ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

C ჯგუფი : დიდი ნაბიჯი მიზნისკენ

C ჯგუფი : დიდი ნაბიჯი მიზნისკენ

სლოვენიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად
აძურა წინ გაიჭრა

სლოვენია-იტალია 0:1

სლოვენია (4-4-2): ს. ჰანდანოვიჩი – ცეზარი, იოკიჩი, ბრეშკო (70. ანდელკოვიჩი), სულერი – კორენი, კირმი, რადოსავლევიჩი, ბისრა (74. ილიჩიჩი) – დედიჩი (56. ლუბიანკიჩი), ნოვაკოვიჩი.

იტალია (4-4-2): ბუფონი – მაჯო, ბონუჩი, კიელინი, ბალცარეტი – აკვილანი, მოტა, მაური (63. ნოჩერინო), მონტოლივო (87. მარკიზიო) – კასანო (74. როსი), პაცინი.

გოლი: 0:1 მოტა (73)

გაფრთხილება: 1-2

მაყურებელი: 16 000

სლოვენიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. დიახ, ნა,დვილად არ ვაჭარბებთ, რადგან “სკუადრა აძურამ” მთელი ექვსი ქულით გაასწრო უშუალო კონკურენტებს, ასეთი ჰანდიკაპის განიავება კი პრაქტიკულად შეუძლებელია – მით უმეტეს, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულ გრანდზე გვაქვს საუბარი. აი ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ჩეზარე პრანდელის სამწყსომ, ერთადერთი და გადამწყვეტი გოლის ავტორი კი “ინტერის” ნახევარმცველი ტიაგო მოტა გახლავთ. თუმცა, უმჯობესია მივყვეთ თანმიმდევრობით…

პრანდელიმ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე ანტონიო კასანოსა და ჯამპაოლო პაცინის ტანდემი გაამწესა. ერთ ხაზზე იყო განლაგებული ნახევარდაცვის ოთხეული, თუმცა უფრო მეტად შეტევაზე აქცენტირებული მაინც რიკარდო მონტოლივო გახლდათ. უცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ოთხივე ნომინალური ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ხშირად უწევდათ ფლანგზე გადაწევა და მათთვის უჩვეულო ფუნქციების შესრულება. მაგალითად, ალბერტო აკვილანი უფრო მარცხენა ფრთას აზღვევდა, სტეფანო მაური კი მარჯვენას. დაცვის ცენტრში წესით ლეონარდო ბინუჩის და ანდრეა რანოკიას უნდა ეთამაშათ, მაგრამ ეს უკანასკნელი წვრთნისას დაშავდა და იტალიაში დარჩა. შესაბამისად, ცენტრში ჯორჯო კიელინიმ შეიწია, მარცხენა ფრთაზე კი ფედერიკო ბალცარეტი ვიხილეთ. ცნობისთვის, “პალერმოს” უკანახაზელმა საგოლე პასი გააკეთა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. შესანიშნავად გაისარჯა მარჯვენა მცველად გამწესებული კრიატიან მაჯოც, თავისი ფრთა საიმედოდ გადაკეტა და რამდენჯერმე ცენტრიც კარგად დააზღვია. არადა, მაჯო გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და ბევრს არ ეგონა თუ პრანდელი ძირითად შემადგენლობაში გაამწესებდა.

შეხვედრა სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, შესაბამისად, უფრო მეტი სახიფათო მომენტი სწორედ სლოვენიელთა კართან შეიქმნა. კასანო სიღრმეში შედიოდა და იქიდან იწყებდა იერიშებს, პაცინი კი ტრადიციულად თამაშგარის ზღვარზე მომედებდა – თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც სწორედ პაცომ მიიღო ხელსაყრელ პოზიციაზე ბურთი, ძლიერადაც დაარტყა და მეტოქის კარის ძელი შეაზანზარა. გატანა მონტოლივოსაც შეეძლო, საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. პირველ ტაიმში, ერთხელ მასპინძლებმაც გაისროლეს შორი დისტანციიდან, ბურთი ბუფონის კარის ცხრიანში მიდიოდა, მაგრამ ჯიჯიმ შესანიშნავ ნახტომში გადაარჩინა “აძურა” გაშვებულ გოლს.

მეორე ნახევარში, იტალიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა – “აძურა” მთელი გუნდით გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ბურთზე სრული კონტროლი დააწესა. მალევე, “უდინეზეს” კიპერი ჰანდანოვიჩი მთელი თავისი ოსტატობით წარმოჩინდა – ჯერ ანტონიო კასანოს შორეული დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ალბერტო აკვილანის აჯობა, რასაც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების შვებით ამოსუნთქვა მოჰყვა. გოლი მომწიფდაო, ამბობენ და ასე მოხდა სლოვენია-იტალიის შეხვედრაშიც – სტუმრებმა აშკარად დაიმსახურეს ერთი გოლი და გაიტანეს კიდეც… 73-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ტიაგო მოტა მეტოქის კარისკენ დაიძრა, ფედერიკო ბალცარეტისთან კედელი გაითამაშა და მარცხენა ფეხით, უძლიერესი დარტყმით გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში, 0:1. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, მასპინძლები ეცადნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ შტურმის მაგვარიც კი არ გამოუვიდათ და შესაბამისად, ანგარიში უცვლელი დარჩა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელი ნაკლებად ემოციური იყო. განაცხადა, რომ მთლიანობაში კმაყოფილი დარჩა შეგირდების თამაშით, თუმცა ხარვეზებიც ბევრი იყო. გამარჯვების გოლის ავტორი შეაქო და დაამატა, რომ ტიაგო მოტა ნაკრებისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ყალიბდება. ჩეზარემ კმაყოფილება გამოხატა იმით, რომ მოტას სახით იტალიის ნაკერებმა ბრწყინვალე ნახევარმცველი იპოვნა.

სერბეთი-ჩრდ. ირლანდია 2:1

სერბეთი (4-4-2): ბრკიჩი - ივანოვიჩი, ბიშევაჩი, სუბოტიჩი, კოლაროვი - სტანკოვიჩი, კრასიჩი (86. პეტროვიჩი), მილიაჩი (47. იოვანოვიჩი), ტოშიჩი - ლიაიჩი (47. ნინკოვიჩი), პანტელიჩი.

ჩრდ. ირლანდია (4-3-2-1): კამპი - ჰაგერსი, ბაირდი, მაკალეი, ჯ. ევანსი (86. მაკკურტი) - კატკარტი, კ. ევანსი, ბრანტი - ქლაინგანი, გორმანი (78. ფინი) - ლაფერტი (46. ჰილი).

გოლები: 0:1 მაკალეი (40), 1:1 პანტელიჩი (65), 2:1 ტოშიჩი (74).

სერბეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდ. ირლანდიის ეროვნული გუნდი მიიღო, თუმცა მასპინძლის პრივილეგიით, ანუ გულშემატკივართა მხარდაჭერით ვერ ისარგებლა. გემახსოვრებათ თუ რა ამბები დაატრიალებს ბალკანელებმა გენუაში, სადაც გასვლითი პაექრობა უნდა ჩაეტარებინათ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. ის თამაში სწორედ სერბი ულტრასების მიერ მოწყობილი არეულობის გამო ჩაიშალა, "სკუადრა აძურას" ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, სერბებს კი მარცხთან ერთად, სამი საშინაო შეხვედრის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარება გამოუწერეს.

ბალკანელების და კელტების პაექრობა დიდი ვერაფერი საყურებელი გამოდგა, თუმცა სტადიონზე მყოფმა ასამდე ადამიანმა სამი გოლი მაინც იხილა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-40 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჩრდ. ირლანდიელებმა მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდეს ბურთი, იქ კი ყველას მაკალეიმ დაასწრო და თავური დარტყმით, წმინდა ბრიტანულ სტილში გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, 0:1. იქამდეც და მას შემდეგაც, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც მეორე ტაიმში დაუფასდათ კიდეც - 65-ე წუთზე, პანტელიჩმა მიიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოში, კარგად გაისწორა და საშუალო სიძლიერის, მაგრამ ზუსტი დარტყმით ანგარიშის გაქვითვა მოახერხა, 1:1. ცხრა-ათ წუთში სერბებმა კიდევ ერთი შედეგიანი იერიში გამოაცხვეს, ნინკოვიჩი ცენტრიდან დაიძრა მეტოქის საჯარიმოსკენ, გზად ორი მეურვე ჩამოიცილა და ხელსაყრელ პოზიციაზე მდგომი ტიშიჩი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კარგად მიიღო ბურთი და მარცხენა ფეხით, მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა, 1:2.

ამ გამარჯვებით, სერბეთმა შვიდ ქულას მოუყარა თავი და მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მოკალათებულ სლოვენიას, იტალიას კი 13 ქულა აქვს და კონკურენტებს ზემოდან გადაჰყურებს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 5 4 1 0 11-1 13

2. სლოვენია 5 2 1 2 7-4 7

3. სერბეთი 5 2 1 2 7-8 7

4. ესტონეთი 4 2 0 2 6-5 6

5. ჩრდ. ირლანდია 4 1 2 1 3-3 5

6. ფარერები 5 0 1 4 3-16 1

მომდევნო ტური:

29 მარტი: ესტონეთი-სერბეთი, ჩრდ. ირლანდია-სლოვენია.

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა