ტრავმამორჩენილმა კაჭარავამ "ლეხიას" პირველ ტაიმში დუბლი შეუსრულა, მწვრთნელმა აღარ გარისკა და შეცვალა [VIDEO]
კელჩეს "კორონას" იტალიელი მწვრთნელი ჯინო ლეტიერი ქართველ თავდამსხმელს ნიკა კაჭარავას გუნდისთვის მნიშვნელოვან თავდამსხმელად თვლის და ძალიან უფრთხილდება.

როდესაც ნიკამ ტრავმა მოირჩინა, ზაბჟეში გურნიკთან ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, 59-ე წუთზე კი, როცა 1:3-ს აგებდნენ, გარისკა, შეუშვა შეცლაზე და თამაშის სურათიც შეიცვალა. ჯერ ცვიჯანოვიჩმა ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 84-ე წუთზე კაჭარავამ მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი აართვა, კიელბს საგოლეს უპასა, 3:3 და "კორონამ" ქულა გადაარჩინა.

შემდეგი შეხვედრა კელჩეს გუნდს თასზე ქონდა ლუბინში "ზაგლებიესთან" და ლეტიერიმ ნიკა არ ათამაშა. მის გარეშე მოიგეს 1:0. დღეს კი ჩემპიონატის მე-14 ტურში გდანსკში "ლეხიასთან" სასტარტოში დააყენა, პირველ ტაიმში ქართველმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა, მატჩის პირველი ნახევარი მისმა გუნდმა 4:0 მოიგო და ნაანტრაქტევს მწვრთნელმა აღარ გარისკა და კაჭარავა შეცვალა. შეხვედრა კი "კორონამ" 5:0 მოიგო, 22 ქულით მე-6 ადგილზეა და ლიდერებს კვალდაკვალ მისდევს.

3 ნოემბერს, მე-15 ტურში "კორონა" ვროცლავის "შლიონსკს" მასპინძლობს.

Gio
წელიწადში ერთხელ ვიღაც გოლს გაიტანს და მონათლავენ უცებ "ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელად, კრაუჩად და რონალდოდ" ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებს კორონაში და ზორიაში არავინ გააჩერებს!
სოსო
ნიკას ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს,ყველა ლიგაში წარმატებით ითამაშებდა.
hoo
კაი ფორვარდია, დღეს ქართველებში ყველა სჯობს, მამამისზე მაგრია
shako
ქვილითაიას ჯობს ეს
araz
10-ში გორში კვიპროსთან გოლი კაჭარავა
კახა ქირია
მართლა კრაუჩს გავს.ზუსტი შედარებაა.
სეო
ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელია. ამ ბიჭს შეუძლია წამყვან კლუბში თამაში. კრაუჩის სტილი აქვს. იმედია ტრავმები ამასაც არ გააწვალებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კაჭარავამ "კორონა" პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე ადგილზე გადაიყვანა [VIDEO]
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნიკა კაჭარავამ ისევ გაიტანა გოლი და საგოლე გადაცემაც გააკეთა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ლეგიონი: კაჭარავამ ლიდერთან თამაში შემოატრიალა [VIDEO]
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა [VIDEO]
კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა