ბუნდესლიგის მორიგ ტურში სუპერმატჩი არ არის, მაგრამ არის ისეთი შეხვედრები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იპყრობენ
ბუნდესლიგის მორიგ ტურში სუპერმატჩი არ არის, მაგრამ არის ისეთი შეხვედრები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იპყრობენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლიდერ "დორტმუნდისა" და მისი

მდევრის, "ბაიერნის" ამბავი უნდა მოვიკითხოთ.

შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურად ვერ მოუგო აპოელ-ს, ეს ტურნირი "დორტმუნდისთვის" დასრულებულია. აქედან გამომდინარე, გუნდმა აქცენტი ბუნდესლიგაზე უნდა გადაიტანოს. დორტმუნდელები ჩავლენ ფრანკფურტში, სადაც მათ კარგ ფორმაში მყოფი "აინტრახტი" ელის.

თუ მასპინძლები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ (მათი ერთადერთი დანაკლისი ფალეტია), "დორტმუნდის" შემადგენლობა ისევ განახევრებულია. ვერ ითამაშებენ პაპასტატპულოსი (დისკვალიფიკაცია), დურმი, შმელცერი, გერეირო, პიშჩეკი, შიურლე და როისი, რაც, თავისთავად, ბევრ პრობლემას უქმნის გუნდს.

"ბაიერნი" ჩავა ჰამბურგში, სადაც თითქმის სულ იგებს. მასპინძლებს მხოლოდ ნიკოლაი მიულერი აკლიათ. ეს მაშინ, როცა "რეკორდმაისტერს" ნოიერი, რიბერი, ბერნატი და მარტინესი არ ეყოლება. მას შემდეგ, რაც "ბაიერნს" იუპ ჰაინკესი დაუბრუნდა, გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და გოლი გოლზე გააქვს. რაც მთავარია, მიუნხენურ გიგანტს " თამაშის სხვანაირი ხალისი ეტყობა და როცა ხასიათზეა, მისი შეჩერება ძალიან რთულია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.

ძალიან ყოჩაღი და თვალსასეირო "ლაიპციგი" საშინაო ასპარეზზე მიიღებს "შტუტგარტს". თუ აღმოსავლეთგერმანელთა ამჟამინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ილსანკერის არყოფნა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების მესამეადგილოსნისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ უნდა იყოს.

მართალია, რამდენიმე ფეხბურთელი ორივე გუნდს აკლია, მაგრამ თვალსასეირო უნდა გამოდგეს "ვოლფსბურგისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრა. შესაძლოა, ამ მატჩში შედგეს "მგლების" შემადგენლობაში გერმანიის ნაკრების ფორვარდის, მარიო გომესის დაბრუნება, ვინც აქამდე ტრავმის გამო უქმობდა.

"ჰოფენჰაიმი" კი წლეულს ბუნდესლიგაში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას და თუ დაცვას მიხედავს, შეუძლებელი არაფერი იქნება, მით უმეტეს, რომ შეტევაში მართლაც შესანიშნავად გამოიყურება.

ფაქტები

"შალკეს" მონაწილეობით ბოლო სამ მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გადის.

"აინტრახტი" შესანიშნავ ფორმაშია: ბოლო 4 შეხვედრაში 9 ქულა მოაგროვა.

"გლადბახმა" ბოლო სამ ბუნდესლიგურ შეხვედრაში დაამარცხა "ლევერკუზენი".

"ლაიპციგი" და "შტუტგარტი" ბუნდესლიგაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

"ჰამბურგმა" "ბაიერნს" ბუნდესლიგაში ბოლოს 2009 წელს მოუგო.

"კიოლნსა" და "ვერდერს" ის აერთიანებთ, რომ ბუნდესლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ ორივე გუნდი პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

ბუნდესლიგა. IX ტური

პარასკევი, 20 ოქტომბერი

შალკე-მაინცი 22:30

შაბათი, 21 ოქტომბერი

ლაიპციგი-შტუტგარტი 17:30

გლადხახი-ლევერკუზენი 17:30

აინტრახტი-დორტმუნდი 17:30

აუგსბურგი-ჰანოვერი 17:30

ჰამბურგი-ბაიერნი 20:30

კვირა, 22 ოქტომბერი

კიოლნი-ვერდერი 15:30

ფრაიბურგი-ჰერტა 17:30

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 20:00

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
კურიოზული შემთხვევა ბუნდესლიგაში: თოვლმა ბურთი კარის ხაზზე გააქვავა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] გოლი ბოლო წუთზე - გოჩოლეიშვილის კაცნაკლულმა "ჰამბურგმა" "შტუტგარტს" მოუგო
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "ჰანოვერს" თამაში შემოუტრიალა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ბუდუ სასტარტოში იყო - "კარლსრუემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს