2017-18 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობრივი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა

2017-18 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობრივი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა. ახალი სეზონის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის 2018 წლის ზამთრის მოახლოებული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 9-25 თებერვალს გაიმართება სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში. ოთხწლეულის ამ ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტის წინ სპორტსმენები აქტიურად მონაწილეობენ ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში.

სწორედ ამ რანგის ტურნირი, ჩელენჯერის სერიის ციკლით, 26-29 ოქტომბერს გაიმართა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, რომელშიც მონაწილეობდა 20 -ზე მეტი ქვეყნის მოციგურავე. აღნიშნული ტურნირი 2015 წლიდან ტარდება და მოციგურავეები მასში ასპარეზობენ რეიტინგის ზრდისა და მსოფლიო რეკორდული მაჩვენებლის ასამაღლებლად. მინსკ-არენაზე ახალი პროგრამები წარმოადგინეს ქართველმა მოციგურავეებმა, სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძემ.

ქართველი სპორტსმენები ასპარეზობდნენ ისეთ სახელოვან სპორტსმენებთან ერთად, როგორებიც არიან სენიორთა კატეგორიაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, ებრაელი მოციგურავე ალექსეი ბიჩენკო, გერმანიის ჩემპიონი და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის საუკეთესო ათეულის წევრი პეტერ ლიებერსი, იტალიის ჩემპიონი ივან რიგინი, ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი სერგეი ვორონოვი.

ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში და 12 ქვეყნის 17 სპორტსმენს შორის 227,31 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ეს მორისის მეორე წარმატებული გამოსვლაა მოსკოვში გამართული გრან-პრის ტურნირის შემდეგ და საკმაოდ სერიოზული განაცხადია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების წინ. ასევე, მე -2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა იუნიორთა შორის ქართველმა მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ, რომლისთვისაც ეს წარმატება საკმაოდ მაღალი შედეგი იყო ასეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე.

ქართველ მოციგურავეებს მინსკში თან ახლდნენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და გენერალური მდივანი, ტურნირზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსით წარდგენილი სალომე ჩიგოგიძე.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

კახა
წარმატებები!მადლობა კიდე ბევრჯერ გესახელებინოს სამშობლო.
გურგენიძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზეა
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
"ჩემი ქვეყნით ვამაყობ" - ანასტასია გუბანოვა საქართველოზე
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
ყვითელაშვილი, გუბანოვა... - მსოფლიოზე ოლიმპიადის მონაწილეებით
ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]
ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია
34-ე ადგილი სამთო-თხილამურებში და ყვითელაშვილი ამჯერად ინდივიდუალური პროგრამით
ყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]