3 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (ძველი სპორტის სასახლე), საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება
3 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (ძველი სპორტის სასახლე), საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.

წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2-ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

პირველი წრე სტარტს 15:00 სთ-ზე აიღებს, მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" ლიგის დებიუტანტს, "წყალტუბოს" დაუპირისპირდება. 17:00 სთ-ზე დაიწყება "აფხაზური დერბი" - მფკ "აფხაზეთის" მეტოქე კიდევ ერთი დებიუტანტი, ფკ "კოლხი-გულრიფში" იქნება. პირველ ტურში გაარკვევენ ურთიერთობას შარშანდელი პრიზიორები, ვერცხლის მედლების მფლობელი "ტატიშვილი" ბრინჯაოსმედალოსან "თბილისს" დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება. რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, მფკ "აგორასა" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირისპირება 21:00 სთ-ზე აიღებს სტარტს და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი "სილკ უნივერსალის" ეთერში იხილოს. ტურის სხვა შეხვედრების ინტერნეტლაივი ვებგვერდ SBM.GE-ზე განხორციელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.

ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი - ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.

GFF.GE

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!
ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორივე მატჩში დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის, თურქეთის და ესპანეთის გუნდებს დაუპირისპირდება
უკრაინის ქალთა ნაკრების წევრმა მეტოქის მწვრთნელს მუშტი სახეში დაარტყა [VIDEO]
სფფ-ში ფუტსალის ლიგის თასის წილისყრა გაიმართა - ტურნირი პირველად ჩატარდება
ფუტსალის ლიგის ჩემპიონი "თელასი" გახდა