შაბათს განცალკევებითმა რბოლამ საბოლოოდ დაასრულა წლევანდელ ტურში ძალთა გადანაწილება.

შაბათს განცალკევებითმა რბოლამ საბოლოოდ დაასრულა წლევანდელ ტურში ძალთა გადანაწილება. ვისაც ეჭვი ეპარებოდა ალბერტო კონტადორის გამარჯვებაში, ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ესპანელი მსოფლიოში საუკეთესო ველომრბოლია. ენდი შლეკმა ბოლოსწინა რბოლაში განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენა და კიდევ უფრო ჩამორჩა საერთო ჩათვლაში მთავარ კონკურენტს.

ბოლო ბრძოლა ბორდოდან პოილიაკამდე 52 კილომეტრს მოიცავდა. რელიეფი თითქმის მთლიანად სწორი იყო, თანაც მონაწილეებს ამინდმაც გაუმართლა - ველომრბოლები წვიმას არ შეუწუხებია. უბრალოდ, დღის მეორე ნახევარში ქარი გაძლიერდა და სტარტზე გვიან გასულებს ოდნავ შეუშალა ხელი.

რბოლას სამი ინტრიგა ჰქონდა. პირველ რიგში, ეს იყო დუელი ალბერტო კონტადორსა და ანდი შლეკს შორის. ეტაპის წინ ესპანელის უპირატესობა 8 წამს შეადგენდა, რაც ძალიან მცირე სხვაობაა, მაგრამ აქამდე კონტადორი განცალკევებით რბოლაში ყოველთვის ანდიზე ძლიერი იყო, ამიტომაც ცოტას ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ლუქსემბურგელი შეძლებდა ამ მცირე ჩამორჩენის გაბათილებასა და ტურის მოგებას. ერთ-ერთი ოპტიმისტი თავად შლეკი გახლდათ: "გადამწყვეტი რბოლა ყველაზე რთული იქნება კარიერაში. ის ფაქტი, რომ ჩემგან გენერალურ კლასიფიკაციაში გამარჯვებას არავინ ელის, საქმეს ამარტივებს - შემიძლია სიმშვიდე შევინარჩუნო. ჩამორჩენა სულ რაღაც რვა წამია, ასე რომ ბრძოლა შეიძლება", - ამბობდა სტარტის წინ შლეკი.

მეორე ინტრიგა იყო საერთო ჩათვლაში მესამე ადგილისთვის ბრძოლა დენის მენშოვსა და სამუელ სანჩესს შორის. რუსი 21 წამს აგებდა ესპანელთან, თუმცა მას ამ ჩამორჩენის გაბათილების უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე შლეკს კონტადორის დაწევის.

და, რა თქმა უნდა, მესამე ინტრიგა იყო თავად ეტაპის გამარჯვებულის გარკვევა. საინტერესო იყო განცალკევებით რბოლის ორი საუკეთესო სპეციალისტის - შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარასა და გერმანელი ტონი მარტინის დუელი. ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქამდე გაირკვა, სანამ ტრასაზე გენერალური კლასიფიკაციის ლიდერები გავიდოდნენ. ოლიმპიური ჩემპიონი კანჩელარა დღის დასაწყისში გავიდა ტრასაზე და შემდეგ დიდი ხანი ადევნებდა თვალს კონკურენტების გამოსვლას. საბოლოოდ, შვეიცარიელის დროის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო - უახლოესი მდევარი ტონი მარტინი 17 წამით ჩამორჩა.

ბევრ ცნობილ ველომრბოლს დაეტყო სამკვირიანი მომქანცველი მარათონი და ამ ეტაპისთვის უბრალოდ ძალა აღარ შერჩა. მაგალითად, ალექსანდრ ვინოკუროვი მხოლოდ 33-ე ადგილზე გავიდა. ბევრი ელოდა ლენს არმსტრონგისგან კარგ გამოსვლას, მაგრამ ყოველ საშუალედო ფინიშზე ის უკან იხევდა - ამერიკელი 67-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა იყო და წააგო მწვანე მაისურის მფლობელ ალესანდრო პეტაკისთან. ჯირო დ'იტალიას გამარჯვებულ ივან ბასოს 147-ე ადგილი ერგო, კეიდელ ევანსს - 166-ე. კომენტარი ზედმეტია.

ახლა მთავარი ბრძოლების შესახებ. რუსმა მენშოვმა უკვე დისტანციის პირველ ნაწილში მოუსპო სანჩესს მესამე ადგილის შენარჩუნების შანსი. საბოლოოდ, ჯირო დ'იტალიას ყოფილმა გამარჯვებულმა ორ წუთზე მეტი მოუგო ოლიმპიურ ჩემპიონს და კარიერაში მეორედ დაასრულა ტური მესამე ადგილზე.

საერთო ჩათვლის ლიდერთა ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. შლეკმა შესანიშნავად იმუშავა დისტანციის პირველ ნახევარზე და ერთ მომენტში ექვს წამს უსწრებდა კონტადორს, ეს კი გენერალურ კლასიფიკაციაში მხოლოდ ორწამიან ჩამორჩენას უდრიდა. მაგრამ შემდეგ კონტადორმა ტემპს უმატა და თანდათანობით გაზარდა უპიტარესობა, რომელმაც ფინიშზე 31 წამი შეადგინა. სასწაული არ მოხდა. კონტადორმა მესამედ მოიგო ტურ დე ფრანსი, რის გამოც ფინიშზე ძლივს იკავებდა ცრემლებს. აღსანიშნავია, რომ სამი კვირის განმავლობაში ალბერტოს არც ერთი ეტაპი არ მოუგია. შესაბამისად, ის ტურის პირველი გამარჯვებულია ამ საუკუნეში, რომელმაც ეტაპის მოუგებლად მოიპოვა მთავარი პრიზი.

გუშინ კი ტურის კიდევ ერთმა გმირმა ისახელა თავი. წლევანდელ რბოლაში მეხუთე ეტაპი მოიგო ბრიტანელმა მარკ კევენდიშმა, რითაც ტურზე გამარჯვებების რიცხი თხუთმეტამდე აიყვანა, რაც ფრანგული ველომარათონის ისტორიაში მეორე შედეგია.

XIX ეტაპი

ბორდო-პოილიაკი (52 კმ)

1. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, SaxoBank) - 1.00,56; 2. ტონი მარტინი (გერ, HTC-Columbia) - +0,17; 3. ბერტ გრაბში (გერ, HTC-Columbia) - +1,48; 4. იგნატს კონოვალოვსი (ლატ, Cervelo TestTeam) - +2,34; 5. დევიდ ზაბრისკი (აშშ, Garmin) - +3,00; 6. კოოს მორენჰაუტი (ჰოლ, Rabobank) - +3,03... 11. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - 3,51... 33. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +5,32... 35. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - 5,43... 40. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - +5,51... 41. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, Radioshack) - +5,59... 44. ანდი შლეკი (ლუქ, Team SaxoBank) - +6,14... 48. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +6,30... 67. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - +7,05... 71. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - 7,10... 82. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - 7,25... 109. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - 8,33... 145. ივან ბასო (იტა, Liquigas) - +9,51... 166. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - 10,57...

XX ეტაპი

ლონგჟუმო-პარიზი (102 კმ)

1. მარკ კევენდიში (ბრიტ, HTC-Columbia); 2. ალესანდრო პეტაკი (იტა, Lampre) - იგივე დრო; 3. ჯულიან დინი (ახ. ზელ, Garmin) - იგივე დრო; 4. იურგენ როელანდტსი (ბელ, Omega-Pharam Lotto) - იგივე დრო; 5. ოსკარ ფრეირე (იტა, Rabobank) - იგივე დრო; 6. ჰერალდ ჩიოლეკი (გერ, Team Milram) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - 91.58,48; 2. ანდი შლეკი (ლუქ, Team SaxoBank) - +0,39; 3. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - +2,01; 4. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - +3,40; 5. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - +6,54; 6. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - +9,31... 9. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - +1,54... 13. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RadioShack) - +14,40... 16. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +17,46... 20. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +26,37... 23. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - +39,20... 26. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +50,27... 32. ივან ბასო (იტა, Liquigas) - +59,33...

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ვუელტას ველომარათონი კრის ფრუმმა მოიგო
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ