დავით ხოჭოლავას მერვედფინალს ქულა აშორებს
"პარი სენ-ჟერმენსა" და "ბაიერნს" წუხელ "მანჩესტერ სიტიმ" და "ტოტენჰემმა" აუბეს მხარი. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოთხმა გუნდმა უკვე გაინაღდა მერვედფინალის საგზური. ეს კი ბოლო ტურებში უმოტივაციო თამაშებს მოგვიმრავლებს.

"სან პაოლოზე" სუპერშემტევი მატჩი ვნახეთ, უსწრაფესი ტემპი და ბევრი გოლი მაურიციო სარის "ნაპოლისა" და პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" შორის.

ინგლისური კლუბი მაინც ფავორიტი იყო და მან 4:2 იმარჯვა. არადა, თავიდან ინსინიეს გოლით სწორედ "ნაპოლი" დაწინაურდა, მაგრამ ოტამენდიმ პირველივე ტაიმში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში 45 ათასმა მაყურებელმა (რატომ არ შეივსო "სან პაოლო", ცალკე საკითხია) ერთბაშად ოთხი გოლი იხილა, მეორე ტაიმის ანგარიში კი ჯონ სტოუნსმა გახსნა თავურით. მასპინძლებმაც მალევე გაათანაბრეს, მაგრამ ამის შემდეგ მოედანზე "სიტი" დომინირებდა - სერხიო აგუერომ და რაჰიმ სტერლინგმა "სიტის" მორიგი სამი ქულა მოუტანეს. გვარდიოლას გუნდმა 12 ქულა დააგროვა და გაინაღდა მერვედფინალის საგზური. აი, "ნაპოლი" კი თითქმის ჩამოშორდა ამ საგზურისთვის ბრძოლას, რადგან "შახტარს" 6 ქულით ჩამორჩება.

დავით ხოჭოლავას "შახტარმა" "ფეიენოორდს" 3:1 მოუგო ფერეირასა და მარლოშის (დუბლი) გოლების წყალობით და ახლა მიზნამდე ქულაც ჰყოფნის. სასიხარულოა, რომ ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო (პირველ ტაიმში გააფრთხილეს).

"უემბლიზე" "ტოტენჰემი" წარმატებულად იშვიათად თამაშობს, თუმცა გუშინ სწორედ ასეთი იშვიათობა იყო. აი, ზინედინ ზიდანის "რეალი" კი კრიზისშია - "ჟირონასთან" მარცხს მოჰყვა უგერგილო თამაში ლონდონში და 1:3 მარცხი.

"ტოტენჰემს" დელე ალი და ჰარი კეინი დაუბრუნდნენ და გამარჯვებაში თავიანთი როლებიც ითამაშეს. დელე ალიმ დუბლი შეასრულა, კეინმა კი კრისტიან ერიქსენს გაატანინა. კრიშტიანო რონალდოს გოლს კი ოდენ პრესტიჟისა ეთქმის. "ტოტენჰემმა" მერვედფინალი გაინაღდა, თუმცა არც "რეალია" ცუდ სატურნირო სიტუაციაში.

ამის მიზეზი კი "დორტმუნდის" საშინელი თამაშია, გერმანელებმა შინ აპოელ-ს ვერ აჯობეს - 1:1.

პორტუგალიელი გერეიროს გოლი ვერ გამოდგა გამარჯვებისა, სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს.

დღე "ბეშიქთაშის" თამაშით დაიწყო. თურქებმა ვერ მოახერხეს "მონაკოს" დამარცხება, თორემ მათაც შეეძლოთ პლეი-ოფის საგზურის განაღდება - 1:1. სტუმრები პორტუგალიელმა რონი ლოპეშმა დააწინაურა, მასპინძლებმა კი პენალტით გადაარჩინეს ქულა.

"პორტუმ" ამ ჯგუფში "ლაიპციგს" 3:1 მოუგო და დებიუტანტს მხოლოდ თეორიული შანსი შეუნარჩუნა.

"ლივერპულმა" ორი მატჩის ჯამში 10:0 მოუგო "მარიბორს". "ენფილდზე" იურგენ კლოპის გუნდმა მოკრძალებული 3:0 იკმარა. თუმცა ჯეიმს მილნერს რომ პენალტი გაეტანა...

"სევილიამ" სრულფასოვანი შური ვერ იძია "სპარტაკზე", მაგრამ მთავარი ქულებია, რაც 5:1-ისა და 2:1-ის შემთხვევაში ერთნაირად სამი ქულით ფასდება. ჯანო ანანიძე, ბუნებრივია, არ ყოფილა...

ფაქტები

სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 178 გოლით. მან ერიკ ბრუკს (177) გადაასწრო.

"რეალს" ასეთი ანგარიშით 2008 წლის ნოემბრის შემდეგ არ წაუგია ჯგუფურ ეტაპზე.

კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ყველა შეჯიბრებაში "ტოტენჰემს" 10 გოლი გაუტანა.

დელე ალი სტივენ ჯერარდის მერე (2009) პირველი ინგლისელია, ვინც "რეალს" დუბლი შეუსრულა.

ჯონ სტოუნსს ამ სეზონში ლიგაზე უკვე სამი გოლი დაუგროვდა.

"სიტი" უკვე 21 მატჩია, რაც წაუგებელია.

"სევილიამ" ლიგაზე შინ ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

რაც მაურიციო სარი "ნაპოლის" მწვრთნელია, გუნდმა მატჩში 4 გოლი გაუშვა.

აგვისტოს მერე პირველად, "სიტი" მატჩის მიმდინარეობისას მარცხდებოდა.

E ჯგუფი

სევილია- სპარტაკი 2:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ლანგლე (30), 2:0 ბანეგა (59), 2:1 ზე ლუიში (78)

სევილია (4-3-3): რიკო - მერკადო (83. კორშია), კიაერი, ლანგლე, ესკუდერო - ნზონზი, ბანეგა (77. კრონ-დელი), პისარო - სარაბია (74. ნავასი), ნოლიტო, ბენ იედერი.

სპარტაკი (4-2-3-1): სელიხოვი - ეშჩენკო (80. პეტკოვიჩი), ტასკი, ჯიქია, კომბაროვი - ფერნანდო, პაშალიჩი (57. პოპოვი) - პრომესი, გლუშაკოვი, მელგარეხო (72. ზე ლუიში) - ადრიანო.

ლივერპული-მარიბორი 3:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 სალაჰი (49), 2:0 ჩანი (64), 3:0 სტარიჯი (90)

გამოუყენებელი პენალტი: მილნერი (53. ლივერპული)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, მორენო - მილნერი, ჩანი, ვეინალდუმი (17. ჰენდერსონი) - სალაჰი (74. სტარიჯი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფირმინო (85. გრუიჩი).

მარიბორი (3-4-3): ჰანდანოვიჩი - ბილონგი, რაიჩევიჩი, ზულერი - მილეცი, პიჰლერი, კაბჰა, ვილერი - ჰოტიჩი (81. აჰმედი), ბოჰარი (69. ბაიდე), მესანოვიჩი (59. ტავარეში).

მომდევნო ტური

21 ნოემბერი

სევილია-ლივერპული

სპარტაკი-მარიბორი

F ჯგუფი

ნაპოლი-მანჩესტერ სიტი 2:4 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ინსინიე (21), 1:1 ოტამენდი (34), 1:2 სტოუნზი (48), 2:2 ჟორჟინიო (62-პენ), 2:3 აგუერო (69), 2:4 სტერლინგი (90+2)

ნაპოლი (4-1-2-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი (31. მაჯო) - ჟორჟინიო (82. უნასი) - ალანი (75. როგი), ჰამშიკი - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე.

სიტი (4-2-3-1): ედერსონი - დანილო, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - ფერნანდინიო, გიუნდოგანი (71. დავიდ სილვა) - სტერლინგი, დე ბრუინი, სანე (90. გაბრიელ ჟეზუში) - აგუერო (76. ბერნარდო სილვა).

შახტარი-ფეიენოორდი 3:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 იორგენსენი (12), 1:1 ფერეირა (14), 2:1 მარლოსი (17), 3:1 მარლოსი (68)

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, ხოჭოლავა, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი (72. ალან პატრიკი) - ფერეირა (89. დენტინიო).

ფეიენოორდი (4-3-3): ჯოუნსი - ნიუვკუპი, სტ. ჯუსტი, ტაპია (72. დიკსი), ჰაპსი - ამრაბატი, ელ აჰმადი, ვილიენა - ბერგჰუისი, იორგენსენი (80. ლარსონი), ბუტიუსი.

მომდევნო ტური

21 ნოემბერი

მანჩესტერ სიტი-ფეიენოორდი

ნაპოლი-შახტარი

G ჯგუფი

ბეშიქთაში-მონაკო 1:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 რონი ლოპესი (45+1), 1:1 თოსუნი (54-პენ)

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრისიო - გონული, პეპე, ტოშიჩი (69. მედელი), ადრიანო - ჰათჩინსონი (83. ტალისკა), არსლანი (75. მიტროვიჩი) - კუარეშმა, ოზიაკუპი, ბაბელი - თოსუნი.

მონაკო (4-3-3): შუბაშიჩი - რაჯი, ჟემერსონი, გლიკი, ჟორჟე - მოუტინიო, ფაბინიო, ტილემანსი (74. კარილიო) - ლემარი (26. იოვეტიჩი), რონი ლოპესი (85. დიახაბი), კეიტა.

პორტუ-ლაიპციგი 3:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ერერა (13), 1:1 ვერნერი (48), 2:1 დ. პერეირა (61), 3:1 მ. პერეირა (90+3)

პორტუ (4-4-2): ჟოზე სა - რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ტელიესი - კორონა (72. მ. პერეირა), ერერა, დ. პერეირა, ბრაჰიმი (89. რეიესი) - მარეგა (13. ანდრე), აბუბაკარი.

ლაიპციგი (4-2-3-1): გულაში - ბერნარდო, ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი (46. კლოსტერმანი) - კამპლი, კეიტა - ფორსბერგი, ზაბიტცერი, ბრუმა (46. ვერნერი) - აუგუსტინი (75. პოულსენი).

მომდევნო ტური

21 ნოემბერი

ბეშიქთაში-პორტუ

მონაკო-ლაიპციგი

H ჯგუფი

ტოტენჰემი-რეალი 3:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ალი (27), 2:0 ალი (56), 3:0 ერიქსენი (65), 3:1 რონალდო (80)

ტოტენჰემი (3-5-2): ლორისი - ალდერვეირელდი (24. სისოკო), სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი, ერიქსენი, უინქსი (66. დემბელე), დაიერი, დევისი - კეინი (79. ლორენტე), ალი.

რეალი (4-3-3): კასილიასი - ჰაკიმი, რამოსი, ნაჩო, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (81. ტეო ერნანდესი) - ისკო (73. მაიორალი), რონალდო, ბენზემა (73. ასენსიო).

დორტმუნდი-აპოელ 1:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 გერეირო (29), 1:1 პოტე (51)

დორტმუნდი (4-1-2-3): ბურკი - ბარტრა, პაპასტატოპულოსი, ტოპრაკი (87. შიურლე), გერეირო (72. შმელცერი) - ვაიგლი - გიოტცე, კაგავა - ფილიპი (65. იარმოლენკო), პულიშიჩი, ობამეიანგი.

აპოელ (5-3-2): პერესი - ვუროსი, რუედა, მერკისი, კარლაო, ალექსანდრუ (46. სალაი) - მორაისი, ზაჰიდი, ვინისიუში - პოტე (74. დე კამარგო), ალონეფტისი (82. ფარიასი).

მომდევნო ტური

21 ნოემბერი

დორტმუნდი-ტოტენჰემი

აპოელ-რეალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
რეალის კრიზისი არა კვატი. სხვა გუნდი რომ ყოფილიყო, გადაუარესო, დაწერდნენ "რეალის" თავგადაკლული ფანი კომენტატორები, ჩვეულ სტილში, როგორც მათ ახასიათებთ. როგორც სხვა წააგენს დიდი ანგარიშიტ, გადაუარესო, მიჯირყვნესო, არ დაინდესო, მასტერ კლასი ჩაუტარესო; რეალმა წააგო და კრიზისიაო. კრიზისი კი არა მიაჩმორეს საკაიფოდ :))))))))))))
სოსო
სპარტაკის კარში ერთი გოლი ტყუილად ჩათვალეს,ბურთი კარში არ იყო შესული.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა