თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. "ბასკონიას" ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც ამ სეზონიდან გუნდის კაპიტანია, "გიპუზკოა ბასკეტთან" შეხვედრაში 23 ქულა მოაგროვა და ვიტორიელებს გამარჯვება მოაპოვებინა. დაძაბული ორთაბრძოლა ბასკონიელებმა 68:66 მოიგეს.

მატჩში მოედანზე მყოფთაგან შენგელიამ ყველაზე მეტი – 36:36 წუთი ითამაშა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. თოკომ 9-დან 8 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 33 ერთეული შეადგინა, რაც მე-5 ტურის მატჩების მონაწილეთაგან ვერავინ გადაფარა.

"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გაცილებით მეტი, ვიდრე ჩემი პირადი სტატისტიკა. რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის მერე მოგება გვჭირდებოდა. 4-მატჩიანი საგარეო ტურნეს შემდეგ, როგორც იქნა, შინ დავბრუნდით და იმედია, ახლა წარმატებული სერია გვექნება.

ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გველის, რადგანაც ევროლიგაში 2 გადაბმული მატჩია დაგეგმილი და შემდეგ, ჩემპიონატშიც შინაურ კედლებში ვითამაშებთ.

ვცდილობ, "ბასკონიას" მაქსიმალური დახმარება გავუწიო. მინდა, თანაგუნდელებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყო, როგორც მოედანზე, ასევე – მის მიღმა. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ჩემი გარჯა შედეგის მომტანი აღმოჩნდა", - განაცხადა შენგელიამ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა