...მოქმედი ჩემპიონის, "ჩელსის" ამბით დავიწყოთ
...მოქმედი ჩემპიონის, "ჩელსის" ამბით დავიწყოთ.

ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" მომქანცველი საფეხბურთო თრილერი რომ გადაიტანა, ლონდონელები ახლა შინ წინა ტურის ერთ-ერთ გმირს, "უოტფორდს" მიიღებენ კანტეს, მოზესისა და დრინკუოტერის გარეშე.

სტუმარს შემადგენლობა შეთხელებული ჰყავს, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზეა, რადგან წინა ტურში საკუთარ მოედანზე თვით "არსენალი" გააკრა ბეჭებზე ("უოტფორდი" თავიდან აგებდა) და... მეოთხე ადგილზე აღზევდა.

ბაილის, ქერიკის, ფელაინის, იბრაჰიმოვიჩისა და პოგბას გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე მაინც იოლად უნდა გაუმკლავდეს "ჰადერსფილს". ჟოზე მოურინიო წინა ტურში "ენფილდზე" დაუზავდა "ლივერპულს" და, წესით, ქულების დაკარგვა აღარ უნდა დაუშვას, თორემ თანაქალაქელი "სიტის" დაწევა მერე ურთულესი საქმე იქნება.

რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი ლიდერი უდავო ფავორიტია "ბარნლისთან" საშინაო მატჩში. "ქალაქელებს" არ ეყოლებათ მენდი, კომპანის მინდორზე გასვლას კი დიდი კითხვის ნიშანი უზის, სამაგიეროდ, მოსალოდნელია სერხიო აგუეროს დაბრუნება.

დაბოლოს, ჯადოსნური ინგლისური კვირა ორი შესანიშნავი მატჩით. "ევერტონმა", ბევრი პრემიერლიგის მთავარსიურპრიზობას რომ უწინასწარმეტყველებდა, ოდესმე უნდა გაიღვიძოს. და რატომ არ შეიძლება, ეს არასტაბილურ "არსენალთან" მატჩში მოხდეს? "ბოროტი ენები" ამბობენ, თუ "მეთოფეებთანაც" დამარცხდა, "ევერტონის" თავკაც რონალდ კუმანს კარისკენ მიუთითებენო...

მასპინძლებს დააკლდებიან ბარკლი, ფუნეს მორი და ბოლასი. შეიძლება, უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდეს ირლანდიის ნაკრების კაპიტანი სიმუს კოულმენი. რაც შეეხება "არსენალს", არსენ ვენგერს ფონს გასვლა კასორლას, ჩემბერსის, მუსტაფისა და უელბეკის გარეშე მოუწევს.

ტური კი დაიხურება მთავარი მატჩით, რომელშიც "ტოტენჰემი" მიიღებს "ლივერპულს". მასპინძლები, ფაქტობრივად, საბრძოლო შემადგენლობით არიან. "ლივერპული" კი უკვე მიეჩვია ადამ ლალანას გარეშე თამაშს. ეგაა, იურგენ კლოპის გუნდს თავდასხმაში ძალიან დაეტყობა ტრავმირებული ლიდერის, სენეგალელი სადიო მანეს არყოფნა.

ფაქტები

"უოტფორდს" "ჩელსისთვის" 1999 წლის შემდეგ არ მოუგია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში პირველად ითამაშებს "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ.

"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე პრემიერლიგაში ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო.

"ლესტერს" ამ ტურში დროებითი მწვრთნელი მაიკლ ეფლტონი გაუძღვება.

"ევერტონსა" და "არსენალს" შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ტოტენჰემმა" "ლივერპულს" პრემიერლიგაში ბოლოს 2012 წელს მოუგო.

პრემიერლიგა. IX ტური

პარასკევი, 20 ოქტომბერი

ვესტ ჰემი-ბრაიტონი 23:00

შაბათი, 21 ოქტომბერი

ჩელსი-უოტფორდი 15:30

ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნ 18:00

მან. სიტი-ბარნლი 18:00

ნიუკასლი-კრ. პალასი 18:00

სტოკი-ბორნმუთი 18:00

სუონსი-ლესტერი 18:00

საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 20:30

კვირა, 22 ოქტომბერი

ევერტონი-არსენალი 16:30

ტოტენჰემი-ლივერპული 19:00

ბომბარდირები: 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), გაბრიელ ჟეზუში (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ალვარო მორატა (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს