ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, საუკეთესო მატჩი ჩაატარა
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ბოისამ, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს არცთუ დიდი ხნის წინ დაუბრუნდა, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლიუბლიანის "ოლიმპიამ" სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ჰელიოსს" 87:75 სძლია და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

შერმადინმაც და ბოისამაც "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში ითამაშეს. ბოისამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და 16 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ვოვამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო და ერთადერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ იუხეშეს. შერმადინმა კი 15 წუთში 5 ქულა (2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო) და 5 მოხსნა მიითვალა, მოედანი კი 5 ჯარიმის მიღების შემდეგ დატოვა.

იტალიის სერია A-ში მანუჩარ მარკოიშვილის "მედიკალ კანტუ" "დინამო სასარის" ესტუმრა და 23-ე ტურში მე-17 გამარჯვება მოიპოვა - 76:74. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ ცხრამეტ წუთში კი 10 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. დამარცხდა "კანადიან სოლარი", სადაც ვიქტორ სანიკიძე თამაშობს. ბოლონიელები ტრევიზოს "ბენეტონს" ესტუმრნენ და 71:79 წააგეს.

სანიკიძემ სტუმართა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ესტონეთის ჩემპიონატში, ბოლოსწინა მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის "როკმა", რომელმაც "რაკვერე ტარვასთან" 88:72 მოიგო და "კალევ კრამოსთან" ერთად, ოცდათერთმეტ შეხვედრაში 28-ე მოგება მიითვალა.

ეს გუნდები ერთმანეთს 29 მარტს, "როკის" მოედანზე შეხვდებიან და რეგულარული პირველობის გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ, რომელსაც ფლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნება. "რაკვერე ტარვასთან" მატჩში, ცინცაძემ ოცდაათ წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

msy.gov.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა