ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თბილისიდან პირდაპირ დორტმუნდში?

თბილისიდან პირდაპირ დორტმუნდში?

მოსალოდნელი ტრანსფერი
ბორუსიას ივან პერიშიჩის ყიდვა უნდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ გერმანიის ჩემპიონობა ჯერ არ გაუნაღდებია, იმას კი ნაღდად „აღარ გაუვა წყალი“, რომ დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს აუცილებლად მოიპოვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ „დორტმუნდი“ უეფასგან მინიმუმ 20 მილიონ ევროს დაიბევებს და უკვე ცხადია, რომ „შავ-ყვითლები“ ამ თანხის ნახევარზე მეტს გუნდის გაძლიერებისთვის გამოიყენებენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების, კერძოდ კი გაზეთ „ბილდის“ ცნობით, „ბორუსიას“ ხორვატი ტალანტის ივან პერიშიჩის ყიდვა უნდა. ეს უკანასკნელი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და შაბათს, თბილისშიც ითამაშა – სლავენ ბილიჩმა ის მოედანზე 61-ე წუთზე, ივან რაკიტიჩის ნაცვლად შეუშვა.

პერიშიჩი „ბრიუგეს“ ღირსებას იცავს და ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. მიუხედავად ამისა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპს ძალიან უნდა ნიჭიერი ხორვატი ფეხბურთელის ყიდვა და მისი გადაბირებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ბრიუგეს“ ხელმძღვანელები პერიშიჩს 6 მილიონ ევროდ აფასებენ.

ივანი შემტევი ნახევარმცველია და თავს ყველაზე უკეთ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გრძნობს. მართალია, თბილისში ვერაფერი გააწყო, მაგრამ ზოგადად საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური, ამავე დროს, მეორე სართულზე კარგად მოთამაშე ნახევარმცველია და მთხოვნელების საკმაოდ დიდი რიგიც უდგას. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე (27 მატჩში) 16 გოლი და 8 საგოლე პასია, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ პერიშიჩს გოლების გატანაც ეხერხება. „ბილდის“ ცნობით, „ბორუსიას“ სკაუტები პერიშიჩს დიდი ხანია, აკვირდებიან.

კლოპს მისი ყიდვა იმიტომ უნდა, რომ პერიშიჩი 22 წლის კევინ გროსკროიტცის იდეალურ ალტერნატივად მიაჩნია. დორტმუნდს თითქმის ყველა პოზიციაზე ორი კაგრი ფეხბურთელი ჰყავს – ერთადერთი, მარცხენა გარემარბის პოზიციაა გამონაკლისი. ცნობილია, რომ ივან პერიშიჩის ყიდვა „ლილს“, „მონაკოს“ და „ტოტენჰემსაც“ სურთ. თვითონ ხორვატმა ფეხბურთელმა არაერთხელ თქვა, გაისად ჩემპიონთა ლიგაში მსურს თამაშიო – შესაბამისად, დორტმუნდის „ბორუსია“ მისთვის სწორედ იდეალური მისამართია...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა