოქართლელთა ბრძოლა ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, რომელიც ბოლო წამებამდე გაგრძელდა და როგორც აღვნიშნეთ, მათთვის შედეგიანად არ დასრულებულა. გუნდური თამაშისა და ბოლომდე დაცვითი თამაშის ხარჯზე ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა 80:77 იმარჯვეს და საპლეიოფო ბრძოლაში პოზიციები არ დათმეს – (იხილეთ: ცხრილი)

“ოლიმპში” 14 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გეგი ბაქრაძე. 13-13 ქულა მოაგროვეს ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მიხეილ ჭოჭუამ და რევაზ როგავამ. გამარჯვებულებს 10 ქულა მიაშველა ალექსანდრე ბოლქვაძემ. “მარნეულში” 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლას ნილი, 20 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო ლევან ფაცაციას ანგარიშზე 15 ქულა და 8 პასი დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

თემურ კანკია – “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:

“პირველ რიგში, წაგების მიუხედავად, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს. მით უფრო, რომ ტრავმის გამო არტიომ შვეცი გვაკლდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და მეორეში შევძელით ძალების მობილიზება. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბოლო მომენტში არ გაგვიმართლა.”

დავით როგავა – „ოლიმპის“ მწვრთნელი:

„შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით – არა. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ის, რაც მეორე ნახევარში მოხდა, არ უნდა განმეორდეს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გველის და უკეთ უნდა მოვემზადოთ. გუნდს, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია აქვს, ისეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს, რაც მეორე ნახევარში მოხდა“.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
სუპერლიგა: "მარნეული" - "ოლიმპი" 86:78
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
სუპერლიგა: "მარნეული" - "კაკტუსი" 106:95
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
სუპერლიგა: "დინამომ" "მარნეულს" 23 ქულით სძლია
სუპერლიგა: "მარნეული" - "ქუთაისი" 81:89
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგა: "კაკტუსმა" "მარნეულს" სძლია და გალიდერდა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა