დავიდ ვილიამ, როგორც იქნა, აისრულა წადილი და ჩეხეთთან გატანილი გოლით ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ესპანეთი-ჩეხეთი 2:1

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, კაპდევილა (58. კასორლა) - ჩაბი ალონსო (46. ტორესი), ბუსკეტსი, ჩავი - ნავასი (86. მარჩენა), ვილია, ინიესტა.

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - პოსპეხი, შივოკი, ჰუბნიკი, მ. კადლეცი - პლაშილი, ჰუბშმანი - რეჟეკი (84. ნეციდი), როსიცკი, პუდილი (78. ჰლუშეკი) - ბაროში.

გოლები: 0:1 პლაშილი (29), 1:1 ვილია (69), 2:1 ვილია (72-პენ)

დავიდ ვილიამ, როგორც იქნა, აისრულა წადილი და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასტურიელმა "ელ გუახემ" ეს მსოფლიოს ჩემპიონთათვის გადამწყვეტ მომენტში შეძლო - მიმდინარეობდა თამაშის 69-ე წუთი, ესპანეთი ევრო 2012-ის პრინციპულ შესარჩევ მატჩში 0:1-ს აგებდა, როცა ანდრეს ინიესტას შესანიშნავი პასი მიიღო და ორ მცველს შორის გაძვრა და ცაციათი პეტრ ჩეხს დაბალ კუთხეში გაუტანა. ეს ვილიას 45-ე გოლი იყო "ფურია როხას" მაისურით, რითაც მან რაულ გონსალეს ბლანკოს გაასწრო. სამ წუთში ვილიამ მეორე გოლიც გაიტანა. ამჯერად, პენალტის ნიშნულიდან (პენალტი ინიესტამ მოიპოვა). ასე გაუხდა "ელ გუახეს" ნაკრებში 46 გოლი.

საოცარია, მაგრამ ფაქტია ვილიას ამ რეკორდისთვის 6 წელიწადი ეყო, მისი დებიუტი 2005 წლის თებერვალში შედგა სან მარინოს ნაკრების წინააღმდეგ (5:0). "ელ გუახეს" პირველ გოლამდე 9 თვის მოცდა მოუწია, მან ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა სლოვაკეთის ნაკრებთან 1:1 დასრულებულ მატჩში. ეს შეხვედრა 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩი იყო. სწორედ იმ მსოფლიოს ჩემპიონატზე წაართვა ვილიამ რაულს ესპანეთის ნაკრების პირველი ფორვარდის სტატუსი, შემდეგ კი მისი 7-ნომრიანი მაისურაც კარგა ხნით დაიბევა.

ევრო 2008-ზე მან 4 გოლით ტურნირის "ოქროს ბუცი" მოიგო, ხოლო შარშანდელ მუნდიალზე 5 გოლით თანაბომბარდირი გახდა.

პირველი გოლი: 2005 წლის 16 ნოემბერი, სლოვაკეთთან.

მე-10 გოლი: 2007 წლის 24 მარტი დანიასთან.

21-ე გოლი: 2008 წლის 10 სექტემბერი სომხეთთან - გაასწრო ტელმო ზარას.

24-ე გოლი: 2008 წლის 19 ნოემბერი, ჩილესთან - გაასწრო ალფრედო დი სტეფანოს.

30-ე გოლი: 2009 წლის 17 ივნისი, ერაყთან - გაასწრო ფერნანდო იეროს.

44-ე გოლი: 2010 წლის 12 ოქტომბერი, შოტლანდიასთან - დაეწია რაულს.

45-ე გოლი: 2011 წლის 25 მარტი, ჩეხეთთან - გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

ესპანეთის ნაკრების მეგოლეები

46 დავიდ ვილია 71 თ.

44 რაული 102

29 ფერნანდო იერო 89

27 ფერნანდო მორიენტესი 47

26 ემილიო ბუტრაგენიო 69

26 ფერნანდო ტორესი 81

23 ალფრედო დი სტეფანო 31

23 ხულიო სალინასი 56

21 მიჩელი 66

20 ტელმო ზარა 20

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 4 4 0 0 12-4 12

2. ჩეხეთი 4 2 0 2 4-3 6

3. შოტლანდია 4 1 1 2 4-5 4

4. ლიტვა 3 1 1 1 2-3 4

5. ლიხტენშტაინი 3 0 0 3 1-8 0

მომდევნო ტური

29 მარტი: ჩეხეთი-ლიხტენშტაინი, ლიტვა-ესპანეთი.

Spain
ისე ესპანეტი გავა ევროპის ჩემპიონატზე და მოიგებს კიდევაც
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა