„ჰაინკესი ძალიან კარგი მწვრთნელია. განსაკუთრებით კარგად ფეხბურთელების მოტივირება ეხერხება"
„ის ძალიან კარგი მწვრთნელია. განსაკუთრებით კარგად ფეხბურთელების მოტივირება ეხერხება და აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ხედვა,“ - ეს სიტყვები „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ ყაზახეთთან 4:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ იუპ ჰაინკესზე თქვა - მწვრთნელზე, რომელიც „ბაიერნს“ 1 ივლისს ჩაიბარებს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, 2 წელი უთავკაცებს. რა გასაკვირია, რომ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კლოზეს ეს სიტყვები ჰაინკესის გამოწვევად მიიღეს...

საქმე იმაშია, რომ მიროს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება და მისი საკითხი დღემდე გაურკვეველია. ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშის გარანტიას ითხოვს და მხოლოდ ასეთი გარანტიის მიღების შემთხვევაშია თანახმა, რომ მიუნხენურ გრანდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. მაგრამ ვინ უნდა მისცეს მიროს ასეთი გარანტია? რა თქმა უნდა, მომავალმა მწვრთნელმა ჰაინკესმა, მაგრამ ეს უკანასკნელი ივლისამდე „ლევერკუზენის“ მწვრთნელია, კლოზეს საკითხი კი აუცილებლად ივლისამდე უნდა გადაწყდეს. თუ ჰაინკესი და ზოგადად „ბაიერნი“ მომავალს კლოზეს გარეშე გეგმავს, მაშინ მირო ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს.

ტელეკომპანია ძDF-ის ექსპერტმა ოლივერ კანმა ჰაინკესს კლოზეს საკითხის გადაწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ იუპს მიროს შენარჩუნება სურს, ახლავე უნდა უთხრას. მერე რა, რომ ჯერ კიდევ „ლევერკუზენში“ მუშაობს. ტელეფონი ხომ არსებობს? აიღოს და დაურეკოს. არა მგონია, რომ ამის გამო ლევერკუზენში დასაჯონ,“ - თქვა ოლიმ.

საინტერესოა, რამდენად აქვს ჰაინკესს იმის უფლება, რომ „ლევერკუზენის“ მწვრთნელის რანგში მყოფმა, „ბაიერნზე“ ზრუნვა დაიწყოს? არადა, რეკორდმაისტერში მხოლოდ კლოზეს საკითხი როდია გადასაწყვეტი – მასთან ერთად, კონტრაქტები თომას კრაფტს, ჰანს-იორგ ბუტს, ანდრეას ოტლს და ჰამით ალთინთოფსაც უმთავრდებათ...

„მე ამ ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებ. სანამ იუპი „ლევერკუზენის“ მწვრთნელია, მხოლოდ ამ გუნდისთვის უნდა იმუშავოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერესთა კონფლიქტთანაც გვექნება საქმე,“ - ეს „ლევერკუზენის“ მენეჯერ ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერის სიტყვებია.

ჰაინკესს ნათქვამი აქვს, 1 ივლისამდე „ბაიერნზე“ არ ვილაპარაკებო, მაგრამ ფაქტია, რომ საკადრო გადაწყვეტილებები სწორედ მან უნდა მიიღოს. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ამბობს, კლოზემ მითხრა, რომ მიუნხენში დარჩენა სურს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ათამაშებენო. „დონ იუპი“ თავის გუნდებს ხშირად ორი თავდამსხმელით ათამაშებს ხოლმე და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს კლოზეს შანსი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჰაინკესმა ძირითადში უნდა ათამაშოს რობენი, რიბერი, მიულერი, კლოზე და გომესი, მიროს შანსები მაინც მცირდება, რადგან არავინ ფიქრობს, რომ რეკორდმაისტერი ერთბაშად ხუთი ისეთი ფეხბურთელით იასპარეზებს, რომლებიც მხოლოდ შეტევაზე ზრუნავენ...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა